Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
20-11-2019, 16:36
ნანახია: 659

მიხეილ ჯიბუტი: ერთნი - ხელისუფლებას „იტაცებენ“, მეორენი კი - ხალხის პროტესტს!

14 ნოემბერს, 2020 წლისთვის  საქართველოს პარლამენტში პროპორციული არჩევნების შემოღების საკითხის ჩავარდნის პროტესტის ეპიცენტრი რუსთაველის გამზირი იყო. 17 ნოემბერს რუსთაველზე ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ერთი, პარლამენტის შენობის და მეორე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის  წინ.

 

აქციების მთავარ ორგანიზატორებად პირველ შემთხვევაში წინა პლანზე ჩანდა „გაერთიანებული ოპოზიცია“, ხოლო მეორე შემთხვევაში „პატრიოტთა ალიანსი“.

 

„პატრიოტთა ალიანსის მიტინგი“ რამდენიმე საათს გაგრძელდა  და პარტიამ პერმანენტული მიტინგები საქართველოს ქალაქებში, რომლებიც ბოლოს დასრულდება მიტინგით თავისუფლების მოედანზე!

 

 

რუსთაველი, 17 ოქტომბერი, დილით (ავტორის ფოტო)

 

პირველი აქცია გაგრძელდა 17-ში მთელი ღამით, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა დაბლოკეს საქართველოს პარლამენტის შესასვლელები, ბლოკადის გამო 18-ში დღის პირველ ნახევარში საქართველოს პარლამენტში სამუშაო რეჟიმი დიარღვა, ხოლო, მეორე ნახევარში ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა და ტექნიკა და მომიტინგეებისგან გაათავისუფლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიები (ყველა მხარეს).

 

 

რუსთაველი, 19 ოქტომბერი, დილით (ავტორის ფოტო)

 

შემდეგ რა?

 

კითხვაზე პასუხის გაცემამდე ვეცადოთ რამდენიმე საკითხის გარკვევას.

 

ბუნებრივად ისმის  კითხვა, თუ  ორივე აქციის მთავარი მოთხოვნა იყო პროპორციული არჩევნები, მაშინ ისინი ცალ - ცალკე რატომ ჩატარდა?

 

აღმოჩნდა, რომ აქციის ორგანიზატორები ერთმანეთს არ თვლიან  შესაფერის პარტნიორებად სხვადასხვა მიზეზის გამო.

 

ამ მიზეზთა შორის დიდი ჩამონათვალია მორალური და ზნეობრივი პრეტენზიებით, პოლიტიკური წარსულით  დაწყებული და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობების ბრალდებებით დამთავრებული.

 

ერთ -ერთი მთავარი წყალგამყოფი პრო-დასავლურობისა და პრო-რუსულობის და აქედან გამომდინარე, აქტივობების გამო  ურთიერთბრალდებებია.

 

ქართული პოლიტიკა ქართულ სინამდვილეში ყველაზე განუვითარებელ და მონოპოლიზებულ სფეროს წარმოადგენს.

 

 სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებიდან დღემდე   ხელისუფლებათა   მიერ მიმდინარეობს პოლიტიკაზე ზეწოლა მონოპოლიზაციის მიმართულებით. ეს ხორციელდება ძალოვანი სტრუქტურების, კრიმინალურ-კორუფციული ჯგუფებისა, სახელისუფლებო სტრუქტურების სინთეზური მოქმედებით. 2000-ანი წლებიდან განსაკუთრებული მაშტაბი მიიღო პოლიტიკის კომერციალიზაციამ. შედეგად , თავისუფალი  კონკურენტულის  ნაცვლად, ადგილი აქვს მონოპოლიურ ( მოქალაქეთა კავშირი - ე.შევარდნაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მ. სააკაშვილი), ოლიგოპოლიურ (ქართული ოცნება - ბ. ივანიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მ. სააკაშვილი) პოლიტიკურ სისტემას. აქ სხვა პოლიტიკური პარტიები განვითარებას ვერ ახერხებს და საშუალო სიმძლავრის პოლიტიკური პარტიებადაც ვერ ყალიბდებიან. საქართველოში ე.წ.კვალიფიციური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ამ სისტემის უმახინჯესი ფორმით არსებობას) მიუხედავად საქართველოს მოქმედი პარლამენტი ოლიგოპოლიურად ჩამოყალიბდა და სხვა პოლიტიკური პარტიებიდან მასში  მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსია“ წარმოდგენილი.

