Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
24-09-2015, 06:56
ნანახია: 1191

თინა ხიდაშელი:საქართველოს იმაზე მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე MAP-ის მქონე რომელიმე ქვეყანას

MAP არ არის საქართველოს ამოცანა, საქართველოს ამოცანა არის ნატო-ში გაწევრიანება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა "მაესტროს ფაქტორში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო არ იბრძვის MAP-ის მიღებისთვის, არამედ იბრძვის ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრობას პრაქტიკულად რეალისტურს გახდის, არის საქართველოს ამოცანა.

 

"ამას სახელად რა დაერქმევა, საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც თავდაცვის მინისტრის, მე ვფიქრობ, რომ MAP-ი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი აქვს დღეს (და ეს ინსტრუმენტები ყოველდღიურად იზრდება) და იმაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი, ვიდრე რომელიმე აქამდე MAP-ის მქონე ან დღეს MAP-ის მქონე ქვეყანას აქვს. MAP-ს აქვს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა", - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ MAP-ი საკრალური მცნება გახდა ქართველებისთვის და პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, თუმცა მისთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები მივიღოთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, ხიდაშელი მიიჩნევის, რომ _ ნატო-ს წევრობის გზაზე დადგომით. თავდაცვის მინისტრის თქმით, ახლა არა წევრობის, არამედ MAP-ის გზაზე ვდგავართ და ეს შუალედური რგოლი უნდა ამოვაგდოთ.

"ეს მოხდება MAP-ის მიღებით თუ იმის თქმით, რომ MAP-ი აღარ არის საქართველოსთან მიმართებაში რელევანტური და აღარ გვჭირდება, ამას ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ განსაკუთრებული აკვიატებები არა გვაქვს, როგორც ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას დასჩემდა", - განაცხადაინათინ ხიდაშელმა.