მანანა ორბელიანი:-"სამართლებრივად ლიცენზიის გაგრძელება არაფრის მთქმელი, მკვდარი ფურცელია!"

მანანა ორბელიანი:-"სამართლებრივად ლიცენზიის გაგრძელება არაფრის მთქმელი, მკვდარი ფურცელია!"

უფლებადამცველი მანანა ორბელიანი კიდევ ერთხელ ეხება საყდრისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ამბობს:

 

   -"სამართლებრივად საყდრისზე ლიცენზიის გაგრძელება არ ნიშნავს ნგრევის გაგრძელებას. ნგრევა ოაბიექტზე უნდა შეწყდეს და არქეოლოგებს უნდა მიეცეს საშუალება იქ მუშაობის.სისხლის სამართლის პასუხის საგებად მზადყოფლაში მყოფი კულტუტის მინისტრი ღარიბაშვილთან ერთად ივანიშვილის ფრთებვეშ ალაპარაკდა და ის საზოგადოებას ამცნობს, რომ იქ საყდრისში, შესანიშნავი მუზეუმი აშენდება. უკაცრავად, მაგრამ ამ თქვენს, აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციას საზოგადოება არ დაეთანხმა და სასამართლოს მიმართა, რათა კუტურული ძეგლის ობიექტი ნაკრძალის სახით შეინარჩუნოს ქვეყანამ. სასამართლოში ყადარა ადევს ნგრევას. აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციის კანონიერებას საბოლოოდ სასამართლო ხელისუფლება შეაფასებს გაზიარებული კონვენციების შესაბამისად შიდაკანონმდებლობაზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, რომ კოლეგიურ ორგანოს-მინისტრტა კაბინეტი, ან პრემიერი რაიმე დისკრეციული უფლებამოსილებებით აღჭურვილი არ არის, რომ სზოგადოებას თავზე მუზეუმის მშენებლობა მოახვიოს. მას კანონი ავალდებულე შეაჩეროს ნგრევა. აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დალუქოს ობიექტი. ლიცენზია კი შეუძლია თუნდაც 100 წლით გაუგრძელოს გოლდს.

   საზოგადოებას ვთხოვ ,დაწუნარდეს, რამეთუ სამართლებრივად ლიცენზიის გაგრძელება არაფრის მთქმელი, მკვდარი ფურცელია ამ მოცემულობაში, იგი ობიექტზე ნგრევის უფლებას არ იძლევა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: