როგორ ალამაზებენ თურქები საკუთარ ისტორიას და როგორ ვამახინჯებთ ქართველები საკუთარს!!!
გასული ზაფხულის 6 ივნისს დავემშვიდობეთ, ჩვენი სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ზრუნვას გადაყოლილ ერისკაცს _ ბატონ როლანდ ჯალაღანიას!
ხვალ, _ 2018 წლის 2 ნოემბერს იგი 77 წლის გახდებოდა!
სამწუხაროდ, ამ ლამაზი საიუბილეო თარიღის ჩვენთან ერთად აღნიშვნა არ დასცალდა, მაგრამ იგი უფლის სასუფეველში შეხვდება მას!
შესაძლოა, უცნობმა მკითხველმა იკითხოს _ ვინ იყო როლანდ ჯალაღანია?
პასუხად, ვრცელი განმარტების ნაცვლად, ბატონი როლანდის ღრმაფილოსოფიურ და საკუთარი სამშობლოს ღირსეული წარსულის ნოსტალგიით გაჯერებულ სტატიას ვთავაზობ მას!
„...იმ ქვეყნებს და ხალხებს, ვისაც ეროვნული გმირები არ ჰყოლიათ, ისინი მათ იგონებენ, ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ლეგენდებს ჰქმნიან მათზე!..
ჩვენ კი, უსასტიკეს ოპონენტებად ვუდგებით ისტორიული სიმართლის მატარებელ ჩვენს წინაპრებს ათასწლეულების შემდეგ!“
_იყო ჩვენი, მუდმივი კამათის თემა!
გასული კვირის ეროვნულ სირცხვილს, ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ მისთვის ჩვეული უკომპრომისობით შეამკობდა ბატონი როლანდი, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ _ უფალმა იგი დაინდო და გაანთავისუფლა ამ სადარდელისგან?!.
დანარჩენი, 2015 წლის პირველ ივნისს, საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო „ივერიონში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წაიკითხეთ:
„როგორ ალამაზებენ თურქები საკუთარ ისტორიას და როგორ ვამახინჯებთ ქართველები საკუთარს!!!“
დავით ქობალია
თავშივე უნდა გავაფრთხილო პატივცემული მიკითხველი, რომ ხაზგასმით არ მიყვარს სერიალები, რომლებიც მხოლოდ კომერციულ დატვირთვას ატარებენ და. აქედან გამომდინარე, მათში უგულებელყოფილია რეალური სოციალური წიაღსვლები, მორალი, ზნეობა, ადამიანის სულიერი სიფაქიზე და მისი ფორმირების პროცესთა ზოგადსაკაცობრიო ნიუანსები.
სამაგიეროდ, ნებისმიერ ამ სერიალს რეფრენად გასდევს ლამის დაუჯერებელი, უნიჭო ზღაპრად წარმოჩენილი მოულოდნელობები, ყოველგვარ აზრობრიობას მოკლებული ეპატაჟური სცენები და ინცესტამდე მისული სექსუალური პასაჟები...
ერთი სიტყვით, აღნიშნული სერიალები თვალშისაცემად მდარე ლიტერატურული თუ მხატვრული პროდუქციაა და იგი განკუთვნილია მცირემცოდნე (ბოდიშს მოვიხდი ამ კატეგორიის ადამიანების წინაშე, მაგრამ ჩემი მიზანია აღნიშნული კინოპროდუქციის უფერულობის წარმოჩენა და არა ვინმეს შეურაცხყოფა), მხოლოდ სენსაციებსა და იაფფასიან შოუებს დახარბებული აუდიტორიისათვის.
თუმცა, ჩვენდა გასაოცრად, ამ სერიალებშიც გამოერევა ხოლმე ნამუშევარი, რომელმაც შეიძლება დააინტერესოს ისტორიის მოყვარული საზოგადოება...
კეროდ, ამ წერილში საუბარი მექნება თურქულ მრავალსერიიან (300 სერიაზე მეტი) მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმზე "დიდებული საუკუნე", რომელმაც მხოლოდ იმიტომ დამაინტერესა, რომ მასში შუა საუკუნეების თურქეთის სულთანის, მემატიანეთა მიერ "სჯულმდებლად" და "ბრწყინვალედ" სახელდებული სულეიმან მეორის (1520-1566 წწ.) ცხოვრებისა და მისი გარდაცვალების შემდგომი პერიოდის თურქეთის საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამხედრო ცხოვრებაა ასახული.
