Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
23-12-2014, 11:22
ნანახია: 595

ლიტვა რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას აფხაზეთის ანექსიის მცდელობად აფასებს

ლიტვა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებას აფხაზეთის ანექსიის მცდელობად  აფასებს და ცხინვალის რეგიონში  იგივე სცენარის საფრთხეზე მიუთითებს.

 

გაეროში ლიტვის მუდმივი წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე.


"ლიტვა უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის ძალისხმევით, ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რუსეთსა აფხაზეთის რეგიონს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება ძირს უთხრის კონფლიქტის გადაწყვეტის ისეთი გზების მოძიებას, რომელიც დამყარებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მსგავსი სცენარი განმეორებული იქნება ცხინვალის რეგიონშიც", - ნათქვამია ლიტვის წარმომადგენლობის განცხადებაში.