Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
31-03-2015, 14:03
ნანახია: 802

დავით სერგეენკო:სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომა შეიცვლება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ნარკოტიკის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის დრაფტიც ერთი თვის განმავლობაში საზოგადოების წევრებს წარედგინებათ.

 

როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ ახალი სტრატეგიის შესაბამისად ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით აბსურდულად და არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომა აღარ იქნება.


"ზოგადად, ნარკოპოლიტიკა რამდენიმე მიმართულებას მოიაზრებს. ესენია: მარიხუანასთან და ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართული პოლიტიკა, ასევე, თვითონ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციის პოლიტიკა და სააფთიაქო ნარკომანია. ამ სამი მიმართულებიდან, მარიხუანასთან და შედარებით მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართებაში არაადეკვატურად მკაცრი დამოკიდებულება იყო, ხოლო მეორე მხრივ, სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში აბსურდამდე მისული ლიბერალიზაცია იყო. ამოცანა არის ის, რომ არა მხოლოდ მარიხუანაზე ვიმუშაოთ და რა თქმა უნდა, ეს აბსურდული გამკაცრება გასასწორებელია, თუმცა მეორე მხრივ, მთლიანად პოლიტიკაა წესრიგში მოსაყვანი. გიმეორებთ, რომ მარიხუანას შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული და ასევე სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში აბსურდულად და არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომაც შეიცვლება. იქნება ჰარმონიზებული, სწორი და რაღაც ლოგიკაზე დაქვემდებარებული", - განაცხადა სერგეენკომ.