აუქციონზე 5 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა

აუქციონზე 5 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა

დღეს ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე  5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ერთი წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული,  აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანმა მოთხოვნამ  7 520 000 ლარი შეადგინა. მინიმალური - 6.150%, მაქსიმალური - 6.450%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.283%  საპროცენტო განაკვეთები დაფიქსირდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: