მარიამ რამინაშვილი: რატომ აკნინებს განათლების სამინისტრო პედაგოგის პროფესიას,?!

მარიამ რამინაშვილი: რატომ აკნინებს განათლების სამინისტრო პედაგოგის პროფესიას,?!

ნაცვლად იმისა, რომ, სოციალური პრობლემების ფონზე, სამინისტრომ მის მიერვე შექმნილ რეგულაციებსა და მოგონილ-აღიარებულ სტატუსებში მორალური მხარდაჭერა გამოუცხადოს პრაქტიკოს პედაგოგს, რატომღაც საპირისპიროდ იქცევა - რაც მიტოვებს განცდას, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებს - შეურაცხყოფილი და პატივაყრილი მასწავლებელი მატერიალური პრობლემების კვალდაკვალ ჩუმად იყოს და ,,ყველაფრით მადლიერის" პოზიცია დაიკავოს… ამიტომაც გაჩნდა სქემაში კიდევ ერთი ჩანაწერი _ პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასის ცხრილში (საბაზო ხელფასი) რატომღაც განათლებისა და კვალიფიკაციის ველში მოხვდა - დოქტორისა და მასთან გათანაბრებულის სტატუსიც… ანუ - თუ ეს დოქტორი: 1. განათლების/ან საგნის მიმართულებით ფლობს სამეცნიერო ხარისხს და არ აქვს სერტიფიკატი, მაშინ ის უფროსი მასწავლებლის ცხრილში უნდა მომხვდარიყო; 2.განათლების/ან საგნის მიმართულებით ფლობს სამეცნიერო ხარისხს და აქვს სერტიფიკატი, მაშინ ის წამყვანი მასწავლებლის ცხრილში უნდა ყოფილიყო… ისმის კითხვა: ვის გულისხმობს ეს კრიტერიუმი და ლოგიკურია პასუხი - მას არც განათლების და არც სკოლაში არსებული საგანთა ნუსხის არც ერთ მიმართულებაში არ აქვს ხარისხი. (ვთქვათ, არის მექანიზაციის მიმართულებით დოქტორის ხარისხის მქონე ან ღვინის ტექნოლოგიიის და ა.შ.)თუ ის სკოლაში რომელიმე საგნის მასწავლებლად დაიწყებს , პირველად ცხოვრებაში, მუშაობას, მისი ხელფასი მაღალი იქნება, ვიდრე პედაგოგისა, რომელიც 10 წელზე მეტია სკოლაში მუშაობს… რა ვიცი, ამ სქემაში ასე წავიკითხე და იმდენად ყველაფერს ,,არასამინისტროსეულად ვიგებ", თქვენც დაფიქრდით, მეშლება რამე?!. მე კიდევ, როგორც დავიწყე, ისე დავამთავრებ, არამგონია, ეს შემთხვევითი იყოს, რა ვქნა, მაინც მიზანმიმართული მგონია!!!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: