Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
27-02-2015, 22:26
ნანახია: 2670

ნოდარ ჯავახიშვილი: ეროვნული ბანკი ელოდებოდა როდის ავიდოდა პანიკა მწვერვალზე

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილი ლარის კურსის ცვალებადობას „მაესტროს ცხრიანში" საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ლარის კურსის ვარდნა ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილს ჰგავს.


„ძალიან ჰგავს ეს  შეგნებულად მოწყობილს სიტუაციას. იმიტომ, რომ 3 ნოემბრიდან დაიწყო ინტენსიური ვარდნა ლარის კურსისა, ხოლო, ეროვნული ბანკი მხოლოდ 25 ნოემბერს ჩაერია.  მანამდე შეიქმნა პანიკა, შეიქმნა აჟიოტაჟი და 25-ში რასაკვირველია 40 მილიონი აღარ ეყო. ეროვნულ ბანკს 3 ნოემბრიდან რომ დაეწყო მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება შეიძლება სიტუაციის დარეგულირებას სულ 3 ან 5 მილიონი ჰყოფნოდა. როდესაც უკვე პანიკა იწყება ათჯერ მეტიც შეიძლებ არ იყოს საკმარისი.

ეს ნამდვილად გავს იმას, რომ ეროვნული ბანკი ელოდებოდა როდის ავიდოდა პანიკა მწვერვალზე. ამის შემდგომ ეროვნული ბანკი ზედიზედ რამდენჯერმე ჩაერია და 120 მილიონი გაყიდა. პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა კატასტროფულად გაზარდა კომერციულ ბანკებზე გასაცემი სესხები ზუსტად ამ პერიოდში."- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა .