ვის ხელში იყო 20 წლის წინ ქართული ენერგეტიკა და როგორ გააკოტრეს და გაასხვისეს „ჟინვალჰესი“?!
რამდენიმე დღის წინ კომპიუტერმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ამომიგდო, სადაც ბიზნესმენი თეიმურაზ ჭიჭინაძე ახსნა-განმარტებებს აძლევდა კომისიის წევრებს და მის თავმჯდომარეს, ქალბატონ თეა წულუკიანს.
სანამ ძირითად სათქმელზე გადავიდოდე, მინდა ჩემი დამოკიდებუება გადავცე ჩემს მკითხველს „პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ საქმიანობაზე:
1991-92 წლების სახელმწიფო პუტჩის შემდეგ, ქართულ პოლტკურ სივრცეში ამაზე დიდი საჭირო და საშური საქმე არ გაკეთებულა!
იმედს გამოვთქვამ, ამ უზარმაზარ სამუშაოს პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება და მისი პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ასეთივე გულმოდგინებით და სიმკაცრით იქნება გამოძიებული და დადგენილი.
− 1991-92 წლების სახელმწიფო პუტჩის გამომწვევი მიზეზები და მისი მონაწილეები.
ჩემთვის საგანგებოდ საინტერესო მასალა ყურადღებით ვნახე და მაშინვე შევუდექი ჩემი არქივის გადათვალიერებას. რამდენიმე წუთში, 2009 წლის 29 ოქტომბრის, გაზეთ „ილორის“ 34-ე ნომერი ვიპოვე, სადაც ჩემი სტატიაა გამოქვეყნებული სათაურით:
ინ“ჟინერ”ული პერიპეტიები
„თავს მოვიჭრი, გილაურმა თუ იცოდეს, რატომ ინთება ნათურა ჩამრთველის
ღილაკზე თითის დაჭერით!“
ასევე საგანგებო ყურადღებით წავიკითხე იგი და თვალწინ დამიდგა 20 წლის წინანდელი ამბები, თუ რა დიდი საქვეყნო საქმეების გაკეთება შეგვეძლო, ქვეყანას მოღალატე, გამყიდველი ხელისუფლება რომ არ ჰყოლოდა.
ბატონი თეიმურაზ ჭიჭინაძე, ენერგეტიკული კომპანია „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ბატონი ემზარ ჩაჩხიანი, „ჟინვალჰესის“ დირექტორი.
ქალბატონი ნაზიბროლა ქობალია, ენერგეტიკული კომპანია „ჟინერის“ ფინანსური დირექტორი.
სწორედ, ქალბატონი ნაზის მეშვეობით დავუკავშირდი ქართული ენერგეტიკის ერთ-ერთ უძლიერეს და წარმატებულ ჯგუფს, მივუყვანე მათ საქვეყნოდ ცნობილი გერმანელი ენერგეტიკოსი, ბატონი დოქტორ ვოლფრამ შვარცერი და უმოკლეს დროში ქვეყანა საოცარი შედეგის წინაშე დადგებოდა, მაგრამ…?
დანარჩენი, გახსენით ბმული, ნახეთ:
„ბიზნესმენ თეიმურაზ ჭიჭინაძის ახსნა-განმარტებები წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე - ნაწილი1“
28.04.2025
https://www.youtube.com/watch?v=bDZa05Vbd−I
და ამის შემდეგ, წაიკითხეთ 21 წლის წინანდელი, სამთავრობო კრიმინალების ხელში ჩავარდნილი, ჩვენი სამშობლოს ტრაგიკული თავგადასავლის ერთი მნიშვნელოვანი ისტორია!
გაზეთი „ილორი“ N 34, 29 ოქტომბერი 2009 წელი.
ინ“ჟინერ”ული პერიპეტიები
„თავს მოვიჭრი, გილაურმა თუ იცოდეს, რატომ ინთება ნათურა ჩამრთველის
ღილაკზე თითის დაჭერით!“
ასე დაახასიათა ნიკა გილაური, ენერგეტიკის მინისტრად ყოფნისას, მისმა მაშინდელმა მრჩეველმა, KfW ბანკის წარმომადგენელმა, გერმანელმა, ორგზის დოქტორმა ვოლფრამ შვარცერმა!
ის კი არა, ერთხელ ჩემს შეკითვაზე − რას იტყვით საქართველოს ენერგეტიკაზე და ენერგეტიკის სამინისტროზე?
