Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
8-06-2021, 13:34
ნანახია: 2037

შეეშვით ნინოწმინდის ბავშვთა სახლს, თქვენისთანა სულბინძურების ადგილი იქ არ არის!

 

 

რამდენიმე დღეა ქვეყანა შეძრა კითხვამ:

 

- რა ხდება ნინოწმინდაში?

 

არ ჭირდება დიდი ფილოსოფოსობა ამ კითხვაზე პასუხს: 

 

ნინოწმინდის „ბავშვთა სახლში“ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების, ქართული, ქრისტიანული ტრადიციებით აღზრდა ხდება, რაც საქართველოში გავრცელებად ევრო-ამერიკულ ცხოვრების წესთან ვერ თავსდება!

 

არ ვიცი, ვინ და რატომ ააგორა უზნეო და უადგილო პრობლემა, ქვეყანაში, რომელსაც იგი ისედაც არ აკლია, მაგრამ სოცქსელებში გამოქვეყნებული კომენტარების ანალიზის შემდეგ მივედი მარტივ დასკვნამდე:

 

ეს არ არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ქვეყნის ისედაც მორყეული საძირკვლის დანგრევას ემსახურება!

 

სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდე, დაინტერესებულ მკითხველს მინდა ვუთხრა: 

 

ნინოწმინდაზე საუბრობს ყველა, ვინაც, არამცთუ „ბავშვთა სახლის“ პრობლემები, ზუსტად არც კი იცის სად მდებარეობს ნინოწმინდა! 

 

ბუნებრივია, აქედან ზოგი უსაქმურია, ზოგი დაქირავებული და ზოგიც სეირისმოყვარული. აქა-იქ, საქმეში ჩახედულნიც ჩანან, მაგრამ მათ არავინ უსმენს, მათი აზრი, არც მთავრობის, არც მისი ე.წ. „ოპოზიციის“ ინტერესებში არ შედის!

 

ნინოწმინდა შემთხვევით არ არის ნიშანში ამოღებული!

 

არც მე მითქვამს შემთხვევით, _ ბევრმა ზუსტად არც იცის, სად მდებარეობს ნინოწმინდა-მეთქი! 

 

რახან შევთანხმდით, ცოტა შორიდან დავიწყებ მოყოლას:

 

მიუხედავად იმისა, რომ მესხეთ-ჯავახეთი ფეხით მქონდა მოვლილი და საფუძვლიანი პრეტენზია გამაჩნდა ვიცნობდი საქართველოს მრავალ ჭირგამოვლილ კუთხეს, 1989 წლის 19 აპრილს, მთიან აჭარაში მომხდარი წარღვნის შემდეგ, დიდი ხნით მომიწია აჭარა-ჯავახეთში გადასახლებამ და ადგილობრივი მოსახლის თვალით იმ ისტორიული სინამდვილის დანახვამ, რასაც, მაშინ, ექსკურსიაზე ჩასული, ან დღეს, რომელიმე „უფლებადამცველი“ ვერასოდეს გაიგებს. 

 

მითუმეტეს, ისეთ აშლილ და გაუბედურებულ ქვეყანაში, როგორიც დღევანდელი საქართველოა, სადაც მის მბრძანებელ-პატრონებს ის კი არ აინტერესებთ, ეს ქვეყანა განვითარების მრავალათასწლიან გზას გაჰყვეს ევოლუციით და არა რევოლუციით და ბუნებრივად წარმოადგენდეს დედამიწის ცოდვილი ბურთის უძველეს ნაწილს!

 

1989 წლის ზაფხული, განსაკუთრებულად უჩვეულო იყო არა მხოლოდ ქართველთა სიმრავლით მესხეთ-ჯავახეთში, არამედ იმითაც, რომ ათწლეულების შემდეგ აქ ჩამოსასვლელად, ამიერიდან, ქართველს საგანგებო საშვი არ სჭირდებოდა და საჭორო შემთხვევაში, მოძმის თანადგომა დაუბრკოლებლად შეეძლო!

 

1989 წელს, აწყურის მილიციის სასაზღვრო პოსტიდან ჩვენ, „ჯავახეთის აღორძინების კომიტეტმა“ მივულოცეთ საქართველოს მოსახლეობას, პასპორტებისა და საშვების კონტროლის გაუქმება და სპეციალური ტელეგადაცემა მივუძღვენით მას. 

 

1989 წლის ზაფხული, იმითაც იყო განსაკუთრებული ბოგდანოვკაში (აწინდელი ნინოწმინდა), თითქმის 200 წლის წინ ჩამოსახლებულმა დუხობორებმა და მალაკნებმა თავიანთი ისტორიული სამშობლოსკენ იბრუნეს პირი და მათი სალ-კარის შესყიდვა აჭარაში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გახდა შესაძლებელი.

 

1989 წლის მონაცემებით, ბოგდანოვკის ქალაქის მოსახლეობა 6944-ს შეადგენდა, აქედან მხოლოდ 5 ოჯახი იყო ქართული, სოფლებში არცერთი ქართველი არ ცხოვრობდა!

 

საგანგებოდ საშური იყო ჩვენთვის (სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „ელვასთან“ არსებული „ჯავახეთის აღორძინების კომიტეტი“ (პრეზიდენტი ომარ გრიგოლაშვილი) ყოველი გამონთავისუფლებული სახლის შეძენა და იქ მრავალშვილიანი ქართული ოჯახების ჩასახლება, რაც უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. 

 

ბუნებრივია,  სომეხი მოსახლეობა, ტაშფანდურით არ შეხვედრია ქართველების გამოჩენას ჯავახეთში, განსაკუთრებით ბოგდანოვკაში ჰქონდათ დიდი გართულება.

 

მიუხედავად ამისა, 1989 წლის ნოემბერში, მაინც შევძელით პირველი ქართული სკოლის გახსნა ბოგდანოვკის ცენტრში 12 მოსწავლით და იგი იაკობ გოგებაშვილის სახელით მოინათლა.

 

ამის შემდეგ, ბოგდანოვკის რამდენიმე სოფელში დამკვიდრდა ქართული ოჯახები და სამებაში, ეფრემოვკაში, გორელოვკაში, სპასოვკაში ქართული სკოლებიც გაიხსნა.

 

მკითხველს უნდა შევახსენო: დიდი თურქობის შემდეგ, 1989 წლამდე, ამ კუთხეში ქართული საგანმანათლებლო სასწავლებელი არ არსებულა!

 

ამიტომ, ბოგდანოვკის ცენტრში ქართული სკოლის არსებობას საგანგებო მნიშვნელობა ჰქონდა. 

 

რომ არა, 1991-92 წლის სახელწიფო გადატრიალება, ნინოწმინდაში (ზოგადად ჯავახეთში) ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა და ერთ „ბავშვთა სახლზე“ არ იქნებოდა ქართველთა სიმრავლე დამოკიდებული.

 

სოფლებისგან განსხვავებით, ნინოწმინდის ცენტრში ძნელი შესანარჩუნებელი აღმოჩნდა ქართული სკოლის არებობა, რადგან ქალაქის ტიპის დასახლებაში, ქართული ოჯახი ძნელად იკიდებდა ფეხს და საპატრიარქოს ინიციატივას (2004წ.) ნინოწმინდის ცენტრში გახსნილიყო „ბავშვთა სახლი“, დიდი სიხარულით შევხვდით ყველა ისინი, ვინაც გასული საუკუნის 90-ან წლებში ჯავახეთის აღორძინებას მივუძღვენით ჩვენი ძალები.

 

ჩვენს სიხარულს ისიც აორმაგებდა, რომ ამ საქმის თავკაცი, ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი ვეტერანი, სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი (ერობაში  გოჩა აბულაძე) იყო. 

 

ღმრთის მადლით დაწყებული საქმე სწრაფად განვითარდა, ბავშვთა სახლი და მისი ბინადარნი მშვიდად მიიღო სომხურმა მოსახლეობამ, ნინოწმინდის სკოლას მოსწავლე არ მოჰკლებია მას შემდეგ. 

 

რამდენჯერმე უცხოელი სტუმრებიც მყოლია „ბავშვთა სახლში“ და აღფრთოვანებული დარჩენილან, ბავშვთა ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შემოქმედებით, ბავშევებთან ურთიერთობის და აღზრდის მეთოდების გაცნობით!

 

ყველაფერი ეს, ბუნებრივად, ბავშვებისთვის ოჯახური სიმყუდროვის და ქართული ტრადიციების სანიმუშო პირობებში მიმდინარეობდა, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს გაცხადდებოდა, რომ:

 

„ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბავშვების უფლებები ირღვევა და იქ, საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უწყება უნდა შევიდესო!“

 

გადაუჭარბებლად ვიტყვი, ლახვარივით მეცა გულზე ეს ამბავი და ანაზდად 1996 წელს აფნიასა და აზმანაში (ახალქალაქის რაიონი) ჩასახლებულ აჭარლებთან შეხვედრა გამახსენა!   

 

გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდი ხნის ნამყოფი არ ვიყავი მათთან, რამდენიმე დღე დავრჩი და ყველა სოფელი მოვიარეთ სადაც კი სტიქიით დაზარალებულები ჩავასახლეთ 1989-90 წლებში. 

ჩემი იქ ყოფნისას ერთ ხულოელს დედა გარდაცვლოდა და სამძიმარზე მივედით. გასვენება როდის გაქვთ-მეთქი, ვიკითხე!

