არჩილ კბილაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა

არჩილ კბილაშვილმა  "ქართული ოცნება" დატოვა

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილმა პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველო" დატოვა.

ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

"იქიდან გამომდინარე, რომ დავინიშნე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, პარტიაში ყოფნის უფლება აღარ მაქვს და შესაბამისად "ქართულ ოცნებაში" პარტიის დატოვების შესახებ განცხადებასაც გავაგზავნი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

როგორც ცნობილია, არჩილ კბილაშვილი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა და შესაბამისად, დღეს მისთვის ახალ ამპლუაში პირველი სამუშაო დღეა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: