Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
21-01-2015, 16:49
ნანახია: 1457

ლოგიკის თანახმად, ანუ თამაზ ჭეიშვილის პროგნოზები

„ივერიონი“ ცნობილ ჟურნალისტს და პუბლიცისტს თამაზ ჭეიშვილს გუშინდელ ტერაქტზე ესაუბრა.

 

-  ბატონო თამაზ, როგორ შეაფასებთ გუშინდელ ტერაქტს?


- ვფიქრობ, ეს გაკეთებულია იმ კრიმინალების მიერ, ვინც ამ უბედურის შვილი მოკლა კორტებთან! ახალ ხელისუფლებას,ლოგიკის თანახმად, არ უნდა დაჭირვებოდა ამ კაცის მოცილება.

უბედურება კიდევ ის არის, რომ ძალოვან სისტემებში ბევრია წინა ხელისუფლების კადრები და ბოლოს... ჩვენი „მიმზიდველი“ გეოპოლიტიკური „აქილევსის ქუსლი“, რაც ძვლის ნატეხივით გვაქვს გაჩხერილი ყელში, ისტორიულად!

არ არის გამორიცხული, რომ დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობდეს „მესამე ძალა“. ერთი სიტყვით, სიტუაცია ძალიან ჩახლართული და „ლაბირინთულია“!

- და მაინც, რას უნდა ველოდოთ?

- ოოო, რთული შეკითხვა დამისვით! ამას ვანგა ჭირდება! კარგით, ლოგიკა და საღი აზრი მოვიშველიოთ: ლოგიკის თანახმად, გამწარებული ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს! მაგრამ, ტოლერანტი საქართველო არაბეთი და აზია არ არის და შეიძლება ეს არ მოხდეს!

და თუ მაინც გამოვიდა ქუჩაში ხალხის დიდი მასა, ასევე ლოგიკის თანახმად, მათ „აეტორღიალება“ ყველა ჯურის და „მასტის“  პოლიტიკური თუ აპოლიტიკური „ძალა“ ...შეეცდებიან სიტუაციის გამწვავებას. მაგრამ, ასევე ლოგიკის თანახმად, არა მარტო პროკურატურა, არამედ ყველა „ზემდგომი ბერკეტოსანის კონსოლიდაციისა“ და ძალისხმევიის შედეგად საქმე ეროვნულ დაუმორჩილებლომდე არ მივა, ვინაიდან, ასევე ლოგიკის თანახმად, გასაჯაროვდება ამ ტერაქტის სქემა, გამოცხადდება ტერაქტის მომწყობთა ვინაობა... ისე, ლოგიკის თანახმად, მალე მოწმე უნდა გავხდეთ ყველა გაუხსნელი საქმის გახსნისა და სასამართლო პროცესების დაწყების!
ღმერთმა გისმინოთ.

 

ესაუბრა ნათია ხარბედია