Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (11)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
24-12-2012, 17:09
ნანახია: 894

პანამაში მყოფი მეზღვაურები საქართველოში ბრუნდებიან

პანამაში მყოფი ქართველი მეზღვაურების საქართველოში დაბრუნების შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა.


მისივე თქმით, 25 დეკემბერს სამშობლოში 8 მეზღვაური, 26 დეკემბერს კი, კიდევ ოთხი დაბრუნდება.


"ასე რომ, მათი საკითხი მოგვარებულია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. ჩვენ მოვიპოვეთ დაფინანსება იმისთვის, რომ ეს ხალხი ჩამოსულიყო", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.


მისივე განმარტებით, ქართველი მეზღვაურები სამშობლოში სტამბულის რეისით დაბრუნდებიან.


პანამის არხში, ნიგერიის დროშის  ქვეშ მცურავ გემზე, ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფება, მათგან 12 ქართველია. "მარია დელ კარმენ 2" უკვე 3 თვეა, პანამის სანაპიროდან 5 კილომეტრის მოშორებით რეიდზე დგას. გემი 42 წლისაა და სიძველის გამო, ამორტიზებულია. ადგილობრივი ხელისუფლება ამის გამო გემს ნაოსნობის უფლებას არ აძლევს.