ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

როდის ვივაჭრებთ ცივილურად?

როდის ვივაჭრებთ ცივილურად?

"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გარე მოვაჭრეებმა აქცია გამართეს მოთხოვნით, ხელისუფლებამ მათ გარევაჭრობის უფლება 31 დეკემბრამდე მისცეს, მანამ, სანამ მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება და თითოეული გარე მოვაჭრის საქმიანობას შეისწავლიან.


როგორც აქციაზე "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, გარემოვაჭრეები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მათთან დაკავშირებული კანონპროექტი დროულად განიხილოს, რადგან აღნიშნულ საკითხს თითოეულისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.


ჩხარტიშვილის თქმით, ადგილი აქვს პროვოკაციებს - შიდა ბაზრობის მოვაჭრეები ავიწროვებენ გარეთ მდგომ მოვაჭრეებს.


აქციის მონაწილეთა თქმით, პრემიერ-მინისტრი ხალხს დაჰპირდა დასაქმებას და იმ მოქალაქეების  უკან დაბრუნებას, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ. შესაბამისად, დაპირება მათთვის იგივე ანაზღაურების გაცემას ითვალისწინებდა, რასაც ისინი სხვა ქვეყნებში იღებენ. თუმცა, მათი განცხადებით, დაპირება ჯერჯერობით დაპირებად რჩება.


გარე მოვაჭრეების განცხადებით, ისინი ასევე მოითხოვენ სამუშაო ადგილებით დაკმაყოფილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარე ვაჭრობას გააგრძელებენ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: