ვეძებ პრეზიდენტს _ კანდიდატი №2 სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გააქტიურება საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ის კარგად იყენებს სოციალურ ქსელებს და ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ეხმაურება. საუბრის სტილი უცვლელია _ მარტივი და პირდაპირი, განსაკუთრებით არ წყალობს "ნაციონალებს". ძნელი სათქმელია რამდენად გულწრფელია იგი, მაგრამ სახრეს ხანდახან "ქართულ ოცნებასაც" გადაკრავს. ქალბატონი სალომე არც მალავს, ივანიშვილის გუნდთან შესაძლო თანამშრომლობას, თუმცა მისი სიტყვებით "ის იქნება იქ, სადაც ამის საჭიროებაა დღევანდელ ხელისუფლებაში".

საზოგადოებამ, განსაკუთრებით ქართულმა მედიამ ზურაბიშვილის "პოლიტიკური ფლირტი" ხელისუფლებასთან შეაფასა, როგორც რეპეტიცია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იგულისხმება მმართველი კოალიციის მხარდაჭერა.

ისეთი მოულოდნელობების ქვეყანაში ქვეყანაში ვცხოვრობთ, არ არის გამორიცხული ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ჩოხას იზომავდეს, ან შეიძლება მას ამის ამბიცია არცა აქვს და მხოლოდ მასმედიის აგორებული ჭორია. თუმცა, არც უარყოფა შეიძლება. მაინც ვინ არის სალომე ზურაბიშვილი და აქვს თუ არა მას საკმარისი რესურსები (ამ შემთხვევაში როგორც ინტელექტუალურ-მატერიალურ რესურსებს, ისე საზოგადოების მხარდაჭერასაც ვგულისხმობ), იმისათვის რომ საპრეზიდენტო ამბიცია გაუჩნდეს.

საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში იგი ისე გრძნობდა თავს, როგორც კალმახი კამკამა წყალში. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად აძლევდნენ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. სხვათაშორის, ბევრი მას ევროპული ტიპის დიპლომატად აღიქვამდა, რომელიც მის უპირატესობას უსვამდა ხაზს წინამორბედებთან შედარებით. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ზურაბიშვილში, როგორც დიპლომატში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა (ჭიპაშვილი, ცინცაძე) და ამას ხმამაღლა აფიქსირებდნენ კიდეც. განსაკუთრებით ქალბატონ სალომეს საკადრო პოლიტიკას უწუნებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მისმა პოპულარობამ პიკს საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადადგომისა და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მიაღწია, საზოგადოებამ დღემდე ვერ გაიგო, რას ნიშნავდა პირდაპირ ეთერში ნათქვამი სიტყვები: "ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან!" შეიძლება ქაჯებში "ნაციონალებს" გულისხმობდა, მაგრამ მათ წასვლას 6 წელიწადი დასჭირდა, თუმცა დღევანდელი რეალობა გვაფიქრებინებს, რომ ისინი ჯერჯერობით არსად წასულან და ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოვიბათ, რომ არაფერი გამოგვეპაროს! სიტყვა "ქაჯების" ხსენებამ იმდენად დამუხტა საზოგადოება, რომ ქალბატონი სალომე იპოდრომის გმირად იქცა, სადაც მომიტინგეთა მრავალათასიანმა არმიამ მოიყარა თავი.

სამწუხაროდ, ამ აღტკინებას ადექვატური გაგრძელება არ მოჰყოლია. ქალბატონმა სალომემ, როგორც "მაპროვოცირებელმა" სუბიექტმა დაკარგა პირვანდელი შარავანდედი და მხოლოდ ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის ლიდერად მოგვევლინა.

ძნელი სათქმელია, როგორ აპირებდა ექს-მინისტრი ქაჯების "მოთვინიერებას" და "ქაჯეთის ციხის" აღებას, მაგრამ, რომ არ გამოუვიდა, ცხადია. რაც შეეხება მის სახელთან ასოცირებულ პარტიას _ "საქართველოს გზა", ვერ ვიტყვით, რომ კონკურენტუნარიან პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბდა (მიზეზი როგორც სხვა პარტიებში იგივეა: არათანმიმდევრულობა და საკადრო რესურსების დეფიციტი). აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ამბიციები, თუ ასეთი რამ ნამდვილად აწუხებს, მხოლოდ და მხოლოდ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდაჭერით შეიძლება დაკმაყოფილდეს!

ახლა კი დავსვათ კითხვა: რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში?

მტკიცება არ უნდა, რომ ქალბატონი სალომე დასავლურ ენაზე (ამ შემთხვევაში უცხო ენას არ ვგულისხმობ) მოსაუბრე დიპლომატია. მას ნამდვილად გააჩნია ქალური შარმი, რომელიც შერწყმულია დასავლურ სტანდარტებთან და რომელიც პოზიტიურ როლს თამაშობს საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოს წარდგენისას. სხვა საკითხია, რამდენად ჩამოყალიბდა იგი კონკურენტუნარიან პოლიტიკოსად და შეუძლია თუ არა ზიდოს ის მძიმე ტვირთი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს (თუ რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ფართო უფლებებით იქნება აღჭურვილი) აწევს მხრებზე. 

თუმცა, ყველაზე არსებითი ნებისმიერი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, მათ შორის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისთვისაც, მაინც ის უნდა იყოს, თუ როგორია მისი ზნეობრივი კრიტერიუმები, რა მწრამსის მატარებელია იგი, როგორ ესმის ქართული ტრადიციებისადმი ერთგულება და როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, რომ საკუთარი თვითმყოფადობა არ დავკარგოთ!

დარწმუნებული ვარ, თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ამბიციებს ღიად დააფიქსირებს, საზოგადოებას მის მიმართ ბევრი სხვა კითხვაც შეიძლება გაუჩნდეს.

ვფიქრობ სოციალურ ქსელებში დაანონსებული კანდიდატურების ფონზე ზურაბიშვილის კანდიდატურის განხილვა ნამდვილად შეიძლება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: