Iverioni
«    მაი 2023    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
მაისი 2023 (3)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
30-09-2015, 11:51
ნანახია: 2742

იან კელი: საქართველოს  შეუძლია იამაყოს იმ სამსახურით, რომელსაც მუდმივად ადასტურებენ სამხედროები

საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ თავგანწირვით, რომელსაც მისი შვილები ავლენენ, - ამის შესახებ ვაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განუცხადა. 

 

"თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის და შეიარაღებული ძალების სარდლობის წყალობით დიდი პატივი მერგო ვიყო დღეს აქ და მივიღო მონაწილეობა ამ ცერემონიალში. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ იმ სამსახურით, რომელსაც მუდმივად ადასტურებენ სამხედროები და იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობის საქმეში. საქართველოს ასევე შეუძლია იამაყოს თავგანწირვით, რომელსაც მისი შვილები ავლენენ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს გახლდათ რიგითი ყულჯანიშვილი. ვამაყობ ასევე ჩვენი ამერიკელი საზღვაო ქვეითებით, რომლებიც წვრთნებს გადიოდნენ ქართველების მხარდამხარ და წლების განმავლობაში ავღანეთში მისიაში ერთად მონაწილეობენ", - განაცხადა კელიმ