Iverioni
«    აპრილი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აპრილი 2018 (8)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
25-09-2015, 12:53
ნანახია: 1641

თინათინ ხიდაშელი: ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს დღეს ჩამოასვენებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ვასილ ყულჯანიშვილს ავღანეთიდან დღეს ჩამოსვენებენ და ოჯახის გადაწყვეტილებით, რუსთავში სამშაბათს დაკრძალავენ.

 

"დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, დღეს მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ, მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც სავალდებულოა ასეთ შემთხვევებში", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

მისივე თქმით, დაჭრილი ქართველი სერჟანტი უკვე გერმანიაშია სამკურნალოდ გადაყვანილი.

 

"მე თვითონ მას კვირას მოვინახულებ კლინიკაში. დარწმუნებული ვარ, იქ არანაირი პრობლემები არ იქნება, ექიმები ამბობენ, რომ სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში მთლიანად ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო იღებს. დაჭრილი სერჟანტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ჩვენი პარტნიორები იღებენ საკუთარ თავზე, ეს ამერიკული კლინიკაა გერმანიაში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები დაჭრის შემთხვევაში გადაჰყავთ," - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.