 

„გასვენება ხულოში გვაქვს დავით ბატონო, თქვენ ამდენზე ვერ შეგაწუხებთო!“

 

გამიკვირდა. ხულოში რა გინდათ, სასაფლაო ხომ გაქვთ სოფელში, აქ მიაბარეთ მიწას -მეთქი, რომ ვთქვი, ყველა გაჩუმდა. ვიგრძენი, რაღაცა ისე ვერ იყო როგორადაც მე წარმომედგინა.

სიჩუმე მასპინძელმა დაარღვია და ნაღვლიანად დაიწყო:

 

„თქვენი და დანარჩენი საქართველოს გაღებულ სიკეთეს რა დაგვავიწყებს, უმოკლეს დროში სასახლის დარი სახლები აშენდა და დავსახლდით, მაგრამ ჩვენს სიხარულს დიდი დრო არ ეწერა. ჩვენ კარგად ვიცით, სასაფლაო ამკვიდრებს ადამიანებს და კრავს სოფელს, ჩვენც სწორედ ამ ეტაპზე ვიყავით, როცა თბილისში 1991 წლის ბოლოს ომი დაიწყო, ქართველმა ქართველი არ დაინდო, ღვთისნიერი კაცი, ქვეყნის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სამშობლოდან გააქციეს. ესეც არ აკმარეს და მოკლეს!“

 

ცოტა ხანს იყუჩა ჩემმა ხულოელმა მეგობარმა და ბოლოს მაინც თქვა სოფელში სასაფლაოს არ არსებობის მიზეზი: 

 

„დავით ბატონო, ქართველებმა დედაქალაქში ერთმანეთი არ დაინდეს, ქვეყნის ერთგული ხალხი სამშობლოდან გარეკეს და ჩვენ ვისი იმედი უნდა ვიქონიოთ, ვის უნდა ვანდოთ ჩვენი მიცვალებული, თქვენ ხომ კარგად იცით როგორ პატივს ვცემთ იმ ქვეყნად წასულებსო!“

 

არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა, მოგონილი და არარსებული არაფერი წამოცდენია!

 

სწორედ ეს გამახსენდა, როცა გავიგე, „საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას უწყება შედისო ნინოწმინდის ბავშვთა სახლში!“

 

იმ წუთში თვალწინ, სოცმუშაკებად წოდებული ე.წ. „ბავშვთა უფლებების დამცველები“ წარმომიდგა, უმეტეს შემთხვევაში, თვითონ რომ არიან სამკურნალო და საზოგადოება რომ არის მათგან დასაცავი!

 

არაფერს ვაჭარბებ, ესენი დაბადებული არ იყვნენ, მე რომ იმ ქვეყნებში ვცხოვრობდი, სადაც ამათმა „განათლება“ მიიღეს და შესანიშნავად ვიცი რა ზიანი მიაყენეს მათმა „ტრენერებმა“ საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობებს, დღევანდელ ევროპას, ცხენის გავაზე ამოშანთული დაღივით რომ ასვია.

 

მახსენდება გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარი, წელიწადში 5-6 თვე მიხდებოდა გერმანია-ავსტრია-შვეიცარიაში ყოფნა. ბუნებივია, ამ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი. ჩემი ყურადღება კრიმინალურმა სტატისტიკამ მიიპყრო, რომელიც ძირითადად მცირეწლოვანებში ხდებოდა. თითქმის დაუჯერებელი იყო პედოფილია, მცირეწლოვანი გოგო-ბიჭების გაუპატიურებების სიმრავლე. მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს აჭარბებდა ყოველწლიურად.

 

ხშირად მქონია ჩემს უცხოელ კოლეგებთან საუბარი ამ თემაზე და თითქმის ყველა ერთნაირად აფასებდა შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას და ყოველივეს  მიზეზს, ქვეყანაში არსებული კანონების ლიბერალიზაციასა და ყველასათვის გაუგებარ, ბავშვთა უფლებების დაცვის კანონებს მიაწერდა.

 

არაერთგზის შემოუჩივლიათ ჩემთვის, ბავშვისთვის ხმამაღალი სიტყვა ვერ გვითქვამს, სკოლის ასაკის შემდეგ ბავშვის აღზრდაში ჩვენ თითქმის ვერ ვმონაწილეობთ, ვისაც ჩვენი შვილების აღზრდა ავალია, ხშირ შემთხვევაში თვითონვე არიან გასაზრდელებიო!

 

წარმოდგენაც კი მზარავდა, რომ, რასაც მათ ტელეეკრანებზე ვხედავდი, ერთ დღეს ჩვენთანაც შემოვიდოდა!

სამწუხაროდ, დიდხანს არ დაგვჭირდა ლოდინი, ეს დღეც დადგა: 

 

ევრო-ამერიკაში „განათლება მიღებული“ უფლებადამცველები „გვიტრენინგებენ“ და გვიმოწმებენ ქვეყნის მომავალ თაობას, ოჯახებიდან რამე ისეთი ხომ არ გამოჰყვათ, უცხოეთში თავს რომ მოგვჭრისო!

 

ძირითადად ეს: რელიგიას, საუკუნოვან ტრადიციებს და წეს ჩვეულებებს ეხება, რომლებიც ევრო-ამერიკულ სტანდარტებში არ ჯდება! 

 

ვის უნდა დავუმალოთ, თუ როგორი რეპუტაციით სარგებლობს ლომჯარია და მისი უწყება საქართველოში, განსაკუთრებით კი არაქართულ რეგიონებში (არაფერს ვამბობ ოკუპირებულ ტერიტორიებზე), სადაც დაუფარავად დაგვცინიან ლესბოსელებისა და ჰომოსექსუალების უფლებების დამცველებზე!

 

არ გამომიხტეს ახლა ვინმე ნაძირალა და არ დამიწყოს მათი უფლებების შელახვაზე საუბარი, მე მათ არ ვეხები, ვსაუბრობ ფაქტზე, რომელიც სინამდვილეში არსებობს და მისი კულტივირება საგანგებოდ საშიშია!

 

სოცქსელში, ერთი ქალბატონის საინტერესო კომენტარს წავაწყდი: 

„ნინოწმინდის ბავშვთა სახლი ქართველთა გამრავლებას შეუწყობს ხელს რეგიონშიო!“

 

იქვე მეორე ქალბატონი ირონიით უკომენტარებს:

„ჩაკეტეთ ბავშვები ციხეში, გარეთ არ გამოუშვათ და გამრავლდებიანო!“

 

თქვენი არ ვიცი და ამ ამბავმა, მიშა-შეურაცხადი და „განმუხურის ბუჩქები“ გამახსენა.

 

გახსოვდეთ: ქვეყანაში მომრავლებული ოჯახური კონფლიქტები, სკოლის ასაკის ბავშვებში დამკვიდრებული სისასტიკე, ადრეული სექსი და უცხო და უგვანო საქციელი ჩვენი ქვეყნისთვის უცხო აღზრდის წესების კულტივირების შედეგია!

 

ვიღაცა თავხედი უცხოელი მეკითხება ამასწინათ:

„მართალია, რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ იცოდნენო?“

 

სექსოლოგი არ ვარ მაგრამ, მარტივად მივწერე:

არ იცოდნენ კი არა, ღდინის გავარდნამდე იცოდნენ, თქვენსავით ქალი და კაცი არ ეშლებოდათ -მეთქი ერთმანეთში!

 

გაკვირვებულმა მიპასუხა:

„არა, ჩვენ ქალი და კაცი არ გვეშლება, ჩვენ ამას სიყვარულით ვაკეთებთო!“

 

სწორედ ეს უნდათ დაამკვიდრონ ჩვენთანაც, „ქალი & ქალი“ და კაცი & და კაცი“ სიყვარულად გამოაცხადონ, ამის გასაღებს ეძებენ იქ, სადაც იგი მარტივად საპოვნი ეჩვენებათ!

 

ასეთად, ამ ჯიშგამწყრალებმა, ნინოწმინდის „ბავშვთა სახლი“ მიიჩნიეს ამჯერად!

 

ბავშვთა სახლი, რომელიც რამდენიმე კვირაა ქვეყნის მაოხარი ტელევიზიების მიკროფონიანი კოიოტებითაა ოკუპირებული, ერთადერთი ქართული ბასტიონია, ნინოწმინდაში მცხოვრები სომხების გარემოცვაში, რაც ადვილად მოსაშთობად ჩათვალეს ლიბერასტებმა და მათმა მხარდამჭერებმა და ადვილად აიყოლიეს სოცქსელების ჭორისმოყვარულები!

 

ერი და ბერი უნდა ადგეს, ადამიანის უფლებათა დამცველებად და ტელეჟურნალისტებად წოდებული, ქვეყნის დამაქცევარების წინააღმდეგ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლი ვიხსნათ, სულიერი და ხორციელი გარყვნის საშიშროებისგან!

 

P.S. ავისმოსურნეთა მიერ აგორებული, ნინოწმინდის "ბავშვთა სახლის" პრობლემა, ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი უსერიოზულესი დანაშაულია, მისი შემოქმედების მხრიდან.

 

ამიტომ, გასართობად და საჭორაოდ ნუ გავხდით მას!

 

წერეთ და იკამათეთ მხოლოდ იმათმა, ვინაც კარგად იცით, სად მდებარეობს და რა დატვირთვა აქვს საქართველოსთვის ნინოწმინდას და იქ არსებულ ბავშვთა სახლს!

 

დავით ქობალია,

პუბლიცისტი