 

არასაპარლამენტო პარტიების რაოდენობა რეგისტრაციის მიხედვით რამოდენიმე ასეულია, თუმცა ფუნქციონირების ნიშნებს ოცამდე პარტია იძლევა. 

 

აქედან უმრავლესობის ისტორია ამა თუ იმ პერიოდში მმართველ პარტიასთან, ზოგიერთისა სხვადასხვა დროს სხვადასხვა  მმართველ პარტიასთან   სატელიტური თანამშრომლობის ბალასტითაა დამძიმებული, თუმცა სწორედ ამით შეინარჩუნეს მათ თავისი  არსებობასა.

 

ცოტაა დარჩენილი ისეთი პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკური პარტნიორობის ჩარჩოებიდან არ გასულა და ქართულ პოლიტიკის კომერციალიზაციისა და მონოპოლიზმის შედეგად უაღრესად შეზღუდულები საკუთარ პარტიულ პლატფორმაზე პრინციპულად დგანან.

 

 

რუსთაველი, 17 ოქტომბერი, “სახალხო პარტიის“ ერთი ჯგუფი (ავტორის ფოტო)

 

ასეთი პარტიათაგან 17 ნოემბერს რუსთაველზე  წარმოდგენილი იყო „სახალხო პარტია“ (მ. გიორგაძე), რომელიც არც ერთ აქციას არ შეუერთდა.

 

 

რუსთაველი, 17 ოქტომბერი, “სახალხო პარტიის“ ერთი ჯგუფი (ავტორის ფოტო)

 

რატომ?

 

ათი პრეტენზია ორივე მიტინგის მიმართ მყარი იდეოლოგიური, პოლიტიკური ორგანიზაციებისადმი აუცილებელი ღირებულებების არქონაა. მათი აზრით, შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო საკითხია არა საარჩევნო სისტემა, არამედ,  ხელისუფლების მიერ ისეთი სამართლებრივი მექანიზმებისა და ნორმების აღმოფხვრის გაჭიანურება, რომელიც ნებისმიერი ფორმითა და სისტემით ჩატარებულ არჩევნების გაყალბების საშუალებას იძლევა!

 

უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო სიების დაზუსტება, საქართველოში მცხოვრები და ქვეყნიდან გასული მოქალაქეების გამიჯვნა აღრიცხვაში, განსაკუთრებით ხმის მისაცემ ბიულეტენებში, თორემ საარჩევნო პერიოდი სწრაფად გაივლის და კვლავ აღმოჩნდება ქვეყანა ამომრჩეველთა  არასრულფასოვანი სიისა და მახინჯი საარჩევნო მექანიზმის წინაშე.

 

არის ამ პოზიციაში ლოგიკა გამაგრებული საქართველოს პოლიტიკური ისტორიის გაკვეთილებით. არც ერთი არჩევნები საქართველოში ნორმალურად, ფალსიფიცირების გარეშე არ ჩატარებულა - უბრალოდ, ზოგიერთი არჩევნების შედეგი ემთხვეოდა მოსახლეობის განწყობას და ზოგიერთის არა!

 

მთავარია არჩევნების გაყალბების შესაძლებლობების აღმოფხვრა და მოსახლეობისთვის შეგნებული, ინფორმირებული არჩევნების საშუალების მიცემა.

 

ყველა პარტიამ მკვეთრად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის მახასიათებლები, პრინციპები და პასუხები ქვეყნის უმთავრეს გამოწვევებზე, როგორც იტყვიან, , მათი პარტიის შეფუთვაზე მომხმარებლისთვის გასაგები ენითა და ტექსტით უნდა ეწეროს მათი მიზანი,პროგრამა, მიზნის მიღწევის გზები და ა.შ.

 

ამის შემდეგ პოლიტიკურ გასტრონომში/მარკეტში (არჩევნებზე) ყველა იყიდის(ხმას მისცემს) იმ პარტიას, რომელიც მის პოლიტიკურ მოთხოვნილებებსა და გემოვნებას დააკმაყოფილებს.

 

საპროტესტო აქციები გამოხატავენ რეალურ პრობლემებს. ხალხის უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი  მოთმინების ზღვარზეა.

 

ისი პროტესტი ინფორმაციის უქონლობის გამო ეტიკეტზე წარწერასა და შიგთავსის შეუსაბამობის ყველა შემთხვევაში და ევოლუციურად, რუტინულად კი არ მჟღავნდება, არამედ, რაღაც ემოციური ამშვების გზით ატარებს ფეთქებად ხასიათს!

 

ასე მოხდა 14 ნოემბერსაც.

 

„გადაგდების“ გამო ხალხი შეურაცხყო ხელისუფლებამ. აგორდა პროტესტის ტალღა, რომელსაც 14 ნოემბერს ერთსულოვნად ყველა უჭერდა მხარს.

 

 შემდეგ დღეებში მოხდა ამ ტალღის პოლიტიკური მოთოკვა და პოლიტიკური იდენტიფიცირება.

 

როგორც კი ხალხის პროტესტი პოლიტიკოსების ვიწრო წრემ“ მიიტაცა“, ხალხმა პროტესტის გადარჩენილი ნაწილი შეინახა და სხვა გადამალულ პროტესტს დაუმატა.

 

ასე ხდება „უარყოვითი მუხტის დაგროვება“, რომელიც „კრიტიკული მასის“ მიღწევისას იწვევს ხელისუფლებაში ტექტონიკური ცვლილების განმახორციელებელ  პროცესებს. (თ.აქუბარდია. სახელისუფლო შეგონებანი. თბ.,2019, გვ.126-131).

 

18 ნოემბერს პროტესტანტების ძალისმიერი დაშლის დროს პროტესტის ტალღის ლიდერები იყვნენ ნიკა მელია, გიგი უგულავა,გიგა ბოკერია,ელენე ხოშტარია...

 

პროტესტის პროლოგი ორპარტიული იყო, მისი ეპილოგისგან განსხვავებით.

 

ძალისმიერმა ოპერაციამ 20 ივნისის ოპერაციასთან შეუდარებლად „წესიერად“ ჩაიარა, თუმცა ამ ოპერაციის გაგრძელებაზე , ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაპატიმრებული 37 პირის მიმართ სასამართლო პროცესი 19 ნოემბერს  წარიმართა , შეიძლება ითქვას, სასამართლო სისტემის სრული დისკრეტიზაციის ფორმით.

(https://www.tabula.ge/ge/story/159859-saxalxo-damcveli-movutsodebt-sasamartlos-droulad-da-samartlianad-tsarmartos-ganxilvebi)

 

ხელისუფლებას,  „მიტაცებული პროტესტისგან“ საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელების გათავისუფლებამ , არ უნდა შეუქმნას მოლოდინი, რომ ხელისუფლების „მიტაცების“ წინააღმდეგობა დაამარცხა!

 

როგორც ითქვა ,ხალხის უკმაყოფილება გააერთიანა მორალურმა საკითხმა - ხელისუფლების მხრიდან ცინიკურად, ზურგს უკან, თეატრალიზებულად დაირღვა საჯაროდ მიცემული დაპირება!!! 

 

ხელისუფლება ამ სცენარისთვის იყო მზად და პროტესტიცა და პროტესტის დაშლაც პროგნოზირებადი სცენარის ფარგლებში განვითარდა.

 

თუ რამდენადაა პროტესტისთვის მზად პარტიები, მათ შორის მმართველი პარტია - ეს მალე გამოჩნდება.

 

ფაქტია მოსახლეობამ ერთ სკივრში „პროტესტი“ ჩაკეტა და მეორეში „ნდობა“.

 

„საზოგადოებაში კიდევ უფრო გაძლიერდება „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის ნება და ისეთი პოლიტიკური ჯგუფის მოლოდინი, ვინც დღევანდელ ორპოლუსიან პოლიტიკურ ცხოვრების მიღმა რაღაც ახალ პერსპექტივას დაანახებს“.

https://www.interpressnews.ge/ka/article/573061-zaza-piralishvili-ubralod-ivanishvils-ver-carmoudgenia-rom-tavadac-zveli-xelisuplebis-msgavsi-shecdomebi-mosdis

 

სანამ ეს „ვიღაც მესამე“ მოვა, 

 

პერსპექტივა არ არის?

 

არის, ოღონდ დათქმით , თუ სწორად მოიქცევა ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები და თუ სწორად მოიქცევა ხალხი!

 

ხელისუფლებისთვის იმის მოლოდინი, რომ სიტუაცია 14 ნოემბრამდე დაბრუნდება-შეცდომაა.

 

როდესაც ხალხი გაბრაზებულია, მაშინ, პოლიტიკოსებმა ხელისუფლებაშიც და მის გარეთაც უნდა ეძებონ ალტერნატიული გზები გამოწვევების დასაძლევად.

 

ხელისუფლებას 14 ნოემბერს უნდა დაეწყო დიალოგი ხალხთან. ამას თავიდან შეიძლებოდა ჰქონოდა „ხელისუფლების სხეულის ენით“ ნათქვამის ფორმა. მომხდართან დაკავშირებით: შეკრებილიყო სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები, უშიშროების საბჭო, პრემიერ - მინისტრს მოეწვია დიპლომატიური კორპუსი, განხილულიყო საკითხი უმრავლესობის სხდომაზე და ყველაფერი ამის შესახებ ეცნობებინათ ქართველი ხალხისთვის.

 

ხელისუფლებას  არ უნდა დაეხურა საკითხი უკვე 14 ნოემბრისთვის. უნდა დაეწყო გამოსავლის ძებნა. აქაც იყო შესაძლებლობა დიალოგის დაწყებისთვის.

 

19 ნოემბრის მდგომარეობით, ხელისუფლებიდან არცერთი ნიშანი არაა იმის, რომ იქ მიმდინარეობს ქართველი ხალხის, ან პარტნიორების განაწყენების გამო სინანული, რომელთვისაც  ახლა მთავარია, ხელისუფლების მიერ დაპირების არშესრულება, როგორც ასეთი, და არა პროპორციული არჩევნების კანონი - ამისათვის იმის მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში  ქვეყნის მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და ეძებოს გზები, ყველაფერის გააკეთოს ნდობის აღსადგენად და საკითხის გამოსასწორებლად.

 

ყოველდღიურად მატულობს უცხოეთიდან მოსული ინფორმაცია, რომელშიც უარყოფითადაა შეფასებული ხელისუფლების „სიტყვის გატეხვა“. ჯერ არაა ცნობილი არც ერთი უცხოური პირისგან - ფიზიკურისგან, თუ იურიდიულისგან, რომელსაც ამასთან დაკავშირებით გამამართლებელი რამ ეთქვას.

 

ამერიკული გამოცემა Washington Examiner-ში, სადაც ცოტა ხნის წინ თამარ ჩუგოშვილის პრო-სახელისუფლო სტატია იყო გამოქვეყნებული, დაიბეჭდა სტატია სადაც გაკრიტიკებულია ბიძინა ივანიშვილი და მომხდარი „ღალატადაა“ შეფასებული და რომ ამას ვერ გადაფარავს  მის სასარგებლოდ Chartwell Strategy Group ლობისტური საქმიანობა.

https://www.tabula.ge/ge/story/159769-washington-examiner-gaicanit-ivanishvili-putinis-mimbadzveli-qartveli

 

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ 

„..იყო ერთგვარი შიში, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ქვეყანას დრამატულად შეუცვლიდა საგარეო მიმართულებას და გეზს რუსეთისკენ აიღებდა, თუმცა, ეს ეჭვი და შეშფოთება არ გამართლდა“

http://liberali.ge/news/view/16519/ashshis-yofili-elchi-echvebi-qartuli-otsnebis-prorusulobis-shesakheb-ar-gamartlda

 

ეხლა (18 ნოემბერს) აცხადებს: „ახლა კი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯს უკან დგამს!

http://www.tabula.ge/ge/verbatim/159752-ialovici-saqartvelo-demokratiis-gzaze-nabijs-ukan-dgams

 

ნიშანდობლივია, რომ 17 ნოემბერს ერთობლივი განცხადება გააკეთეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ  და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება (17 ნოემბერი), სადაც ნათქვამია, რომ

 „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები“ და „დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისაღები იქნება“.

https://ge.usembassy.gov/ka/statement-usembassy-delegation-eu-ka/

 

საქართველოს ხელისუფლების ქცევისადმი ეს დამოკიდებულება ასრულებს ერთგვარ ტესტის როლს. საქართველოს პარტნიორებისადმი: როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი, ანსხვავებენ ხელისუფლებასა და ხალხს თუ არა    ხელისუფლების მეშვეობით ხალხთან თუ უკვე ღია წყაროებით.

 

თუ უცხოეთში საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების შეფასებები, აზრები და განწყობების, პოლიტიკური რხევების სიხშირე ერთად რეზონანსში მოვიდა საქართველოს მოსახლეობის შეფასებებთან და სხვა ყველაფერთან, ამას არა ნაკლები გავლენის  ძალა ექნება  შიდა სახელმწიფოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ვიდრე, შიდა პოლიტიკური ძალების მოძრაობას. მით უმეტეს, საქართველოს სინამდვილეში და მისი პარტნიორ ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულების ხარისხის გათვალისწინებით ( მაგალითი, თურქეთ -აშშ ბოლო წლების ურთიერთობები).

 

რა უნდა ქნან პარტიებმა?

 

პოლიტიკური პარტიები კი არ უნდა „მოაჯდნენ“ ხალხის პროტესტის ტალღას, არამედ, თვითონ უნდა გააჩინონ სამართლიანი ნაპერწკალი ალის ასანთებლად!

 

მათი მთავარი ლაიტმოტივი არგუმენტით „მთავრობამ გადაგვაგდო“ საკმარისი არ არის - ყოფილ სამთავრობო პარტიებს შეეკითხებიან: „შენ ნაკლებად მოგიტყუებივარ, გადაგიგდივარ?“, ხელისუფლებაში არ მყოფი პარტიებისადმი შეკითხვა იქნება: „შენ რომ მოხვიდე, რა გარანტია გვაქვს რომ იგივეს არ იზამ?“.

 

მთავარი და სწორი გზა უნდა იყოს, ჩემი აზრით, ხელისუფლების იძულება სინანულის, დიალოგისა და გამოსავლის ძიებისთვის.

 

მოძრაობამ უნდა მიიღოს მიმართულება - „პოლიტიკა ტყუილების გარეშე“, „მორალური პოლიტიკა“.

 

ხალხის მოტყუებაზე უარი უნდა თქვას ყველამ - როგორც ხელისუფლებაში,ისე მის გარეთ და თუნდაც  მიტინგზე.

 

ყველამ უნდა საჯაროდ განაცხადოს ვინ არის და რა მიზნები აქვს, რაში თხოვს ხალხს გვერდით დგომას.

 

ხალხმა რა ქნას?

 

ხალხი საგონებელშია - ვისაც ხელისუფლება ჩააბარა, ყველა ატყუებს.

 

ქვეყნის გადარჩენა ხალხის ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობაა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დიასახლისი უშუალოდ უნდა ჩაებას სახელმწიფოს მართვაში ბოლშევიკური გაგებით (Каждая кухарка должна научиться управлять государством), მაგრამ ის მათ მხრიდან არც მმართველობის საქმეებისადმი გულგრილობას არ ნიშნავს (განსაკუთრებით ეკონომიკურ, სოციალურ, კომუნალურ, თვითმმართველობის საკითხებში). არც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მართვისას არ ჰკითხო აზრი იმათ ვინც აგირჩია და ამავე დროს, ამტკიცო, რომ ხალხს არჩევნების არა გაეგება რა (პოლიტიკური ახლომხედველობა, თუ თვითაღიარება?).

 

ქვეყნის მართვას უნდა ჰქონდეს საჯარო ხასიათი და მოსახლება მას უნდა ადევნებდეს თვალს- იქ, სადაც რაღაც არ მოსწონს, უნდა მისცენ ნიშანი ხელისუფლება კომუნიკაციის საშუალებებით ( წერილი, დარეკვა,მისვლა..),და თუ ხელისუფლება არ რეაგირებს -უნდა გამოხატონ პროტესტი.

 

უნდა მოხდეს სახელმწიფოს მოვლის ინდივიდუალიზაცია - პერსონალიზაცია, უნდა ჩამოყალიბდეს   ქვეყნის საქმიანობაში თითოეულის პასუხისმგებლობა. ეს უნდა გამოიხატოს ინდივიდის, ოჯახების, პროფესიული , საზოგადოებრივი გაერთიანებების, საგვარეულობის, სოფლებისა და ქალაქების უბნებისა და ამხანაგობების, სამრევლოების და ა.შ. დონეზე. 

 

და ეს უნდა მოხდეს არა რაღაც „კუმულიატური“ განწყობების განმუხტვისთვის და არა მარტო რუსთაველზე, არამედ ყველგან, მუდმივად, ყველას მიერ.

