თამაზ ჭეიშვილი: ღმერთმა ნუ ქნას კვლავ სახლის სახურავებზე მოგვიწიოს მორიგეობა!

თამაზ ჭეიშვილი: ღმერთმა ნუ ქნას კვლავ სახლის სახურავებზე მოგვიწიოს მორიგეობა!

მეგობრებო! მიუხედავად იმისა ამ ვირტუალურ სამყაროში თქვენმა რიცხვმა 4050-ს მიაღწია, ასე მგონია პირველყოფილი ადამიანებით დასახლებულ კუნძულზე ვცხოვრობ! ასე მგონია, „დროის მანქანამ“ სულ სხვა ეპოქაში გადამისროლა და მარტოობის საშინელი გრძნობა არ მცილდება! ეს გრძნობა თქვენ არ გიკავშირდებათ! ადამიანების სიძულვილი პირველად ათარბეგოვის ქუჩის 11 ნომრის სახურავზე ვიგრძენი, როცა სხვა მეზობელ კაცებთან ერთად ვმორიგეობდი...

 

ეს იყო 1991 წლის დეკემბერში. მთავრობის სასახლიდან, სნაიპერების გამოსროლილ ცეცხლგამჩენ ტყვიებს წყლით ვაქრობდით. გაიშხულებდა ჰაერში ცეცხლოვანი ტყვია,მოხვდებოდა სახურავს და იმ წუთას აალდებოდა. მაშინ, იმ სახურავზე, ვფიქრობდი, რომ მთელი მსოფლიო ცეცხლის ალში იყო გახვეული და ორკვირიანი მორიგეობის ბოლოს, ტყვიების წვიმაში, როცა ჩემი ნათესავები სამშვოდობოს გამოვიყვანე, მთაწმინდის ერთი ქუჩის სახლის მესამე სართულის ფანჯრებიდან „ბებია მყავდა პოვარი“ მომესმა!

 

ვიფიქრე, გავგიჟდი და ჰალუცინაციები დამეწყო მეთქი! შოკში ლამის ჩავარდი... ორ ნაბიჯში „იდეური ქართველები“ ერთმანეთს ხოცავდნენ, იქვე კი, იმავე უბანში, ვიღაც ღრეობდა... გაუცხოების და სიმაარტოვის გრძნობა მაშინ უფრო გამიძლიერდა!

 

...გამიძლიერდა და აგერ უკვე ოცდამეხუთე წელია მომყვება, დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ძლიერდება, ყელში მიჭერს, სუნთქვა მეკვრის, ლამის არის დამახრჩოს!

 

ქართველებს თურმე ორი უკიდურესობა გვახასიათებს, უდიდესი სიყვარული და უდიდესი სიძულვილი! მიკვირს აქამდე როგორ, რა ხრიკებით და ხერხებით მოვაღწიეთ, ღრიანკალივით გამუდმებით საკუთარ თავს რომ ვგესლავთ!

 

ბოლოს, 21 -ე საუკუნეში, სიყვარულ - სიძულვილი ერთმანეთში აირია და უკვე ვეღარ გავრკვეულვართ საკუთარ გრძნობებში!

 

არაერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ერის წიაღში შეიძლება იშვას „კალიგულა“... „გრაფი დრაკულა“... „ჩიკატილო“... „ჯეკი გამომფატვრელი“ და გაუგაონარი სისასტიკის სექსუალური მანიაკები, რომლებსაც შეუძლიათ „პარტიული დავალებით“ ან ვიწრო „მენკარტილური მიზნების გამო“ თავისი თანამოძმე მამაკაცი გააუპატიურონ!

 

ჩვენ ვამაყობთ იაკობ ცურტაველით, შოთა რუსთაველით, გალაკტიონით, ტიციანით... გმირი თევდორე მღვდლით, თამარით, დავითით, სამასი არაგველით... მაგრამ ეს ყელაფერი ხომ წარსულში იყო?!

 

ახლა რანი ვართ, რით შეგვიძლია ვიამაყოთ? ორი მილიონი ქართველით ამერიკასა და ევროპაში საკუთარმა ქვეყანამ რო „გააძევა“?! ან მანიაკი სააკაშვილით, თუ მისი ჯალათებით დღემდე რომ გვანცვიფრებენ და გვძაფრავენ გაუგონარი სისასტიკით?!

 

როგორ დავკნინდით და სულიერად გავპარტახდით, თამარისა და შოთას შთამომავალნი! როგორ გავნივთდით და მორალურად განვიძარცვეთ! თუ ვხედავთ და ვგრძნობთ ჩვენ უბედურებას? თუ ვხვდებით, სიკეთე და ბოროტება რომ ვეღარ გაგვირჩევია? რა მოგველის ამ დღეში ჩაცვენილთ?...მიუმეტეს შინაური თუ გარეული მტერი ჩვენს ბოლო ამოსუნთქვას ელის! “...

 

და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე„! ეს ქართველმა თქვა, ლადო ასათიანმა!... დღეს კი ჩვენი გაჩენის დღეს ვწყევლით! ისე ნუ გავიხდით საქმეს, რომ კვლავ სახლების სახურავებზე მოგვიწიოს მორიგეობა და ქართველმა კვლავ გაიმეტოს თავისი სისხლი და ხორცი სასიკვდილოდ! დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამისთვის პოლიცია და პროკურატურა არსებობს, რომელსაც მეტი გამბედაობა და ობიექტურობა მართებს! არ მინდა დავიჯერო, რომ განწირულებივართ...

 

არ მინდა...

 

თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: