რა ვერსიებზე მუშაობს მთავარი პროკურატურა ვაზაგაშვილის საქმეზე

რა ვერსიებზე მუშაობს მთავარი პროკურატურა ვაზაგაშვილის საქმეზე

იური ვაზაგაშვილზე მთავარი პროკურატურა გამოძიებას  სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

განცხადების თანახმად, მთავარ პროკურატურაში ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც შედიან მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლები. 

"ამ ეტაპისთვის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულია 30-მდე პირი. მიუხედავად მაღალი ინტერესისა, საზოგადოებას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ მომხდარის შესაძლო საგამოძიებო ვერსიებსა და საქმის გარკვეულ დეტალებზე, ვინაიდან ამან, შეიძლება, დააზიანოს გამოძიების ინტერესები.

"ამ ეტაპზე შეგვიძლია, მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა გამხდარიყო  ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებები. თუმცა, გადაჭრით აღნიშნულზე, ასევე სხვა დეტალებზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდგომ, რომლის შედეგებსაც პროკურატურა დასრულებისთანავე გააცნობს საზოგადოებას. საქმეზე ამ ეტაპზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: