Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
12-03-2015, 17:31
ნანახია: 3162

21 მარტის აქცია შესაძლოა ჩაიშალოს?

"ნაცმოძრაობასთან" დაახლოებულმა წყაროებმა "ალიას" განუცხადეს, რომ 21 მარტის აქცია ჩაშლის პირასაა. გუშინ პარტიის მთავარ ოფისში 10-ვე რეგიონის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითოეული რეგიონიდან დაახლოებით რამდენი ადამიანი ჩამოვა 21 მაისს თბილისში. აღმოჩნდა, რომ თბილისის გარდა დანარჩენი საქართველოდან მაქსიმუმ 10 000 კაცს ძლივს უყრიან თავს "ნაციონალები" და აქედან ნახევარზე მეტი პარტიის წევრები და მათი ოჯახის წევრები არიან. "ნაციონალებს" განსაკუთრებით უჭირთ კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, იმერეთში, გურიასა და რაჭაში. პარტიის რეგიონული მმართველები თავს იმართლებენ, რომ ხალხმა ფულს სხვადასხვა მიზეზით ხელი არ მოჰკიდა აქციაზე ჩამოსვლაზე უარი განაცხადა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა საუბარი შედგა სკაიპით სააკაშვილსა და "ნაციონალების" ლიდერებს შორის?

"მათ შორის ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ. ერთი, რომ რეგიონებში "ნაციონალთა" ხსენება ბევრს აღარ უნდა და მეორეც - მათი ყოფილი მხარდამჭერებიც კი და ე.წ. მერყევი ადამიანები სააკაშვილის პარტიის თავს შორს იმიტომ იჭერენ, რადგა კარგად იციან, რომ 21 მარტს რუსთაველზე სისხლისღვრის პროვოცირებაა მოსალოდნელი და დღეში არც 50 და არც 100 ლარად არ უღირთ შარში გახვევა. როგორც წყარო ამბობს, "ნაციონალთა" რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უკვე პარტიის ძველი აქტივისტებიც ემალებიან, რომლებიც წლების მანძილზე ხალხს მობილიზაციას ტავად უკეთებდნენ. ბევრმა მათგანმა თურმე მობილური ტელეფონის ნომერი გამოცვალა და სერთოდ გავიდა თამაშიდან, ბევრმა კი რაიონულ ბოსებს განუცხადა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებასა და სისხლისღვრაში მონაწილეობას არ მიიღებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ნაციონალებს" იმედი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ძველ მომხრეებს უკლებლივ ჩამოიყვენდნენ, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმა წარმატებით გაიარა სახელმწიფო მოხელეთა კონკურსი და ან ძველ სამსახურში დარჩა, ანდა ახალ პოზიციაზე დასაქმდა. ამ ადამიანების უმრავლესობამ "ნაცებს" განუცხადა, რომ მათი დაგეგმილი რევოლუცია სულ ფეხზე ჰკიდიათ, ხელისუფლებამ ისინი პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან არ გაათავისუფლა და ახლა ამ სამსახურებს სააკაშვილის ხუშტურების გამო არ დაკარგავენ და ოჯახებს ულუკმაპუროდ არ დატოვებენ. "ნაციონალები" გულმოდგინედ მალავენ ერთ ამბავს. ზუსტად 21 მარტის აქციის წინ, თბილისსა და რეგიონებში დაახლოებით 500-მა ადამიანმა დატოვა პარტია. თითქმის ყველა ერთადერთი მიზეზით წასულა პარტიიდან - არ გვინდა იმ პარტიის წევრობა, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო ომსა და სისხლისღვრას გეგმავსო. "ნაციონალთა" ლიდერებს გლოვა აქვთ გამოცხადებული - წინასწარ იციან, როგორც შარშან 15 ნოემბერს წელსაც ისე უნდა ჩაუვარდეთ და ჩაუფლავდეთ აქცია, მხოლოდ თბილისი იმედად არიან და დიდი აქტიურობა არც თბილისშია", - განაგრძობს გამოცემა.

"მათი მთავარი დასაყრდენი პარტიის წევრები, ოჯახებითურთ, აქტიური მხარდამჭერები და ასევე ის სტუდენტები არიან, რომელტაც ზაფხული ბანაკებში გაატარებინეს და ტვინები გამოურეცხეს. სტუდენტთა მობილიზაციას "ტავისუფალი ზონა" და კობა ხაბაზი, ასევე "ნაცების" სატელიტი სხვა არასამთავრობოები ახდენენ, მაგრამ დიდად სანუგეშოდ არც ამ მხრივ აქვთ საქმე. მქსიმუმ 20 000 თბილისელი შეიძლება გამოვიდეს აქციაზე და ეს უკვე წინასწარ იციან პარტიის ბოსებმა. წყაროს ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინვე ჩააბარეს მიხეილ სააკაშვილს ანგარიში პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც "სკაიპით დალაპარაკებიან კიევში თავიანთ შეფს. სააკაშვილი გამწარებულა და უშვერი სიყტვებით უგინებია დანარჩენი ლიდერები, უმაქნისები ხართო, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება - 21 მარტს 30-35 ათას კაცს თუ მოუყარეს თავი რუსთაველზე, ესეც დიდი ამბავი იქნება", - დასძენს გამოცემა

"წყარო აცხადებს, მიუხედავად მცირე რიცხოვანებისა, თურმე სააკაშვილი უკან არ იხევს, საამისოდაც მზად არის და ამ ვიტარებიდან გამოსასვლელი გეგმაც ჰქონია. დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უთქვამს, რომ აუცილებლად სისხლის უნდა დაიღვაროს და ხალხის შესაძლო სიმცირემ ეს აუცილებელი გახადა. სააკაშვილის თქმით, ეს 21-22 მარტს უნდა მოხდეს, ვიდრე ის ხალხიც არ დაიშლება, ვინც აქციაზე მივა. მის გათვლით, რამდენიმე ადამიანის სიკვდილი მათ მომხრეებს ქიუჩაში გამოიყვანს და მერე ბევრი ნეიტრალური ადამიანიც შეუაერთდება აქციას. ეც ჩვენი ბოლო შანსია, თუ გინდათ ერთმანეთი დახოცეთ, სულ ფეხებზე მკიდია ვინ მოკვდება, მთავარია რამდენიმე გვამი დაიდოს რუსთაველზე და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო. მერაბიშვილი რომ ორ გამს ითხოვდა ეს კადრები მტელმა საქართველომ ნახა, რა,მდენ გვამს ითხოვს სააკაშვილი, ამას წყარო ვერ აკონკრეტებს", - წერს სტატიის ავტორი.

"ნაციონალები" რომ სამუდამო დასასრულისკენ მიდიან ამას ისიც ადასტურებს, რომ 21 მარტიის აქციის დაფინანსებაზე ბევრ ადგილობრივ ბიზნესმენს უარი უთქვამს. ქართველი ბიზნესმენებისგან ფულის მოძიება, წყაროს განცხადებით, გივი თარგამაძეს აბარია. ეს ის ხალხია, ვინც "ნაცების" ხელშეწყობით აიწყვეს ბიზნესი და შესაბამისად, ხარკსაც უხდიდნენ ნაღდი ფულითაც და ანგარიშზეც ურიცხავდნენ თანხებს. ამის გამო ვერც ტარგამაძე ყოფილა ხასიათზე, რადგან "მაიდნის" მსგავსად ხალხის დიდხანს გაჩერებას აპირებენ რუსტაველზე, ამას კი დიდი ტანხები სჭირდება. 20 000 კაცის ერთი დღე-ღამით აქციაზე გაჩერება მინიმუმ, მილიონი ლარი ჯდება კვებით, რეგიონებიდან ხალხის ჩამოვანითა და სხვა აუცილებელი საჭიროებებით. ბიზნესმენთა ნაწილს თარგამაძისთვის უთქვამს, რომ უკვე მეტი გადაუხადეს "ნაციონალებს" ვიდრე მართებდათ და აღარ აპირებენ მათ დაფინანსებას. ისიც უთქვამთ - 3 წელი ხდება თქვენი "კრიშობის" გარეშე ვმუშაობთ და გეყოფათ, აღარ მოგცემთო", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"მეტიც, ტარგამაძეც თურმე ის ბიზნესმენებიც ეურჩებიან, რომლებზეც კომპრომატები აქვს - ერთი ბიზნესმენი დამუქრებია, გამომიქვეყნებ მაგ კომპრომატებს და მეორე დრესვე აგაორთქლებ, წამებით ამოგხდი სულსო. მეორეს ასევე უფულოდ გამოუსტუმრებია და თან დედაც უგინებია, გამოაქვეყნე ის კომპრომატები, ჩემი ფეხით მივალ პროკურატურაში, დანაშაულს ვაღიარებ, მაქსიმუმ 5 წლით ჩავჯდები და ის მაინც ვიცი ცოცხებს არავინ გამიყრის და ცოლ-შვილს არავინ ამიწიოკებსო - წყაროს თმით, წარსულში გადასახადების დამალვის მტკიცებულებები აქვს გივი თარგამაძეს ფა წლებია ემუქრება ფინანსურ პოლიციას გადავცემო და ისიც სისტემატურად უხდიდა ფულს", - დასძენს სტატიის ავტორი.

"მოკლედ, "ნაციონალებს" რევოლუციით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ხელიდან ეცლებათ. მათ ვეღარც საგარეო მხარდაჭერა უშველით ვერს სხვადასხვა პროვოკაციები, ტალღას ვერ ააგორებენ. ერთადერთი გზა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და უმართავი პროცესები ააგორონ რუსთაველზე ისეთი პროვოკაციები მოწყობაა, რომელსად ხალხის დაღუპვა მოჰყვება. ეს ვერაგული განზრახვა არის "ნაციონალების" გეგმაც და ბოლო იმედიც. იმედია, სამართალდამცავები პროცესებს გააკონტროლებენ და ამის გაკეთების საშულებას არ მისცემენ", - დაასკვნის სტატიის ავტორი.

 

წყარო: "ალია"