 

ასეთი მინიშნება გააკეთა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ რთულ დღეებში.

 

გიორგი გახარიამ, რომელიც სულ უფრო პოზიციონირებს, როგორც №2 პირი სახელისუფლებო ვერტიკალში (მიტინგის დაშლის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი კი არ იყო პირველ პლანზე, როგორც 20 ივნისს, არამედ პრემიერ - მინისტრი), შექმნილი კრიზისის მეორე დღეს 15 ნოემბერს - მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში,რომელშიც აგრეთვე  ასევე  მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებიც მონაწილეობდნენ.

 

„გიორგი გახარიას შეფასებით,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“ - რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარების მხრიდან. ჩვენ ამ შეკითხვებზე გავეცით პასუხი, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი. ვიმსჯელეთ მხოლოდ ბიუჯეტზე რამდენიმე მიზეზის გამო. ბიუჯეტი არის ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი"(ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.).

http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=520&info_id=74224

 

მე არ შევჩერდები შეხვედრის დროს მაჟორიტარების კითხვებზე ხაზგასმაზე, რამეთუ „მაჟორიტარების ამბოხის“ გენეტიკური ბუნება დღეისთვის მასობრივად ხელოვნურადაა მიჩნეული. 15 ნოემბრისთვის ეს ეჭვი გააძლიერა  მათ ასე გამოყოფილად დასახელებამ და იმავე დღეს პრეზიდენტის განცხადებამ , სადაც ნათქვამია, რომ 

„... მეტად სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღლად გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ (თუ - არ) იქნა ბოლომდე მიყვანილი. ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს“(ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.).

https://www.president.gov.ge/geo/pressamsakhuri/siakhleebi/saqartvelos-prezidentis-ganckhadeba-(3).aspx

 

დაკვირვებული მკითხველის ყურადღებას მივაქცევ, რომ ეს შეხვედრა ბიუჯეტთან დაკავშირებით მარტო წმინდა სამუშაო შეხვედრა არ შეიძლება ყოფილიყო, თუნდაც იმიტომ, რომ ორი დღით ადრე - 13 ნოემბერს, საქართველოს  2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის პლენალურ სხდომაზე  იხილებოდა, რომელსაც პრემიერ - მინისტრი არ ესწრებოდა. 

 

აღნიშნულ შეხვედრას ჰქონდა დემონსტრაციული ხასიათი - არის ქვეყანაში საკითხები არა ნაკლებ მნიშვნელოვანი, „რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს“ და ესაა სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხები.

 

ეს აზრი, მისი გამოთქმის ადგილისა და დროის მიუხედავად, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიუთითებს ერთ-ერთ იმ უმთავრეს სფეროზე, სადაც ზემოთნახსენები მმართველობის საჯაროობისა და მმართველობაში მოსახლეობის მონაწილეობის პრინციპის რეალიზება უნდა ხდებოდეს.

 

ხელისუფლების, ხალხისა და პოლიტიკური პარტიების გარდა უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო სექტორისა (მასმედიის ჩათვლით) და მეცნიერების როლი. მათ უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის შეგნებული, რაციონალური ქმედებები გადაწყვეტილებების მიღების დროს.

 

ნათქვამიდან გამომდინარე, პროცესების პოზიტიური განვითარებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიზნით, ვთავაზობ ხელისუფლებასა და საზოგადოებას რეკომენდაციებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მისი გაუმჯობესების მიზნით. ეს რეკომენდაციები ხელისუფლებას მისცემს საშუალებას გამოასწოროს ბიუჯეტში ნებსით, თუ უნებლიეთ არსებული ხარვეზები, ხოლო, ქართველ ხალხს აძლევს იმ პრობლემათა ჩამონათვალს, რომელთა გაუთვალისწინებლობა ხელისუფლების მიერ მისი და მისი ოჯახის კეთილდღეობას გააუარესებს,ან გააუმჯობესებს, შესაბამისად აძლევს თითოეულ მოქალაქეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებისათვის - მხარი დაჭიროს ხელისუფლების  ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თუ გააპროტესტოს ის. აღნიშნული იქნება ამავე დროს საპროტესტო აქციების თემატიკა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისთვის.

 

პირველი თემა, როგორ უწყობს ხელს ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტით.