ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

შსს-მ „საუკუნის ძარცვად“ წოდებულ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული დააკავა

შსს-მ „საუკუნის ძარცვად“ წოდებულ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა კ. ჩალაძის ქუჩაზე დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობების ქურდობისთვის ძებნილი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს განცხადების თანახმად, დაკავებულია 1970  წელს დაბადებული გაგა ა, რომელიც 2012 წლის 5 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორდუში, ოქროულობის მაღაზიიდან დაახლოებით 6 კილოგრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქურდობისთვის იძებნებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

2012 წლის 5 მარტს, ქალაქ ორდუში, თურქეთის დროით დაახლოებით ღამის 3 საათზე, საქართველოს მოქალაქეებმა - ვახტანგ ფურცელაძემ, ვახტანგ ირემაძემ, მერაბ ლაშქარეიშვილმა, გაგა ავალიანმა და ლაშა გელხვიიძემ საიუველირო მაღაზიაში წინასწარ გათხრილი გვირაბით შეაღწიეს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 639005,6 თურქული ლირის (606799,7 ლარი) ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები, 5000 თურქული ლირა (4748 ლარი) ნაღდი ფული და 4000 თურქული ლირას (3798,4 ლარი)  ღირებულების იარაღი გაიტაცეს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: