Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
29-09-2014, 12:15
ნანახია: 860

დავით შავლიაშვილი: ყველა პრობლემურ ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა!

  საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა სუფსაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ხელმძღვანელობით. თათბირს ინფრასტრუქტურის მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა უწყების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოსალოდნელი სტიქიის პრევენციისათვის მიღებული დავალებების შესრულებაზე იმსჯელეს.

  ასევე განიხილეს რეგიონიდან მიღებული ინფორმაცია სად არის მოსალოდნელი ვითარების გართულება და რა სახის სამუშაოებია განსახორციელებელი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის განცხადებით, ყველა პრობლემურ ადგილზე, სადაც ეს შესაძლებელია, უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა,

  "ყველა რეგიონიდან იყო მოტანილი ინფორმაცია, სად რა ტიპის დაზიანებას ველოდებით, სად იქნება ეპიცენტრები, მოხდა აღწერა ყველა პრობლემური ადგილის, დაყენებულია შესაბამისი ტექნიკა სადაც საშუალებაა ახლა იმუშაოს და გაწმენდა განახორციელოს, მუშაობენ. სადაც ველოდებით გაუარესებას და შესაძლოა, რომ დაიკეტოს გასასვლელები, იქაც ტექნიკა დაელოდება მდგომარეობის გართულებას.ამ დროსითვის სისტუაცია კონტროლის ქვეშაა",- განაცხადა შავლიაშვილმა.

   შეგახსენებთ, მოსალოდნელი სტიქიის პრევენციისთვის, საქართველოს რეგიონებში საგანგებო შტაბები იმუშავებენ.