მისთვის ჩვეული იუმორით მიპასუხა ბატონმა შვარცერმა:
„− ქლიავის ტყე ხომ წარმოგიდგენია (ჩვენთან, საქართველოში ტყემალს ვიტყვით ხოლმე დ.ქ.), მთელი ენერგეტიკის სამინისტრო ქლიავის ტყეშია შესული თავისი მინისტრიანად და ყველანი, ერთ დიდ ქლიავის ხეზე არიან ასული (ჩვენ ვიტყვით ტყემალზე ზისო! დ.ქ.), ეს კიდევ არაფერი, ყველა ხეს ასხია, გარდა იმ ხისა, რომელზედაც მინისტრი და მისი სამინისტროა ასული!“
ასეთი „ენერგეტიკის მინისტრი“ იყო, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ბატონი ნიკა გილაური!
უფრო მეტიც, თუ დავიწყე, ბოლომდე უნდა ვთქვა: ორი თვის ჩამოსული იყო ბატონი შვარცერი (მე მას გერმანიიდან ვიცნობდი, როგორც პროფესიონალ ენერგეტიკოსს, რომელსაც უზამაზარი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული დედამიწის ყველა კონტინენტზე. ორ მათგანს გავიხსენებ მხოლოდ − ბ-ნი შვარცერი ჩინეთში, ოცდაორიათას მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე გერმანული მხარის მთავარი სპეციალისტი იყო, ასევე სომხეთის ენერგოსისტემის აღდგენაში უზარმაზარი წვლილი ჰქონდა შეტანილი, სადაც ცოტა დააკლდათ სომხებს გაწეული ღვაწლისათვის მისთვის ძეგლი დაედგათ), როცა ვკითხე:
− როგორი სამუშაო პირობები შეუქმნა სამინისტრომ?
მორიდებული გულახდილობით მომიყვა:
„− KfW ბანკმა, მე, სამუშაოდ მომავლინა საქართველოში და ფუფუნებას არ მოვითხოვ, მაგრამ ელემენტარული პირობები მაინც არის საჭირო. ნახანძრალ სართულზე გამომიყვეს ოთახი. მარტო ჩემთვის ხომ არ გავირემონტებდი ერთ ოთახს?.. ამას თავი დავანებოთ − მინისტრი გილაური თავის „Dicke BMW“-ეს (უზარმაზარ ბეემვეს) მთავაზობს იყიდეო!.. დავით, მე გასაჭირში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად ჩამოვედი, ყველაფერ ამას ჩემი ქვეყნის ბანკი აფინანსებს. ბანკსაც რომ თავი დავანებოთ, მე ვერ მივცემ თავს უფლებას, თბილისის ქუჩებში ძვირადღირებული BMW -ეთი მოსიარულე მიხილონ!“
აღფრთოვანებული დავრჩი ჩემი მეგობარის, ვოლფრამ შვარცერის პატრიოტული მიდგომით ჩემი სამშობლოს გასაჭირისადმი (ჩემი ქვეყნისადმი მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ 90-იან წლებში მინახავს, ისიც თითო ოროლა ქართველისგან!) და ასე შევუდექით ერთობლივ მუშაობას ქართული ენერგეტიკის ფეხზე დასაყენებლად.
მე მისი თანამშრომელი არ ვყოფილვარ, თავისუფალ დროს ჩემი პირადი ინიციატივით ვეხმარებოდი ისეთი ტექნიკური საკითხების მოგვარებაში, როგორიც ქალაქის ქსელის ტელეფონის დადგმა, ოფისის აპარატურის გამართვა და თუ დასჭირდებოდა სწრაფი კავშირების დამყარება პოტენციურ პარტნიორებთან და ცხადია თარჯიმნობასაც ვუწევდი საჭიროების შემთხვევაში. მოგვიანებით, პროექტების ინგლისურ-ქართული ვარიანტების შექმნაში, პროექტების კომპიუტერული მომსახურების უზრუნველყოფაშიც ვეხმარებოდი.
ასე გაგრძელდა თითქმის ერთი წელი. ვოლფრამმა ქართული ენერგეტიკის თითქმის ყველა აქტუალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მისი წინადადებები და პროექტები ყველგან სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა პარალელურად მომუშავე ამერიკული „იუსაიდის“ და მსგავსი უცხოური ორგანიზაციების წინადადებებს და პროექტებს.
