გიორგი ტიგინაშვილი: საბოლოოდ მაინც ქრისტე გაიმარჯვებს!

გიორგი ტიგინაშვილი: საბოლოოდ მაინც ქრისტე გაიმარჯვებს!

იმ ფონზე, როცა აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაცია დაუფარავად აწარმოებს ლგბტ პროპაგანდას და თავს მოხვევის ძალადობრივი მუქარით მთელს მსოფლიოს პირდება, რომ იგი ყველა ქვეყანას მიაღებინებს ერთსქესიანთა ქორწინებისა და ჰომოსექსუალებისთვის ბავშვის აყვანის უფლებას და თანაც ასე სარკასტულად იხსენიებს ტრადიციებსა თუ ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს, მე პირადად არანაირ სიკეთეს აღარ მოველი ასეთი სოდომ-გომორისეული რეჟისურისგან.

მიმიფურთხებია ისეთი პროგრესისთვის, რომელიც უარყოფს ღმერთს!

ერთსქესიანთა ქროწინება ნორმა და ჯანმრთელი სიყვარული ჰგონიათ და მაინც ჰეტეროსექსუალობას დაქვემდებარებული ადამიანების გაჩენილი ბავშვები სწადიათ სათავისოდ.

თუ მათი ყოფა ნორმალურია, მაშ რატომ ვერ აჩენენ ბავშვებს? ასე, რომ ჩანასახშივე ტყუილს ემსახურებიან თავიანთი იდეოლოგიითა და თვალთმაქცობით.

 ამრიგად, სახეზეა უმცირესობების აგრესიული დიქტატი - მსოფლიოს მორწმუნე და ზნეობრივი საზოგადოებისადმი მკვეთრად გაზრდილი მტრული დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ურავლესობა წინააღმდეგია ნეოსექსუალური რევოლუციისა და გარყვნილების ამ ფსიქო-პათოლოგიური ტალღის, ფარული ხელი მაინც ჯიუტად აკანონებს ყოველგვარ ამორალურობასა და ბუნებითი მოწოდების საპირისპირო პერვერსიებს.

დემონიზმის ცინიკური ზრახვები დროებით ბობოქრობენ, მაგრამ -"ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია"... ქრისტე გაიმარჯვებს საბოლოოდ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: