ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ელისო ჩაფიძე:ეს მიზანმიმართული პროპაგანდა იყო!

ელისო ჩაფიძე:ეს მიზანმიმართული პროპაგანდა იყო!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძე მედიით გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროპაგანდად აფასებს. ჩაფიძის აზრით, აუცილებელია  დადასტურდეს აღნიშნული მასალის ავთენტურობა, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩაფიძემ  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

 

პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა სკანდალური ჩანაწერები გაავრცელა და საქართველო დატოვა. მან ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ძმაა.

 

"უნდა დადასტურდეს აღნიშნული მასალის ავთენტურობა და გამოძიებულ იქნას, რამდენად შეესაბამება ის ფაქტები რეალობას, რომელიც ფირში იყო წარმოდგენილი.

 

ასევე, უნდა დადგინდეს, კონკრეტულ პიროვნებას რა მიზნები ამოძრავებს. არცერთ პოლიტიკურ ძალას თუ ორგანიზაციას სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია კარგს არაფერს მოუტანს. სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ გარკვეული ფარული ჩანაწერების განზოგადება და გადატანა ხდება იმ მრავალათასიან კოლექტივზე, რომელიც დღეს საქართველოში წესრიგის დაცვას ემსახურება. სამწუხაროდ, ეს იყო მიზანმიმართული პროპაგანდა სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ", - განაცხადა ჩაფიძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: