Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
26-01-2015, 15:01
ნანახია: 661

ირაკლი ალადაშვილი:

"იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა, - ამის შესახებ სტატიას სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრაში" აქვეყნებს. ალადაშვილის თქმით, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ვაზაგაშვილის მკვლელს სამხედრო გამოცდილება აქვს.
"20 იანვარსვე, აფეთქებიდან რამდენიმე საათში, პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა აფეთქების ვიდეოკრადრები მომიტანა კომენტარის გასაკეთებლად. ძალიან ძნელია მხოლოდ ვიდეოკადრებით იმის გარკვევა, რა აფეთქდა, თუმცა, ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო დაღუპული იური ვაზაგაშვილის შუბლზე რამდენიმე ერთმანეთის მსგავსმა ჭრილობამ, რომელთა ზომები შეესაბამებოდა საბჭოთა წარმოების Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებისას წარმოქმნილი ნამსხვრევებით მიყენებულ ჭრილობებს. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა. როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო აფეთქება? შვილის საფლავზე შესულმა იური ვაზაგაშვილმა შენიშნა, რომ ერთი ფილა მიწაზე არასწორად იდო, მისი გასწორება სცადა და ხელით წამოსწია, რასაც 3-4 წამის შემდეგ ამ ფილის ქვეშ ჩადებული Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქება მოჰყვა. ხელყუმბარაში ჩახრახნილ ფალიას მოხსნილი ჰქონდა დამცველი რგოლი (კრიმინალისტებმა კარგად რომ მოძებნონ, შეიძლება სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვონ კიდევაც ეს რგოლი), სახელურს გახსნის საშუალებას კი ზემოდან დადებული ფილის სიმძიმე არ აძლევდა. ხელყუმბარის აფეთქების ეს ხერხი ანუ "ბომბასიურპრიზი" ომებში დიდი ხანია გამოიყენება. ბრძოლის ველზე ცხედრების ქვეშ დებენ ასაფეთქებლად შეყენებულ ხელყუმბარებს, რომლებიც ცხედრის აღებისთანავე ფეთქდება", - აცხადებს ალადაშვილი.
მისივე თქმით, ზემოხსენებულით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ასაფეთქებლად შეყენებული ხელყუმბარის დამდებს ან დამდებთ ჰქონდათ საბრძოლო მოქმედების გამოცდილება, თუმცა, არამართებული იქნება ცალსახად იმის თქმა, რომ აფეთქების მომწყობები მაღალი დონის პროფესიონალებს შორის უნდა ეძებოს გამოძიებამ. - აცხადებს ალადაშვილი.