ჩვენ, თითქმის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრებს ერთად ვესწრებოდით და ვამჩნევდი, რომ ბ-ნი შვარცერი პოპულარობასთან ერთად, ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ზოგიერთი პირისთვის, არასასურველი პარტნიორი ხდებოდა და ამას ისინი ფარულად, მაგრამ მაინც გამოხატავდნენ.
ამასობაში, ბ-ნ შვარცერს გავაცანი და ინტენსიური შეხვედრები ჰქონდაქართული ჰიდროენერგეტიკის ერთ-ერთ უბადლო მცოდნე ბ-ნ ემზარ ჩაჩხიანთან და მის ენერგეტიკოსთა ჯგუფთან. იგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა მათი პროექტების გამო და ინტენსიურად მუშაობდა მათი დასაფინანსებელი სახსრების მოსაძიებლად.
მახსოვს ჟინვალისა და ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურების დათვალიერების შემდეგ ბატონმა შვარცერმა აღტაცებულმა განაცხადა:
− „ამ ორ ელექტროსადგურს არაფრის დამატება არ სჭირდება, ისინი ისეთ დონეზეა გამართული, გადაადგილება რომ შეიძლებოდეს თავისუფლად დაიდგმებოდა ბავარიაშიო!“
„ჟინვალჰესის“ მოდერნიზების პროექტი, რომელიც ბატონმა ემზარ ჩაჩხიანმა წარმოადგინა 25 მილიონი დოლარის ინვესტიციით, დადგმული სიმძლავრის გაორმაგების (160 მეგავატი) გარანტიას იძლეოდა. პროექტი ყველანაირად მიმზიდველი იყო ინვესტორისთვის. მისი საბოლოო სახით დამუშავებას მცირე დრო სჭირდებოდა.
ბატონი შვარცერი ვერ ხედავდა რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას ინვესტიციის მოსაზიდად,
− მხოლოდ კერძო, უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგი იყო, რადგან მას მიაჩნდა, რომ ამ თანხის მოძიება ადგილზეც შესაძლებელი იქნებოდა. მითუმეტეს − სახელმწიფოს ჰიდროელექტროსადგურის და სააქციო საზოგადოება „ჟინერის“ 14 მილიონი ლარი ვალი ჰქონდა, რაც სავსებით საკმარისი იყო KfW ბანკში საკუთარი კაპიტალის რანგში წარსადგენად, რომ პროექტი სრულად დაფინანსებულიყო.
საგანგებოდ უნდა აღვნიშნო − ბატონი შვარცერი არ უჭერდა მხარს მსგავსი ეფექტური პროექტების, კერძო, უცხოელი ინვესტორების კაპიტალით დაფინანსებას. იგი გარკვევით აცხადებდა:
− „საქართველოს მთავრობა უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება დამოუკიდებელი გახადოს ენერგეტიკული სექტორი უცხო კაპიტალისგან, მითუმეტეს, როცა დასაფინანსებელი თანხა განსაკუთრებულად დიდი არ არის. ჟინვალის მოდერნიზების ჩაჩხიანისეული პროექტი კი ზუსტად ამ რანგისაა და იგი კომპანია „ჟინერმა“ KfW ბანკის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი იმდენად დიდია, მისი რაციონალურად ათვისების შემთხვევაში, იგი სახელმწიფო ეკონომიკის ერთ-ერთ გადამწყვეტ სტრატეგიულ სფეროდ შეიძლება იქცეს. ამიტომ უცხოური კაპიტალი ყოველთვის არ შეიძლება სასურველი იყოს!..“
ასეთი იყო გერმანელი, დოქტორ ვოლფრამ შვარცერის დამოკიდებულება ქართული ენერგეტიკისადმი, ვიდრე მას დროზე ადრე არ შეუწყვეტდა ხელშეკრულებას იმჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი, ბ-ნი ნიკა გილაური. რაც ასე მოხდა:
2004 წლის ზაფხული უჩვეულო წყალდიდობებით აღინიშნა დუშეთის რაიონში. მილიონობით ტონა ღორღი ჩამოჰქონდა მთიდან მომდინარე ღელეებს. კაშხალშიც მალევე გადაცდა წყალი კრიტიკულ ნიშნულს. ამ დროს წყალსაღვრელი არხი უნდა ამუშავებულიყო, რომელიც, თურმე, კაშხლის ექსპლოატაციაში გადაცემის პირველი დღიდანვე დაზიანებული იყო და ცხადია წარღვნას წინ ვერ აღუდგა.
ბ-ნ შვარცერს ჩემზე ადრე გაეგო, დუშეთსა და ჟინვალშიმომხდარი წარღვნის შესახებ, მაშინვე მე დამიკავშირდა და დილის 7 საათზე უკვე ჟინვალში ვიყავით, სადაც ღამენათევი ბატონი ემზარ ჩაჩხიანი დაგვხვდა თავისი გუნდით.
ცოტა ხანში მსოფლიო ბანკის ესპანელი წარმომადგენელიც (სამწუხაროდ მის გვარს ვერ ვიხსენებ) მოვიდა ნაწარღვნალის დასათვალიერებლად და პირველი საქმიანი საუბარი, დანგრეული ნაგებობების აღსადგენად იქვე, ღია ცის ქვეშ შედგა, ბ-ნ ემზარ ჩაჩხიანს, KfW ბანკის წარმომადგენელ ბ-ნ შვარცერსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელ ესპანელს შორის. დასახელდა სავარაუდო თანხა, დათქვეს, რომ სასწრაფოდ გაკეთებულიყო ექსპერტთა დასკვნა და ამის მერე შემდგარიყო სამმხრივი შეხვედრა.
იმავე საღამოს, თბილისში გავრცელდა ხმა, ენერგეტიკის მინისტრი გილაური და ქვეყნის პრემიერი ნოღაიდელი გაოგნებული შეჰყურებდნენ თურმე ერთმანეთს ჟინვალის ელექტროსადგურის დათვალიერებისას და ნაცნობებს ურეკავდნენ
− „ჩემი დედა... ვერ წარმოიდგენ ეს რა მაგარი რაღაცა ყოფილაო!“
სწორედ აქედან დაიწყო ბ-ნი ვოლფრამ შვარცერის პროექტების და შპს „ჟინერის“ კატასტროფა.
ჟინვალის წარღვნის ორი კვირის თავზე, მორიგი, მცირე ჰესების პროექტების განვითარების კონფერენცია შედგა თბილისში, სადაც ბატონმა შვარცერმა კიდევ ერთხელ მოხიბლა დამსწრეები თავისი მაღალპროფესიული წინადადებებით, რომელსაც იმჟამად საქართველოში სტუმრად მყოფი KfW ბანკის ვიცეპრეზიდენტი ბ-ნი ბრინკმანიც ესწრებოდა.
როგორც ყოველთვის, ეს კონფერენციაც ბანკეტით დამთავრდა და იქვე შევიტყვეთ, რომ ბ-ნი ბრინკმანი, მეორე დილას, მინისტრ გილაურს უნდა შეხვედროდა, სადაც გადაწყდებოდა ბ-ნი შვარცერის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი, რაც რიგით ფორმალობად მიგვაჩნდა. ნაშუადღევს კი, მცხეთაში უნდა წაგვეყვანა მე და ვოლფრამს პატივცემული გერმანელი სტუმარი.
სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც არავინ მოველოდით:
− დოქტორ ვოლფრამ შვარცერს, „ქლიავის ხეზე ნაჯდომმა“ გილაურმა არ გაუგრძელა ხელშეკრულება.
ბ-ნი ბრინკმანის კითხვაზე − რატომ?
მინისტრმა გილაურმა მოკლედ უპასუხა:
− „ჩვენს სამინისტროს არ გააჩნია სახსრები უცხოელი სპეციალისტის შესანახად“
ეს მაშინ, როცა KfW ბანკი თვითონ აფინანსებდა მის თანამშრომელს!.. თუმცა, გვიან გაირკვა, რომ საქმე სულაც არ იყო დაფინანსება-არდაფინანსებაში,
− თურმე, ამერიკულ პროგრამაში ვერ თავსდებოდა გერმანელი „ურა პატრიოტი“ დოქტორ ვოლფრამ შვარცერი, რომელიც, რატომღაც, თავს იკლავდა საქართველოს აღსაშენებლად.
…დოქტორ ვოლფრამ შვარცერმა რამდენიმე კვირა დაჰყო ამის შემდეგ საქართველოში. მას ჩინელი მეუღლე ლიფენი და შვილი გერნოტი ჩამოუვიდა დათხოვნამდე ცოტახნით ადრე, იმ იმედით, რომ ხელშეკრულებას გაუგრძელებდნენ და მის ექიმ მეუღლესაც თბილისში, ამერიკის დიპლომატიურ კორპუსში სამუშაო ხელშეკრულება ელოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ტრაგედიად არ მიუღიათ ხელშეკრულების ჩაშლა. უბრალოდ გადაწყვიტეს, შვებულება გაეტარებინათ საქართველოში. ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში დავგეგმეთ ჩვენი მოგზაურობა-დასვენება. ლიფენმა გერნოტთან ერთად, სამი დღით აჭარის ზღვისპირეთში ჩასვლა ისურვა, სადაც იმჟამად ჩემი მეუღლე იმყოფებოდა ბავშვებთან ერთად.
მახსოვს, ჩინელი ქალის გაოცებული სახე, თბილისიდან ბათუმამდე, გზის გაყოლებაზე, დაუმუშავებელი და ადამიანის ხელდაუკარებელი ათასობით ჰექტარი მიწის ხილვისას ჩინურ-გერმანულად რომ იკურთხებოდა:
− „ჩვენ, ლამის არის, ჯომოლუნგმაზე დავთესოთ ბოსტანი, ესენი სამოთხის წალკოტს აველურებენო!“
შვარცერების ოჯახის გერმანიაში გამგზავრებიდან ცოტა ხანში მეც დავტოვე საქართველო და რამდენიმე თვით გერმანია-ავსტრიას ვესტუმრე. შვარცერებიც მოვინახულე ბად-ნაუჰაიმში. რამდენიმე დღე დავრჩი მათთან.
სინანულით გაიხსენა შეგნებულად ჩაშლილი გეგმები და დაუფარავად მითხრა:
„− რამდენიმე დიდებულ ქართველს რომ არ ვიცნობდე, ჩემი ბიბლიოთეკის ყველა წიგნიდან წავშლიდი საქართველოს, თქვენი ენერგეტიკის მინისტრის და მისი გუნდის გადამკიდეო.“
გამომშვიდობებისას დამაბარა:
„მაინტერესებს ემზარი როგორ გაართმევს თავს ჟინვალის რეკონსტრუქციის პროექტს. მას დიდი პლიუსი აქვს უცხოური ბანკის იაფფასიანი კრედიტის მოსაზიდად, რადგან სახელმწიფოს „ჟინერის“ 14 მილიონი ლარი ვალი აქვს, რომელსაც საკუთარი კაპიტალის რანგში ჩაუთვლიანო!“
ბატონ შვარცერთან ერთად განცდილი მარცხის შემდეგ მე ენერგეტიკას არ გავკარებივარ, მაგრამ მოგვიანებით მაინც მოვიკითხე:
− რა ბედი ეწია ჟინვალის რეკონსტრუქციის სასწაულ პროექტს?
გაოგნებული დავრჩი პასუხით − შპს „ჟინერის“ მეთვალყურეთა საბჭომ და მისმა კოლექტივმა სახელმწიფოს აჩუქესო საზოგადოების აქტივები და პასივები!
პირველმოსმენისას აღფრთოვანებული დავრჩი „ჟინერელების“ გაუგონარი პატრიოტიზმით, მაგრამ მაინც მოკვდავის ცნობისმოყვარეობამ მძლია და ჩემს ძველ ნაცნობებს მივაკითხე შპს „ჟინერში“,
− ვერ ვიტყვი ჩემი ნახვა არ გაუხარდათ მეთქი, მაგრამ, როგორც კი გაიგეს რისთვის ვიყავი მოსული, ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა და სიტყვა არ გაიმეტა.
ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ ეს ამბავი ჩვეულებრივს არ ჰგავდა!
− მირჩიეს, არ ივარგებს ამ საქმისადმი დიდი ინტერესის გამოჩენა. ალბათ, ასე იყო საჭირო, რაც მოხდაო!
მახსოვს, რომ ვიკითხე − კი მაგრამ სადაური წესია მეთქი რაც მოხდა?
თითქოს კუდიანი „ასინეთა“ დამიდგა თვალწინ − „სადოური და აქოური წესიაო!“ მომიგო მაშინვე.
