300-მდე პატიმარი ვადაზე ადრე გათავისუფლდება

300-მდე პატიმარი ვადაზე ადრე გათავისუფლდება

წუხელ სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწსებულება 30-მდე პატიმარმა ვადაზე ადრე დატოვა. საერთოდ კი, საპატიმრო დაწესებულებებიდან 300-მდე პატიმარი პირობით ვადაზე ადრე თავისუფლდება.


ამის შესახებ ჟურნალისტებს გლდანის #18-ე სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.


მინისტრიეს განცხადებით, 27 ოქტომბერს პირობით ვადამდე 35 პატიმარი გათავისუფლდა, პირობით ვადამდე კი საპატიმრო დაწესებულებებს დაახლოებით 300-მდე პატიმარი დატოვებს. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეიძლება ნებისმიერ მუხლს შეეხოს.


"ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ მიდგომა შევცვალეთ. არსებობს რაღაც გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს საკითხი სასჯელაღსრულების მინისტრის კომპეტენციას სცდება და ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს. ამნისტიაზე საკანონმდებლო ორგანო უკვე მუშაობს და არ მგონია, ეს აქტი ძალიან დაგვიანდეს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


მინისტრი საზოგადოებას ურჩევს, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით ცრუ მოლოდინები არ გაუჩნდეს, რადგან ამნისტია არ იქნება პანაცეა. "თუმცა პირობით ვადამდე გათავისუფლების რეალური ამუშავებით, სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით და ავადმყოფი პატიმრებისადმი მიდგომის შეცვლით, ჯამში, გათავისუფლება ფართომასშტაბიანი გამოვა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებიც განიტვირთება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: