Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
22-03-2015, 12:38
ნანახია: 1222

ზვიად ნოდია: ჩვენ მხოლოდ ახალი რუის-ურბნისი და უფალთან შერიგება გვიხსნის, სხვა დანარჩენი უბრალოდ თავის მოტყუებაა...

პუბლიცისტი ზვიად ნოდია 21 მარტს „ნაციონალების“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციას აფასებს და კრიზისიდან გამოსვლის მისეულ ვერსიასაც გვთავაზობს.


20 მარტს, „ივერიონში“ დაიბეჭდა 21 მარტის „ნაციონალების“ მიერ რუსთაველზე დაანონსებული  აქციისადმი დაკავშირებული ჩემი შეფასება, სათაურით „არ მაინტერესებს რა მოხდება 21 მარტს, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“, რასაც დადებითთან ერთად მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურებებიც, დაახლოებით ასეთ კონტექსტში - „როგორ არ გადარდებს საქართველოს ბედი და უარს ამბობ ბრძოლაზე, შენსავით ურწმუნო და პესიმისტი რომ ყოფილიყვნენ ჩვენი წინაპრები, აქამომდე ვერ მოიყვანდნენ საქართველოსო“...


დღეს დაბეჯითებით  გპასუხობთ, რომ - ეს პროცესები მართულია და თქვენ, რასაც ბრძოლას ეძახით, ეგ სხვა არაფერია, თუ არადა ის, რასაც დაერქვა - „ქართველს ბატონის გამოცვლა თავისუფლება ჰგონიაო“, ანუ რაც მანამდეც ყოფილა - იმათ წისქვილზე წყლის დასხმა, ვინც „ბატონყმობისგან განთავისუფლების“ მოტივაციით ხალხს იყენებდა იმისათვის, რომ თავად გაბატონებულიყო მათზე... მე არ ვუწყი, როგორ მახერხებენ ამას - „ფერად-ხავერდოვანი“ რევოლუციით , თუ სამოქალაქო ომით... თუნდაც ამ უკანასკნელი საშიშროების გამო არ ღირს მანდ მონაწილეობის მიღება... მაგრამ, ეს (ომი), რომც არ გამოიყენონ, მაინც არ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან - მენშევიკურ-ბოლშევიკური გადანაცვლებადობით არ შეიცვლება სიტუაცია...  არ არევენ სათავისოდ დაწყობილ სიტუაციას საქართველოში, რის გამოც „ნაციონალების“ შესაძლო დაბრუნებას რევანშს კი არ ვარქმევ, არამედ - პუტინ-მედვედევისეული კომბინაციით სახელისუფლო სადავეების ხელახალ დაუფლებას.

აქედან გამომდინარე, იგულისხმება, რომ საქართველოსთვის გამოწერილ სცენარში ბ. ივანიშვილის (მთავრობის) მოსვლაც და წასვლაც თავიდანვე იყო დაგეგმილი და ისღაა „სამარჩიელო“ რას ემსახურებოდა ეს სამწლიანი ოცნება - ნაციონალებისაგან გატანჯული ხალხის ასაფეთქებლად აღვსებული ვულკანის განმუხტვისათვის მისგან დახარჯული თანხების კომპენსაციას, თუ ???... თუ, საქართველოსათვის ფაქტობრივი გაფრთხილება, რომ ამაზე უკეთეს რეჟიმებს (როგორც - დემოკრატიის სახელით მოქმედი მმართველობის ნეომონათმფლობელური წესს) არასოდეს არ გაიმეტებს მსოფლმთავრობა (გნებავთ, დაარქვით: რუსეთ-ამერიკის საერთო "წესრიგი")!

ეს „დეფაქტო“ რეჟიმი ნაწილია იმ დიდი პოლიტიკისა, რაც მისჯილია საქართველოსთვის მსოფლმოწყობისა და მსოფლგადანაწილების თვალსაზრისით, ანუ - რუსეთსაც და ევრო-ატლანტიკურ დასავლეთსაც აწყობთ საქართველოს ორმაგ სტანდარტიანი სტაგნაცია - მოსახლეობის საბედისწერო უძრაობა და პოლიტ-ბიზნეს მმართველებისთვის მწვანე შუქზე მოძრაობა.


შესაბამისად, ამაოდ ირჯებიან ე. წ. მედასავლეეთეები და მერუსეთეები, ისევე როგორც სააკაშვილ-ივანიშვილისტები, რამეთუ არავის არ აწყობს ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, არც მსოფლმთავრობის მარიონეტებს და არც საერთო მსოფლიო სახლს, რომელშიც არ არსებობს - არც სამშობლოს ცნება და არც ჭეშმარიტი თავისუფლება, ვინაიდან მსოფლიოს მართავს ნეომონათმფლობელურ-ლიბერტარიანული ელიტ-კასტა, რომელიც არ სჯერდება კაცობრიობის პოლიტ-ეკონომიკურ დამონებას და სულიერადაც გვართმევს თავისუფლებას რელიგიათა პანეკუმენისტური გაერთიანებით!

ამ რეალიზმს ვინც პესიმიზმს არქმევს - იმყოფება „სირაქლემის პოზაში“ და თავს არიდებს ბრძოლას, ანუ იმ გამოსავალს, რაც ერთობ სათუოა, მაგრამ სხვა რამ „ბრძოლა“ ნებსით თუ უნებლიედ ემსახურება იმავე წისქვილზე წყლის დასხმას, ვინც ფლობს მსოფლიოს. კაცობრიობისათვის იმის გათვალსაჩინოებას - თუ ვინაა საერთო მტერი, ჩვენის მხრივ, აზრი არა აქვს მანამ, სანამ საქართველოში ვერ გაგვიცნობიერებია, რაშიცაა საქმე, მაგრამ მე მითქვამს და თქვენ რაც გინდათ ის გიქნიათ:

გირჩევთ, მიმართოთ „დემოკრატიულ-კონსტიტიციურ უფლებებს“ და რეფერენდუმით აღადგინეთ ზვიად გამსახურდიას კანონიერი მთავრობის ის სპექტრი, რომელიც ლეგიტიმურ ახალ მთავრობას და ხელისუფლებას აირჩევს და ხუნტამდელი დამოუკიდებელი საქართველოს გეოპოლიტიკური მოწყობის აღდგენას მოითხოვს. თუმცა, მსოფლმთავრობამ ეს რომც დაუშვას, მაინც თავისიან, გამასონებული ზვიადისტებისგან შეკრებს ახალ მთავრობას და კვლავაც თავის კურსს გააგრძელებინებს, მაგრამ - „ცდა ბედის მონახევრეა“... შეუძლებელი არაფერია!


 ისე კი, დემოკრატიული თამაშების იმედად ყოფნას - აჯობებდა ეკლესიური, ანუ სარწმუნოებრივ-ეროვნული მოძრაობის ძალისხმევითა და სინანულით მოწყობილი ახალი „რუის-ურბნისით“ ღმერთი შემოგვერიგებინა და ის გვიხსნიდა კაცთაგან მოურეველი მტრებისაგან.