ალბათ, − „ასინეთა კუდიანმა“ თუ იცის რა ბედი ეწია „ჟინერის“ ვალს (14 მილიონი ლარი) სახელმწიფოს რომ ემართა?!
თუმცა, ჯერ კიდევ არ დამდგარა საამისო დრო სიმართლე ვიცოდეთ, − არქიფო სეთური ჯერ კიდევ მძლავრობს მონათა ბანაკის თავზე. ასინეთა კი − „დაჰკა დაჰკაო“ თამამად გაიძახის „სულანჯიების“ მისამართით!..
უახლოეს ნომერში ჩვენი გაზეთი საფუძვლიანად მიუბრუნდება ამ და სხვა მსგავს საკითხებს, მკითხველს რომ ნამდვილად დააინტერესებს.
დაუჯერებელი რამ მოხდა გერმანელი ვოლფრამ შვარცერის „წარუმატებელი“ ტურნეს შემდეგ ქართულ ჰიდროენერგეტიკაში. გილაურის და მისი მაშინდელი პრემიერ ნოღაიდელის „შენაცხადები“ ჟინვალჰესი:
− „ჩემი დედა... ეს რა მაგარი რამე ყოფილაო“ გაკოტრდა და უცხოელებზე გაიყიდა თავისი წყალკანალიანად.
ელექტოენერგიის ღირებულებაც სამჯერ გაიზარდა იმ წლიდან მოყოლებული და არავის უფიქრია მის რეკონსტრუქციაზე ჩაჩხიანისეული მაღალეფექტური პროექტით, რომლის ფინანსების მოძიებას შეეწირა ბ-ნი ვოლფრამ შვარცერი თავისი წესიერებითა და „ურა პატრიოტიზმით!“
საქართველოს პრეზიდენტი „მართებულად ამაყობს“ თავისი საგანგებოდ ჭკვიანი და ნიჭიერი პრემიერ-მინისტრით. მაგრამ, თურმე სულაც არ არის ყველაფერი ისე მარტივად, როგორც ამას პრეზიდენტი და პრემიერი წარმოადგენენ. სულაც არ არის საგანგებოდ საამაყო და განსაცვიფრებელი, რომ საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი არ გააჩნია.
ნუ გაგიკვირდებათ და შევარდნაძის „ბნელეთის“ დროსაც საკმარისზე მეტი ელექტროენერგია გააჩნდა საქართველოს, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე იგი არ იყიდებოდა მისი სიიაფის გამო,
− „უხსენებელს“ და მის მთავრობას ერჩივნა მოსახლეობა სიბნელეში გამოემწყვდია, ვიდრე ის იაფფასიანი ელექტროენერგიის ფუფუნებაში ჰყოლოდა.
საკუთარი ჯიბისთვის კი ქართული ელექტროენერგია მეზობელ თურქეთში იყიდებოდა მყარ ვალუტაში და მაღალ (მაგრამ, არა მსოფლიო სტანდარტების!) ფასში. ადგილობრივი მოსახლეობის მოთმინება კი მიჰყავდათ იქამდე, საბოლოოდ და ერთხმად ეთქვათ:
− „მოგვეცით ელექტროენერგია და რაც გინდათ ის ფასი დაადეთო მას!“
სამწუხაროა, რომ დღეს არავის მოსდის აზრად:
− ის, რა ფასადაც „უხსენებელი“ და მისი მთავრობა უცხოეთში ჰყიდდა ელექტროენერგიას, იმ ფასად ადგილობრივ ბაზარზე ასაღებს მას, მისი შვილობილი მიხეილ სააკაშვილი. ცხადია, ასეთ პირობებში ელენერგიის დეფიციტი მართლაც მარაზმი და მოსახლეობის დაცინვა იქნებოდა.
ტელეარხ „კავკასიაზე“ ამასწინანდელ კურიოზადქცეულ გადაცემას რომ არ დავემსგავსოთ და „უხსენებელი“ არ მოვანატროთ ზოგიერთ ტვინგამოფხეკილს, აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ არა უსაფუძვლოდ დადის ხმები, − თელასის ერთ-ერთი მსხვილი თანამესაკუთრე თვით შევარდნაძე - უხსენებელიაო!
ყოველივე ამის შემდეგ, ადვილი გასაგებია, თუ რატომ ჰყავდა მას ბნელში ქვეყნის მოსახლეობა, როგორ მიიყვანა ისინი ფარ-ხმალის დაყრამდე და როგორ შეუქმნა მის შვილობილს, უზომოდ ძვირი ელექტროენერგიის, საკუთარ ხალხზე გამსაღებელ მიშა სააკაშვილს, „ქვეყნის გამნათებლის“ იმიჯი!
სწორედ რომ ამას ჰქვია − „ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა!“
დაფიქრდით და შეიგენით ხალხნო:
− არცერთი დიდი საინვესტიციო პროექტის უკან არ დგას უცხოელი ინვესტორი. თუ სადმე ასეთი პროექტი ხორციელდება, ყველგან ჩვენს სამშობლოში მოპარული და უცხოეთში გატანილი ფული ბრუნდება უკან, უცხოელების სახელით!
კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, თუკი მართლა უცხოელი შემოდის გიგანტური ინვესტიციებით, ამ შემთხვევაში, −ყველა ობიექტი, თუ ჩვენი სამშობლოს ტერიტორია სამარადჟამოდ გასხვისებული და დაკარგულია, სადაც ხელზე მოსამსახურედაც არავის დავჭირდებით.
რამდენიმე თვის წინ „ილორში“ გამოვაქვეყნე წერილი სათაურით „თეთრი საქართველოს შავი პერსპექტივა“, სადაც 2015 წლიდან ვვარაუდობდი საქართველოს მოსახლეობის გაშავების (მისი პირდაპრი მნიშვნელობით) პროცესის დაწყებას. გარკვეული მიზეზების გამო იგი გაცილებით ადრე დაიწყო.
თბილისის ქუჩებს განსაკუთრებული „სიკაშკაშით“ ატყვია უცხო ფერის სიმრავლე. ანეგდოტებსაც კი ჰყვებიან მათზე, რომელებიც სასაცილოს ნაცვლად სატირალი გაგვიხდება.
„ილორის“ წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილიდან ბ-ნ დავით შოთაძეს დავესესხები
− „ერთხელ ქვიშაში თავჩანაყოფი სირაქლემა, თურმე, თუკი შემთხვევით სიკვდილს გადაურჩა, მსგავს სისულელეს არასდროს გაიმეორებს და გაათკეცებული სისწრაფით გაურბის მტაცებელს!“
ბოლოს და ბოლოს:
− უტვინო ფრინველიც კი ხვდება სიკვდილს გადარჩენილმა რა უნდა მოიმოქმედოს! ღვთისგან დაწყევლილები ხომ არ ვართ ჩვენ, აქამდე მოაზროვნედ ცნობილი ერი, მტერს ხახაში რომ ვუვარდებით?
ევროპის უზარმაზარმა (ტერიტორიითაც და ეკონომიკითაც) სახელმწიფომ, გერმანიამ აკრძალა გადამთიელებზე უძრავი ქონების გაყიდვა.
− ჩვენ რა გავხდით ასეთი?!
ხომ არ გვაქვს საქმე უმარტივეს შემთხვევასთან, როცა ქვეყანა არაფერს აწარმოებს, არაფერს ქმნის ისეთს, რისი გატანაც საზღვარგარეთ შეიძლება და შემდგომი არსებობისათვის იძულებული ვართ საკუთარი ტერიტორიები ვასხვისოთ, სანამ გვეყოფა − უფრო სწორად 2013 წლამდე, სანამ საქართველოსთან ერთად მის არსებობასაც ამოწურავდეს „ნაციონალური მოძრაობა?“
მწარე დაფიქრება გვმართებს, თორემ შორს არ არის ის დღე, როცა მთელი ქართული მოსახლეობა საკუთარ სამშობლოში დევნილები აღმოვჩნდებით. სხვა რა უნდა იფიქრო, როცა:
− მეზობელი სახელმწიფო, თავის მოქალაქეებს, უპროცენტო კრედიტს აძლევს თურმე აჭარაში სასტუმროების შესასყიდად თუ არენდაში ასაღებად, რომ შემდგომში ისინი ისევ ქართველებს მიაქირაონ!
რატომ არ ფიქრობს ამ საკითხებზე ქვეყნის პრეზიდენტი და მისი „ნამეტანი ჭკვიანი“ პრემიერი?
როდემდე უნდათ ქლიავზე იჯდნენ − ჩვენ იქ ამომსვლელი არა ვართ!
დავით ქობალია
გაზეთი „ილორი“
29 ოქტომბერი, 2009წ.