Iverioni
«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
თებერვალი 2022 (6)
7-06-2022, 11:14
ნანახია: 867

მხოლოდ მეხსიერებას ნუ ვენდობით, არქივებსაც გადავხედოთ!

ვაგრძელებ გაზეთ „ილორის“ არქივზე მუშაობას. იმდენ საინტერესო მასალას ვაწყდები, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, აუცილებელია განვლილ წლებს მეტი ყურადღებით მივუბრუნდეთ, რომ ნათლად დავინახოთ: არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის დაკნინების მეთოდების გარდა, უკეთესობისკენ ბევრი არაფერი შეცვლილა!

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, როგორი იყო: 

 

1. უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით, „საოცნებო“ ევროგაერთიანების და რასაკვირველია ჩვენი „უპირველესი პარტნიორის“ დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი, ბოლო ათწლეულების მანძილზე!

 

2. საქართველოს მოსახლეობის მიდრეკილება მიგრაციისადმი, რომელსაც დღეს გაჩენილ პრობლემად გვიხატავენ ისინი, ვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი ორშაურად არ უღირთ, თუ კი იგი მათი გამდიდრების წყარო არ იქნება! 

 

   

თეთრი საქართველოს შავი პერსპექტივა

(სტატია პირველად 10.05.2009 წელს, გაზეთ „ლორში“ გამოქვეყნდა)

 

ღმერთო შეგცოდე და მომიტევე იმისათვის, რასაც ახლა ვიტყვი:

 

1989 წლის 9 აპრილს გაცილებით ბედნიერი იყო ქართველი ერი, ვიდრე 2007 წლის 7 ნოემბერს და 2009 წლის 6 მაისს - გიორგობა დღეს! 

 

ალალად უნდა ვთქვათ, საბჭოთა სამხედროებისგანაც კი არ მოელოდა ხალხი იმას, რაც მაშინ მთავრობის სახლის წინ მოხდა, მაგრამ ხალხმა გვიან გაიგო, რომ მათ სამხედროებთან კი არა, საქმე სპეციალურად გამოყვანილ და გაწვრთნილ ანტიადამიანებთან ჰქონდათ, რომლებიც უდედმამოდ, ურელიგიოდ და უსამშობლოდ იყვნენ გაზრდილი! 

 

ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ქართველი ერის წიაღშიც იბადებოდნენ და იზრდებოდნენ „სპეციალურად გამოყვანილი და გაწვრთნილი" მოადამიანო მუტანტები, რომლებიც შესაფერის დროს და ასპარეზს ელოდნენ მხოლოდ, ეს შესაძლებლობაც დაუდგათ მათ სააკაშვილის დიქტატურის პირობებში და არაერთგზის დაადასტურეს:

 

„ოღონდ, ფული გადაუხადე და ვერანაირი საბჭოთა სადამსჯელო ძალა მათ ვერ გაუტოლდება!“. 

 

უთქმელადაც რომ სახეზე ეწერათ, რა საჭიროა ცხრა მთას იქიდან ვიღაცის ჩამოყვანა, ოღონდ ვინმე მოსაკლავი იყოს და: „ჯვარი, ეკლესია და გიორგობა ჩვენ ვერ გაგვაჩერებსო!" 

 

სწორედ ეს ვნახეთ 2009 წლის 6 მაისის ღამეს, ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც სააკაშვილ-მერაბიშვილის მუტანტებმა პირნათლად შეასრულეს დანაფიცარი:

 

„ჯვარი, ეკლესია და გიორგობა ჩვენ ვერ გაგვაჩერებსო!“

 

ჩემო ძვირფასებო, რატომ გვიკვირს ამის შემდეგ რაც მოხდა?!

 

ამას წინათ, „ილორის“ ერთ-ერთ ნომერში, უცხოეთიდან იმპორტირებულ ზნეობრივ სიყალბეებზე და მათ ფონზე, ქვეყანაში მიმდინარე, ქართულßეროვნულ ტრადიციებზე ზეწოლაზე ვწერდი: 

 

„...მინდა ვუპასუხო კითხვას, რომელსაც აუცილებლად დამისვამენ, - სადღეგრძელო ხომ ჩვენი (მხოლოდ ქართველების!) ტრადიციაა და როგორ, ამაზე უარი ვთქვათ?“ 

 

- აქვე ვპასუხობ: 

 

- არ უნდა ვთქვათ უარი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს - სამშობლოს სადღეგრძელო ომში გამარჯვებულთა, მისთვის თავგანწირულთა ღირსებაა და არა უცხოსთან სატრაბახო, როცა თითქმის ყველა ასეთი ომახიანი სადღეგრძელოს თამადის სამშობლო - საკუთარ ეზოში იწყება და ჭიშკართან მთავრდება... ბინის კარს იქით - უცხოეთია!“

 

იქნებ იმაზეც დავფიქრდეთ, საერთოდ აქვს კი, სადღეგრძელოს თქმის უფლება ხალხს, რომელიც: 

 

- უხერხულობის გარეშე იტანს და ეგუება ქვეყნის მძარცველს და გამყიდველს და ამ გზით გადიდკაცებულთ, რომელთაც ამის გამო არასოდეს საზოგადოებაში მორიდების გრძნობა არ გასჩენიათ და არც მომავალში გაუჩნდებათ?! 

 

უამრავი ვიდეო და ფოტოკამერით იღებდნენ პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციას, სადაც უამრავი არაკაცი იქნება გადაღებული, რომელთა სახეები ყველა საშუალებით უნდა წარედგინოს საქართველოს მოსახლეობას, რომ: როგორც კეთროვანებთან (მომიტევონ ამ სენით დაავადებულებმა) შორს დაიჭირონ მათგან თავი და ისინი მოიკვეთონ საზოგადოებისგან! 

 

მათი ოჯახის წევრებს უნდა ახსოვდეთ: 

 

საკუთარი ხალხის დარბევაში აღებული ფულით ნაყიდი პური, ოჯახის და სულის წაწყმედაა და ასეთ ძღომას, შიმშილით სიკვდილი სჯობია! 

 

სამწუხაროა, უცხოელების დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი. ჩემთვის ეს უცხო არ არის, რადგან უცხოეთი მე ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის დროიდან მახსოვს და როცა ვიხსენებ, თუ რა დიალოგებს მიმართავდნენ, იმდროინდელ ორივე გერმანიაში, საქართველოში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლების გამო, რა წინააღმდეგობებს ვაწყდებოდი და თითქმის ვერ ვამტკიცებდი, ქართულ ეროვნულ სიმართლეს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

 

ამის შემდეგ, რა გასაკვირია, მათმა დღევანდელმა დესპანებმა, ყოველთვის, არსებულ რეჟიმს დაუჭირონ მხარი (სტატია 15.05.2009-ში გამოქვეყნდა, ისინი დღესაც იმდროინდელ კრიმინალებს უჭერენ მხარს დ.ქ). 

 

მაშინდელი, ორად გაყოფილი გერმანიის არცერთ მხარეს არ სჯეროდა საბჭოთა რეჟიმის დამხობის და ამიტომაც დაადგნენ ისინი პირველივე შესაძლებლობისთანავე კორუფციული გარიგების გზას, იმდროინდელ საბჭოთა იმპერიის თავკაც გორბაჩოვთან და მის „ფოსტალიონ“ შევარდნაძესთან. 

 

მე ადრე ვწერდი: 

 

„გერმანელებმა თავიანთ მიზანს კი მიაღწიეს, მაგრამ უზარმაზარ უბედურებას გადაკიდეს უამრავი პატარა სახელმწიფო... სწორედ ამ კორუფციულ გარიგებაში მიღებული ქრთამით მოვიდა ედუარდ შევარდნაძე საქართველოს სათავეში, რასაც ქვეყნის გაპარტახება, ომის ქარცეცხლი აფხაზეთში, ცოტა ხნის წინ აღმათაშენებული საქართველოს, მსოფლიოს „განვითარებადი ქვეყნების“ რიგში ჩაყენება და ბოლოს, თავისი სატანური საქმეების გამგრძელებლად მისივე აღზრდილი, სულიერად ავადმყოფი მიხეილ სააკაშვილი მოგვიყვანა.“

 

მახსენდება, - შარშან (2008წ. დ.ქ.) თებერვალში, საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი პატრიცია ფლორი, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მოგზაურობების შემდეგ ზუგდიდში გამართულ, საზოგადოებასთან შეხვედრისას ხმამაღლა გვასწავლიდა:

 

- „მართალია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მთლად საქართველო არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც საქართველოს ერთიანობას ვუჭერთო მხარს!“

 

ხომ წარმოგიდგენიათ, ცხინვალში ან სოხუმში რას იტყოდა ის ჩვენი მისამართით?

 

მე ფაქტს ვაფიქსირებ მხოლოდ. სულაც არ ვაპირებ ქ-ნ ფლორს ამის გამო პასუხი მოვთხოვო, მაგრამ სხვა საკითხს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება: 

 

როცა ქვეყანაში შეურაცხადი გიზის პირველ კაცად (ამის შესახებ უცხოეთში უკეთ და ადრე იცოდნენ ვიდრე ჩვენ!), რიგით მოსახლეობას რომ სერიოზულად არ შემოგვხედავენ, მოულოდნელი არ უნდა იყოს ჩვენთვის! 

 

სამწუხაროდ, არაერთხელ მომისმენია ჩვენი ქვეყნის პირველი კაცის ირონიული დახასიათება ევროპის ქვეყნებში თუ ევროპარლამენტში შეხვედრებისას. 

 

როცა, საქართველოდან მოკვეთილ აფხაზეთს და სამაჩაბლოს ვახსენებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, უცხოეთში თითქმის არ ესმით ჩვენი ღრმა ნოსტალგია „დაბადების ადგილებისადმი“ და თუ, იშვიათად, მაგრამ მაინც აკრიტიკებენ და ამტყუნებენ ჩვენი ქვეყნის პირველ კაცებს - მხოლოდ ხალხის დაუსაქმებლობის გამო! 

 

მათი ლოგიკით, თუ ხალხი დასაქმებულია, დაკარგული ტერიტორიებისთვის ბრძოლას ახირებად გვითვლიან! 

 

ვინ იცის, თავიანთი გადასახედიდან, შეიძლება ისინი მართლებიც იყვნენ, მაგრამ...

 

ამ შემთხვევამ სხვა რამე გამახსენა: შინაც და გარეთაც სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ხშირად მახსენებენ - შევარდნაძის დროს არაფერი კეთდებოდა, საკაშვილის დროს რამდენი რამ გაკეთდაო! 

 

ყველას ვეთანხმები, უდავოა რომ ეს ნამდვილად ასეა, ოღონდ, ერთი პატარა შენიშვნით:

 

შევარდნაძე თუ ასი ათასს იღებდა ქვეყნის ასაშენებლად და იგი ასივეს ჯიბეში იდებდა, სააკაშვილი მილიონს იღებს, ასი ათასისას აშენებს და ცხრაასს ჯიბეში იდებს! 

 

ეს განსხვავება უნდა ახსოვდეს ყველას, ვინც გონებას იტვირთავს იმის ანალიზით, ვინ რას აკეთებდა და აკეთებს დღეს ქვეყნის სასიკეთოდ. 

 

ყველამ გაიხსენოს, ვინ რა იყო და ვინ რისი პატრონი იყო მათ ნაცნობებში ნაციონალების სამსახურში მოსვლამდე და რისი მფლობელები არიან დღეს? 

 

ჩემო დებო და ძმებო, დავიხსნათ თავი კრიმინალურ-ქურდული მენტალიტეტისგან, გახსოვდეთ ქვეყნის მძარცველის და დამაქცევრის მხილება პატრიოტული საქციელია, თუ კი ამ ღირსებამ, როგორც დღევანდელი მთავრობის, ასევე თქვენს თვალშიც არ დაკარგა ფასი!

 

ეს ის საქმეა, ქვეყნის შიგნით ჩვენ რომ უნდა მოვაგვაროთ, თორემ ქვეყნის გარეთ, უსასტიკესი განაჩენია თურმე ჩვენთვის გამოტანილი, რომლის სისრულეში მოყვანის დაჩქარებისკენ მიჰყავს დღეს საქართველო მის კრიმინალ მმართველებს და იგი შემდეგში მდგომარეობს: 

 

- ადრე თუ საქართველოში ერთი უშიშროების სამსახური მუშაობდა, კაგებეს რომ ვეძახდით მას და ხანდახან მაინც ვახერხებდით მისგან თავის დაძვრენას, დღეს ნურას უკაცრავად - ამას ვერ შევიძლებთ, რადგან, თურმე მათმა რიცხვმა დიდი ხანია ორმოცდაათს გადააჭარბა და ცხადია მათ ვერსად გავექცევით. ისინი, სამთავრობო სტრუქტურებში, პარლამენტში (წარმოება-დაწესებულებები ჩვენ არ გვაქვს), ორღობეში და კიდევ ყველგან სხედან, სადაც კი ქვეყნის და ხალხის ფიქრის, მისწრაფების და გეგმების ამოცნობა შეიძლება. 

 

თურმე, ამათმა დაითვალეს და დაადგინეს, რომ მხოლოდ შევარდნაძის დროს 1995-დან 2003 წლის ბოლომდე საქართველოს ნასესხების, ნაჩუქარის, ნამათხოვრალის თუ ნაქურდალის სახით 12 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი მიუღია. 

 

შედეგი? - არცერთი სამუშაო ადგილი არ შექმნილა, ქვეყანაში არსებული მრეწველობის ყველა სფერო განადგურდა! 

 

სააკაშვილის მოსვლის შემდეგ - გაცილებით მეტი თანხები შემოვიდა. 

 

შედეგი? - არცერთი ხანგრძლივი სამუშაო ადგილი არ შექმნილა, მრეწველობის არცერთი დარგი არ აღორძინებულა, რაც შევარდნაძეს გადადაურჩა ისიც განადგურდა! 

 

მოსახლეობის მისწრაფება, ორივე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში უცვლელი რჩება:

 

- ყველაფრის ფასად დააღწიონ თავი საქართველოს და მიიღონ უცხოეთში გასვლის უფლება! 

 

თურმე, ისიც დათვლილია, რომ ამ უფლების მიღების მსურველი ხუთიდან,  ოცი ათასამდე ამერიკულ დოლარს იხდის, მისთვის სასურველი ქვეყნის მიხედვით. ამისათვის მზად არიან გაყიდონ საკუთარი, მშობლების და წინაპრების დანატოვარი უძრავ-მოძრავი ქონება, ოღონდ, გააღწიონ აქედან და სამუშაო იშოვონ! 

 

ცხადია, ეს საკითხიც ზედმიწევნით კარგად შეისწავლეს უცხოეთის საიდუმლო სამსახურებმა და მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: 

 

„1995 წლიდან მოყოლებული, ვერავითარმა ინვესტიციებმა ვერ უშველა საქართველოს, არცერთი სამუშაო ადგილი არ შექმნილა, კორუფცია დუღდა და დუღს ყველა მთავრობის და თაობის ხელში. 

 

ეს პატარა ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებულ სათვალავში მაინც და მაინც არავის ჰყავს, თავისი უსაფუძვლო ამბიციებით და საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენის მქონე ხალხით, მუდამ არასასურველ პრობლემებს ქმნის. 

 

მისი მოსახლეობის სამი მეოთხედი, ქვეყნიდან გასვლისკენ ისწრაფვის, ამისთვის ყიდის ყველაფერს, რაც კი გააჩნია,  რომ იყიდოს უცხოეთში გასასვლელი ვიზა, არც არალეგალურად გასვლას ერიდება უცხოეთში. მათ საშუალება რომ გაუჩნდეთ, ქვეყანაში მხოლოდ მოხუცები, უპატრონო ბავშვები და არასწორად აღზრდილები დარჩებიან, რომლებიც „პატრიოტებად“ იწოდებიან. 

 

თავი რომ დავაღწიოთ არასასიამოვნო ქართულ პრობლემას, ამისათვის საჭიროა ამ ხალხს გავუადვილოთ საზღვარგარეთ გასვლა, მაგრამ ამისათვის დავუწესოთ გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელიც თან უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყანაში ჩასვლის მომენტში. 

 

უფასოდ მიღებული ვიზის ხათრით ნებისმიერი გაყიდის საკუთარ ქონებას, სახლ-კარს და თვითონვე მოიხმარს ამ თანხას. ამ გზით ნავარაუდევია, რომ საქართველოს დღევანდელი მოსახლეობის (3-3,5 მილიონი) ნახევარზე მეტი დატოვებს საქართველოს და მოგვარდება გარესამყაროსთვის არასასურველი „ქართული პრობლემა“.

 

საბედნიეროდ, ისინი იმდენი არ არიან, რომელიმე კონტინენტზე ან ქვეყანაზე რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ. საყურადღებოა, რომ მათ უცხო ქვეყნებში ერთად კომპაქტურად დასახლება არ უყვართ!“  

 

ეს არის სწორედ ის ტრაგიკული გეგმა საქართველოსთვის, რომლის ბოლომდე მიყვანისთვის არ დატოვებს (არც დაატოვებინებენ!) სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს, რადგან იგი ამისთვის იქნა თავის დროზე აქ მოყვანილი! 

 

ტრაგედია მარტო საქართველოს მოსახლეობის განახევრებაში არ არის, ის ნახევარი ვერასოდეს დაუბრუნდება სამშობლოს. როცა ის იმდენ ფულს დააგროვებს, რომ უკან დაბრუნების სურვილი გაუჩნდება, იმ თანხით ვერაფერს შეიძენს ყოფილ სამშობლოში, რადგან იქ ყველაფერი გაყიდული და მამასისხლად ღირებული დახვდება!

 

ისმება კითხვა: განახევრებული მოსახლეობით როგორ იარსებებს ქვეყანა? 

 

სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი უბედურება - დაგეგმილია, უცხოეთში გასული მოსახლეობის ნაცვლად ფერადკანიანების ჩამოსახლება, რომლებიც ყველაზე თვინიერ და უპრეტენზიო შინამოსამსახურეებად მიიჩნევიან. 

 

ერთი ჩემი ძველი ნაცნობი გერმანელის, რაინერ კაუფმანის (წლების განმავლობაში ეწეოდა კულინარულ და ტურისტულ საქმიანობას საქართველოში) სიტყვებით რომ ვთქვათ: - „მათ, ქართველებივით, არც გასვენება და ქორწილები მოაცდენთ და არც ორმოცები და წლისთავებიო!..“ 

 

დააკვირდით ინტერნეტსაიტებზე უცხოეთის დიპლომატიური სამსახურების ინფორმაციებს, ისინი საქართველოში ჩამომსვლელ საქმიან პირებს არ ურჩევენ (თუ კი სპეციალური პროგრამას არ ეხება საქმე) ქართველებთან ურთიერთობას - სჯობს ფერადკანიანს რამდენიმე ასეული დოლარით მეტი გადაუხადო, ვიდრე, ქართველის პრეტენზიები მოისმინოო! 

