„შალვა: ყოჩაღ, რომ ჩემ ხსენებაზე ლურჯდები, მწვანდები და ყველაფრის ამლოკავ ენას იგდებ“

„შალვა: ყოჩაღ, რომ ჩემ ხსენებაზე ლურჯდები, მწვანდები და ყველაფრის ამლოკავ ენას იგდებ“

ამ წუთას გადავახვიე და ვნახე იმედზე "იმედის კვირა". 

ღრმა ანალიზის არც სურვილი მაქვს და აზრსაც ვერ ვხედავ.

მხოლოდ ორ ადამიანს შევეხები ამ გადაცემაში: შალვა რამიშვილს და ირაკლი ბათიაშვილს.

 

შალვა: ყოჩაღ, რომ ჩემ ხსენებაზე ლურჯდები, მწვანდები და ყველაფრის ამლოკავ ენას იგდებ, მაგრამ სულ ტყუილად გგონია, რომ ეგ გიშველის და გინებას აცდები, როცა ეროვნულ მოძრაობას ან ირაკლი წერეთელს აგდებით მოიხსენიებ  ეს მარტო შენ არ გეხება! ასე რო ძველებურად, მოკითხვა შენს და ყველა შენნაირი მხართეძოზე წამოწოლილი მსუნაგის დამსმელ მშობლებს! 

 

ირაკლი (ირაკლი ბათიაშვილი): მე ჩემს მეგობრად გთვლი… იცი, რამდენ რამეზე ხმა არ ამოვიღე, რადგან საქმე შენს ახლობლებს და ოჯახის წევრებს ეხებოდა. არ გამადლი, ეს ჩემი წესი არ არის, უბრალოდ, როცა სხვას ამნეზიაზე ელაპარაკები, საკუთარ მეხსიერებაზეც უნდა დაფიქრდე: შენ ყველას, ვინც დღეს სააკაშვილისთვის უაზრო და სამარცხვინო დევნის მოხსნას ითხოვს, ამნეზიაში ადანაშაულებ.

 

აღარ აგიხსნი იმას, რა უფრო სამარცხვინოა, თვით ქოცისთვისაც, როცა ქოცმთავრობა ქვეყანას სააკაშვილის დაპატიმრებას თხოვს, სანაცვლოდ კი მას სააკაშვილს ოფიციალურ შეხვედრაზე ახვედრებენ, ხოლო შემდეგ სააკაშვილს საპატიო სიგელით და წოდებებით აჯილდოებენ, ქოცპრემიერს კი "შვიშტოკა სირს" ატანენ საჩუქრად… ეს თავმოყვარეობის და ღირსების საკითხია და როგორც აღმოჩნდა, ქოცების პირობებში ეს ფარდობითია… 

მე მხოლოდ ამნეზიასთან დაკავშირებით მინდა გკითხო:

ალბათ გახსოვს, რომ როცა ნაცმოძრაობამ დაგიჭირა, ამას რესპუბლიკელებიც ითხოვდნენ… 

როცა დაგიჭირეს, მაგ დროს ბურჯანაძეც ხელისუფლებაში იყო…

 

გამოხვედი თუ არა ციხიდან, ჯერ რესპუბლიკურ პარტიაში შეხვედი, მერე ბურჯანაძესთან გადახვედი და დღემდე იქ ხარ…

 

არ იფიქრო რომ, რამეზე გედავები. რა ჩემი ან ვინმეს საქმეა შენი პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ თუ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარისმთქმელი რესპუბლიკელების, შემდეგ კი ევრაზიის კავშირის მომხრე ბურჯანაძის პარტიაში შესვლა არ გაგიჭირდა, სხვას რა ამნეზიაზე ელაპარაკები?!

 

ან რა შუაშია ამნეზია, როცა იცი, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა! 

და თუ ეს იცი, მაშინ, რესპების და ბურჯანაძის ამომრჩეველი, სხვას რა ლოგიკით ეკამათები?

 

სტატუსი: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: