Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
24-12-2014, 15:39
ნანახია: 844

ნიკოლოზ მჟავანაძე:

"ჩვენთვის სულაც არ ყოფილა გასაკვირი ბერძენიშვილის აღნიშნული პოზიცია, ვინაიდან  მისი  და მისი ძმის  პოზიციები ყოველთის მიმართული იყო  ეროვნული  პოზიციების   წინააღმდეგ". რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე, სადაც ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მისთვის პროქართული ნიშნავს პრორუსულს და არა პროევროპულს, "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ეხმაურება:

"ჩვენთვის სულაც არ ყოფილა გასაკვირი ბერძენიშვილის აღნიშნული პოზიცია, ვინაიდან  მისი  და მისი ძმის  პოზიციები ყოველთის მიმართული იყო  ეროვნული  პოზიციების   წინააღმდეგ.

სწორედ ძმებმა ბერძენიშვილებმა შეუწყვეს ხელი სახელმწიფო გადატრიალებას  თავიანთი უპასუხისმგებლო განცხადებებით 1991-1992 წლებში, მათი დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში  ანტიქართული და არაეროვნული პარტია "ნაციონალური მოძრაობა".

სამწუხაროდ, ისინი დღესაც ცდილობენ, თავიანთი აქტივობებით მოახდინონ  ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება.

ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის ისეთი ფრთიანი ფრაზები, როგორიცაა - "თუკი ჩვენ სააკაშვილს გავასამართლებთ, დემოკრატიის მეოთხე კლასიდან პირველ კლასში გადაგვიყვანენ", რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არ უნდა იყოს დევნა განხორციებელი", რომ თურმე "როგორც  მან აპატია, ჩვენც ასევე უნდა ვაპატიოთ ნაციონალებს".

შეიძლება, ადამიანი ძალიან ნაკითხი იყოს, მაგრამ ის არ იყოს ჭკვიანი და  გონიერი ადამიანი.  

ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე ხნის წინ, "ილიაუნში" ლექციაზე განაცხადა, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი პოეტის ლადო ასათიანის ერთ-ერთი  შედევრი "კრწანისის ყაყაჩოები" მკვდრადშობილი ლექსი ყოფილა.

სამწუხაროდ, სახელმწიფო ფულს იხდის იმაში, რომ მსგავსი ტიპის არაეროვნული და ანტიქართული განცხადებების გაკეთებაში ლევან ბერძენიშვილმა ფული აიღოს. ლევან ბერძენიშვილი, რომლისთვისაც ლადო ასათიანის ლექსები მკვდრადშობილია,  შეიძლება, ეროვნულ პოზიციაზე მდგომი იყოს?!  მე მგონი არა!" - აცხადებს მჟავანაძე.