 

ეს არის რეალური, რაც ჩვენთვისაა დაგეგმილი და ამის ფონზე ზოგიერთი მსუბუქადმოფიქრალი ქართველის წუხილი „ჩინელებმა გადაგვჭამესო“, ამ ბოლო დროს დამკვიდრებული ჟარგონის არ იყოს, შემოგდებულია!

 

თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, დადგება დრო, - ჩინელი სანატრელი იქნება მაგრამ...?!

 

 

***

 

ერთხელ, მიუნხენიდან მოვფრინავ თბილისში. „ლუფტჰანზას“ მოსაცდელ დარბაზში ავიაკომპანიის სარეკლამო „უფასო“ ყავას მივირთმევდი, როცა პატარა ბავშვის სასიამოვნო, მკვეთრ გურულ აქცენტზე საუბარი მომესმა. მოვიხედე და ასევე მკვეთრ გურულ აქცენტზე მოსაუბრე დედიკოს მოჰყავდა შავი ხუჭუჭთმიანი ბიჭუნა, გაოცება ვერ დავმალე! არც ქართველ დედიკოს გამოპარვია ეს და მაშინვე გერმანულად დაუწყო ბავშვს საუბარი, მეც ორიოდ სიტყვა შევაწიე გერმანულად და დედაც დამშვიდდა... 

 

...ანაზდად, 2005-ში ბრიუსელში მოსმენილი, საქართველოსთვის გამოგონილი გეგმა, გამახსენდა და თვალწინ წარმომიდგა ხუჭუჭთმიანი, ფერად-ფერადი პატარებით მოფენილი საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი... ყველაფერი წამში აირია, კინოკადრივით თვალწინ გამირბინა ჩემი სამშობლოს ბოლო ოცმა წელიწადმა: 

 

- 9 აპრილის წინა დღეების რუსთაველის პროსპექტი, მთავრობის სახლისკენ მიმავალი დაწყებითი კლასის ბავშვების კოლონა, სახელდახელოდ, სახლებში შეკერილი ქართული, ეროვნული დროშებით ხელში და მათი შეძახილები

- „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!..“

 

- სიხარულის ცრემლები... 

 

- 9 აპრილის სისხლიანი დილა, კომენდანტის საათი და მთავრობის სახლის წინ დახოცილთა ძებნა თბილისის საავადმყოფოებში... გლოვა, ვარდებით და მიხაკებით მოფენილი მთავრობის სახლი და რუსთაველის პროსპექტი... 

 

და თითქოს, სადღაც შორიდან მოგუგუნე ხმაც მომესმა: 

 

- საქართველო გაბრწყინდება!.. 

 

ამასობაში თვითმფრინავში ჩასხდომაც გამოცხადდა. ჩემს უკანა რიგში მოხვდნენ ჩემი ნაცნობი დედა შვილი. ბავშვს სანთებელა ეჭირა ხელში და თამაშობდა. ნათლად ეტყობოდა „ქართული აღზრდა“, ხან რას დაუპირა ცეცხლის წაკიდება, ხან რას, ბოლოს მე მომადგა და დედას ეკითხება:

 

- ბიძიას წუუკიდო?.. 

 

ვიდრე დედა გაუწყრებოდა და სანთებელას წაართმევდა, გადავხედე, თითქოს ვერ გავიგე, რა მოხდა და გავუღიმე... რასისტი არ ვარ, უფალმა ყველას თავისი ფერი და წეს-ჩვეულება დაუწესა და ყველას პატივს ვცემ, მაგრამ მე ცეცხლის წაკიდება ნამდვილად არ მჭირდებოდა, რადგან, იგი უკვე საკმარისად ღვიოდა ჩემს გულში. 

 

საქართველო ოდესმე მართლაც გაბრწყინდება, მაგრამ მე იგი ქართველებთან ერთად მინდა გაბრწყინდეს!.. 

 

დასასჯელი თუ ვარ ამისთვის, მაშინ უფალმა შემრისხოს!

 

 

დავით ქობალია,

19.05.2009

გაზეთი „ლორი“, # 15