სულთან სულეიმან მეორის მმართველობის პერიოდი მართლაც "დიდებულ" ჟამად შეიძლება იქნეს მიჩნეული ოტომანთა "უძლეველი" იმპერიისთვის, რადგან მათ არ იკმარეს 1456 წელს ქრისტიანობის "მეორე რომად" მიჩნეული კონსტანტინეპოლის აღება - ევროპას შეუტიეს და ერთმანეთის მიყოლებით აიღეს ალბანეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ბოსნია, ბულგარეთი, რუმინეთი, ავსტრია...
ოტომანთა ფლოტმა რამდენჯერმე დამაჯერებლად გაიმარჯვა ქრისტიანულ სახელმწიფოთა კოალიციის გაერთიანებულ ფლოტზე და ხმელთაშუა ზღვა ლამის საკუთარ ტბად გაიხადა...
საქმე ისე წარიმართა, რომ დროის ამბავი გახლდათ ოტომანთა მიერ რომის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ევროპულ სახელმწიფოთა დაპყრობა. მაგრამ, ქრისტიანული სამყაროს სასიკეთოდ საქმე სხვაგვარად წარიმართა და სულთან სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ ოტომანთა იმპერიამ მალევე დაკარგა დაპყრობილი ტერიტორიები და მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო-პოლიტიკური ცენტრის პოზიციებიც...
რაც შეეხება სულთან სულეიმან მეორეს, ფილმში იგი გამოყვანილია ნიჭიერ სახელმწიფო და სამხედრო-პოლიტიკურ მოღვაწედ და შვილების მკაცრად აღმზრდელ სამართლიან, გულმოწყალე და დიდებულ მამად, რომლისთვისაც უპირველეს ამოცანას ოტომანთა იმპერიის ძლიერება წარმოადგენდა.
ყველაფერში ვეთანხმებით ფილმის შემქმნელებს, გარდა სულეიმანის გულმოწყალეობისა და სამართლიანობისა, რადგან ამ საკითხზე მსოფლიოს ცნობილ ისტორიკოსებს სრულიად განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ!
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გერმანიის იმპერატორ ფერდინანდისელჩის ოჟიე გიზელენ ბუსბეკის, ასევე ოსმალეთის წარსულზე მომუშავე შუასაუკუნეების გერმანელი ისტორიკოსების ჰამერ-პურკსტალის და ცინკეიზენის ჩანაწერები, რომლებიც არა მხოლოდ დაწვრილებით აღწერენ სულთან სულეიმან მეორის საიმპერატორო კარის ბრწყინვალებას, არამედ მის საშინელ ოჯახურ ტრაგედიასაც, რამაც სისხლში ამოთხვარა სულეიმანის საიმპერატორო მოსასხამი.
1553 წელს მან სიკვდილით დასაჯა უდავოდ ნიჭიერი უმრწმესი შვილი მუსტაფა და მისი მცირეწლოვანი შვილი (4 წლის ასაკისა), რაც, ფილმში, სულეიმანის ცოლს, წარმოშობით ბესარაბიელი მღვდლის შვილს როქსელანას (ჰიურემი) და დიდვეზირად აღზევებულ მეჯინიბეთუხუცეს რუსტემ ფაშასბრალდებათ. სინამდვილეში კი სულთან სულეიმანს მუდამ ეშინოდა ტახტის დაკარგვისა, რისი შენარჩუნებისთვისაც მას არად მიაჩნდა საკუთარი შვილებისა და შვილისშვილების სიცოცხლეც კი.
არ გახლავთ ეს ისტორიის შელამაზების თვალშისაცემი ფაქტი?
სახელგანთქმული ისტორიკოსი ჰელმოლტი თავის "კაცობრიობის ისტორიაში" აქვეყნებს ბუსბეკის ჩანაწერებს, სადაც მოთხრობილია, რომ სულეიმანის შვილმა, დაბადებით კუზიანმა, მაგრამ ჭკვიანმა ჯიჰანგირმამუსტაფას კუბოსთან მოიკლა თავი ულმობელი მამის თვალწინ. ფილმში კი ჯიჰანგირი დარდისგან კვდება, რითაც რეჟისორებს სულეიმანის სისასტიკე უკანა პლანზე გადაჰყავთ!
ჰელმოლტი სერიოზულ ეჭვს გამოთქვამს, რომ ჰიურემი (როგორც აღვნიშნეთ, თურქების მიერ გატაცებამდე ბესარაბიელი მღვდლის შვილი იყო, გამორჩეული გახლდათ როგორც ულამაზესი და უცბიერესი ქალი, რომელმაც, სამეფო კარზე გაჩაღებული ინტრიგების წყალობით, ლამის კაბაზე გამოიბა სულეიმანი) დასავლეთის სამყაროს აგენტია და იგი შეგნებულად "მიუგდეს"სულეიმანს, რათა მის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის ტახტზე ჭკვიანი პრინცები მუსტაფა ან მეჰმედი არ აღმოჩენილიყვნენ. ამიტომ, ჰელმოლტისერიოზულად ეჭვობს, რომ მეჰმედი მოწამლეს სწორედ მისი ბიოლოგიური დედის - ჰიურემის ბოროტი ნებით, რათა ტახტისკენ გზა გაკაფვოდა უნებისყოფო და ლოთ სელიმს, რომელიც ჰიურემმა ასევე ძლიერ ქალზე _ ვენეციელ სესილიაზე დააქორწინა, რომელიც ისევე თავის ჭკუაზე ატრიალებდა უკვე გასულთნებულ სელიმს, როგორც ჰიურემი _ სულეიმანს.
სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ერთ დროს ბიზანტიის დამამხობელი და კონსტანტინეპოლის ამღები ოსმალეთი, ამ სუსტი მმართველის ხელში, თანდათან დასუსტდა და მალე ლამის დაშლის პირად მივიდა.
ვიმეორებ _ ამიტომ გამოთქვამენ სერიოზულ ეჭვს იმდროინდელი თუ შემდეგი პერიოდის მემატიანეები, რომ ჰიურემი სპეციალურად იყო მიჩენილი სულთანისთვის, რათა მის შემდეგ მოძლიერებულ ოსმალეთის ტახტზე ყოვლისშემძლე სულთანი არ დამჯდარიყო, რომელიც დასასრულამდე მიიყვანდა სულეიმან მეორის მიერ წამოწყებულ იმდროინდელი სამყაროს სრულიად გათურქების პროცესს!
თუ ეს ასეა, მაშინ ქრისტიანულ სამყაროს მადლობის მეტი რა უნდა გვეთქმოდეს ჰიურემის მიმართ.
ფილმში კი ყველაფერი ყირაზეა დაყენებული _ მეჰმედის მოწამვლა სულეიმანის პირველ ცოლს, მუსტაფას დედას _ მაჰიდევრანს ბრალდება, სულეიმანი კი საშინლად განიცდის უმრწმესი შვილის მუსტაფას ტრაგიკულ აღსასრულს!
მოკლედ, ფილმის მიხედვით, ყველა ამ მომხდარ ტრაგედიათა მიზეზი შემთხვევითი ინტრიგებია _ რეალური დამნაშავე, ტირანი და სისხლისმსმელი სულეიმან მეორე კი არაფერ შუაშია!
არ გახლავთ ეს ისტორიის შელამაზების თვალშისაცემი ფაქტი?
აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თვალშისაცემია ჩვენი მატიანის უზუსტობაც. კერძოდ, სულგანათლებულ ლევან სანიკიძის "უქარქაშო ხმლებსა" და სხვა ქართულ ისტორიულ წყაროებში სულეიმან მეორე სულეიმან პირველადაამოხსენებული, მათი სულთნობის ჟამს კი ლამის საუკუნე აშორებს ერთმანეთს.
ფილმში ასევე მხოლოდ გაკვრითაა ნათქვამი იმდროინდელ ოსმალეთში ფეხმოკიდებულ ბარბაროსულ ტრადიციაზე, რომელიც სახელმწიფოს კანონად აქცია ჯერ კიდევ სულთანმა მურად პირველმა. ოსმალეთის ტახტზე ასულ სულთანს უნდა დაეხოცა თავისი ძმები, რათა ტახტის მფლობელს კონკურენტი აღარ დარჩენოდა, რომელთა შორის გაჩაღებულ ბრძოლასაც შეიძლება იმპერიის გახლეჩვა მოჰყოლოდა. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება ოპტიმალურიც კი იყოს, მაგრამ რამდენად მისაღებია იგი ადამიანური თვალსაზრისით? განა სწორედ ამიტომ არ დასაჯა სიკვდილით სულეიმანმა მუსტაფასთან ერთად მისი ოთხი წლის შვილიც, რომელიც დაკაცების შემდგომ შეიძლებოდა ტახტზე ასულ სულთანს მოჰკიდებოდა მტრად?
განა ამიტომ არ მოაკვლევინა ოსმალეთის ტახტზე ასულმა სელიმმა მისი უმცროსი ძმა ბაიაზეთი და მისი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი?
განა ამიტომ ამ ამოხოცა სულეიმანის შემდეგ ტახტზე ასული სულთან სელიმ მეორის შვილმა მურად მესამემ თავისი ხუთი ძმა, ოსმან მეორემ კი ძმა საკუთარი ხელით დაახრჩო. ასევე ძმების სისხლში აქვს ხელები გასვრილი ოსმალეთის სულთან მურად მეოთხეს. ამ საქმეში კი "რეკორდი" აშკარად ეკუთვნის სულთან მურად მესამის შვილს მუჰამედ მესამეს, რომელმაც ტახტზე ასვლისთანავე საკუთარ 19 ძმას საზორველი ხარებივით დააჭრა ყელები და სრულიადაც არ უგრძვნია სინდისის ქენჯნა!..
თურქების მიერ გადაღებულ ფილმში ამ ამაზრზენი ტრადიციის თაობაზე მხოლოდ მინიშნებითაა საუბარი, მაშინ, როცა ქართველებმა ძმის მკვლელობის ერთადერთი შემთხვევა არ ვაპატიეთ უფლისწულ კონსტანტინეს და ფილმიც კი მივუძღვენით მის ავკაცობას.
უფრო მეტიც, "მწერლებად" და "ისტორიკოსებად" წოდებული სისხლმოწამლული ვაიქართველი არარაობები უაპელაციოდ მიძვრებიან წმინდანებად აღიარებული ქართველი მეფეების სულიერ ლაბირინთებში და საკუთარი გარყვნილი სულიერების ჭრილში განიხილავენ მათ მოღვაწეობას. ასე აღმოჩნდა ზოგიერთი ამორალური არამზადა "მემატიანე" თვით წმინდა თამარ მეფის ბუდუარშიც კი! ცუდია, რომ ისტორიის დამაბინძურებელ ამგვარ ყიამყრალებს კანონი არ სჯის!
ამრიგად, თურქები დიდის მონდომებით ალამაზებენ საკუთარ ისტორიას და დიდ სახელმწიფო მოღვაწეებად წარმოგვიდგენენ ჩვეულებრივ მკვლელებსა და მედროვეებს!
ჩვენ კი, რატომღაც, სრულიად გაუკუღმართებული დამოკიდებულება გვაქვს საქართველოს ულამაზესი წარსულის მიმართ, ზოგიერთ ისტორიკოსს კი ჩვენი წარსულის შემრყვნელი აშკარად არაქართველი ლეონტი მროველისმიერ ნაჩხრეკი სიბინძურეები ურჩევნია გიორგი მერჩულეს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოწოდებულ უტყუარ ცნობებს.
მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, მე და დავით ქობალიამ, ქალბატონ ნაზი ქობალიას ფინანსური მხარდაჭერით ისტორიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში მოვიძიეთ ყველასგან (ბევრისგან _ შეგნებულად) მივიწყებული და ბოროტთა ხელისგან განადგურებას გადარჩენილი, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე გამოცემული წიგნი ივანე ჯავახიშვილისა _ "ქართველ ერის ისტორია", რომელიც ათას ეკზემპლარად გამოვეცით. ამ წიგნში სულმნათი მეცნიერი ფაქტობრივ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ქართული კულტურა და ცივილიზაცია კოლხეთის სამყაროში იღებს სათავეს. როცა ეს წიგნი ხელში ჩაუვარდა ცნობილ ისტორიკოს ქალბატონს (მე, როგორც ხელოვნებათმცოდნე, მის ვინაობას არ ვაკონკრეტებ მისი ძმის, ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ხსოვნის ხათრით _ რ.ჯ.), გულისწყრომით უთქვამს:
_ საიდან გამოთხარეს ეს წიგნი ამ ჯალაღანიამ და ქობალიამ, ჩვენ ჯავახიშვილის ყველა ნაწერი მოვიძიეთ და მის მრავალტომეულში შევიტანეთო!
აი, ასე ვეპყრობით ჩვენ საკუთარ ისტორიას და მერე გვიკვირს, თუ რატომ გვედავებიან ჩვენი მართლაც ბარბაროსი მეზობლები საქართველოს უმდიდრესი ისტორიის განუყოფელ ნაწილს!
თურქებისგან განსხვავებით, ნუ შევალამაზებთ ჩვენს წარსულს (რომელსაც შელამაზება ნამდვილად არ სჭირდება), მაგრამ იმას მაინც ნუ დავკარგავთ, რაც გვქონდა!
ნუთუ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ვერ უნდა შევიმეცნოთ?
"ისტორიის შელამაზებას" პირუთვნელი მემატიანეები "ისტორიის დამახინჯებად" მიიჩნევენ, რაშიც დღეს ბადალი არა ჰყავთ სწორედ იმ თურქებსა და სომხებს, რომლებიც ყოველთვის ღია თუ ფარულ მტრობას ატარებდნენ გულით ლამაზი ქართველი ერის მიმართ!
სწორედ ჩვენი ხორციელი და სულიერი სილამაზის "დამსახურება" გახლდათ ის, რომ თურქებს ნებისმიერი მასშტაბური შემოსევისა თუ ბანდიტური თავდასხმებისას მიზნად ჰქონდათ არა იმდენად ქართველების ხელერთპირად ამოჟლეტა, არამედ მათი დატყვევება და სტამბოლში მონებად წასხმა, რათა ამით მუდმივად გაეკეთილშობილათ საკუთარი გენი. განა ამის დასტური არ გახლავთ თურქებისათვის გენეტიკურად უვარგისი და გამოუყენებელი იმ სომხების გენოციდი, რომლებიც ისტორიულად ყოველთვის ქართველებზე ნაკლებ წინააღმდეგობას უწევდნენ ე.წ. "თურქულ სინდრომს" და ჩვენზე ბევრად ნაკლებად ამწარებდნენ მუსულმანებს?
განა ეს არ გახლავთ საკმარისი ამომწურავი ისტორიული დასკვნების გასაკეთებლად? მაგრამ, ქართული ისტორიოგრაფია დანაშაულებრივად სდუმს ამაზე, რის მიზეზადაც მე სწორედ ქართულ "მოსომხო ელემენტთა" ძალისხმევას მივიჩნევ!
სიმართლე ერთია ამ ქვეყანაზე და მას თვალი უნდა გაუსწორონ იმ ერის შვილებმა, რომელთაც ხელეწიფებათ საკუთარი ისტორიის "გალამაზება" სხვა ერების წარსულის ხარჯზე. ასეთებად კი მე დღეს თურქებსა და იმ სომხებს მივიჩნევ, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ და უზნეოდ გვედავებიან ქართულ ეკლესიებს...
ამიტომ, შეადარეთ ერთმანეთს "დიდებულ საუკუნედ" მონათლული თურქული ისტორიულ-პოლიტიკური მხატვრული აჯაფსანდალი და სულმნათი კონსტანტინე გამსახურდიას ნატიფი ხელით, ლამის სიტყვაძუნწად შექმნილი "დოდოსტატის მარჯვენა", რომელშიც პირუთვნელად, ხაზგასმული კეთილსინდისიერებითაა აღწერილი საქართველოს უიღბლო მეფისა და ასევე უიღბლო დიდოსტატის მოწამეობრივი ყოფა.
ერის კულტურას კი მისი კეთილსინდისიერება განსაზღვრავს და არა ხელოვნურად შეკოწიწებულ-შეთითხნილი "სილამაზე".
არსებობს ბიბლიური წყევლა "შენი არ მოგახმაროს ღმერთმაო"!
რატომღაც მგონია, რომ ეს სიტყვები სწორედ ქართველებზეა ზედგამოჭრილი, რომელთაც ვერა და ვერ გამოგვიყენებია საკუთარი მდიდარი ისტორია, მაშინ, როცა იგივე სომხები თუ აზერბაიჯანლები (სხვა ერის შვილებიც) წარმატებით იყენებენ ჩვენს ისტორიას და მით ილამაზებენ საკუთარ უღიმღამო წარსულს.
უილიამ შექსპირი თავის "ოტელო"-ში ამბობს: "გაქურდულად არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც ვერ შეამჩნევს, რომ მას რაიმე მოპარეს".
ამიტომაც არ შეიძლება ჩვენ ჩავითვალოთ გაქურდულებად, იმიტომ, რომ ჩვენივე სიბეცისა თუ გულარხეინობის გამო ვერ ვამჩნევთ, რომ ბოროტი მეზობლები ხან გარეჯის მონასტერს გვპარავენ, ხან ალავერდის ტაძარს, ხან ლაზისტანსა და ტაო-კლარჯეთს, ხან ხაჭაპურს, ხან "საფერავს" ხან "ხვანჭკარას", ხან კი "ჩაკრულოს" და "მრავალჟამიერს"...
რაც შეეხება თურქებს, ისინი გულმოდგინედ ალამაზებენ საკუთარ მახინჯ ისტორიას, ჩვენგან განსხვავებით, რადგან ჩვენ, პირიქით, ჩვენს ლამაზ ისტორიას ვამახინჯებთ!
ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით!
ღრმა პატივისცემითა და დიდი მწუხარებით,
როლანდ ჯალაღანია,
გაზეთ "ილორის" მთავარი რედაქტორი