Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
16-10-2015, 10:53
ნანახია: 1083

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში 189 ქვეყანას შორის  მე-15 ადგილზეა

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, ვაჩვენოთ ინვესტორებს, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში ფულის ინვესტირება ძალიან მომგებიანია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც "აბრეშუმის გზის ფორუმის" მეორე დღის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს. 

 

როგორც მინისტრმა განაცხადა, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე აღნიშნული ფორუმის. მისივე თქმით, დღეს დისკუსია გაიმართება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე. 

 

"ბევრ ადამიანს, რომელიც ამ ფორუმზეა ჩამოსული, ჩვენ გავუზიარებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში არის მე-15 ადგილზე 189 ქვეყანას შორის და აღმოსავლეთ ევროპაში არის პირველ ადგილზე. ეს ინვესტორებისთვის ნიშნავს იმას, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა, ძალიან მარტივად შეუძლიათ კომპანიის რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშის გახსნა. ეს ასე არ ხდება ყველა ქვეყანაში და ჩვენ რეგიონში ნამდვილად წარმატებულები ვართ ამ მიმართულებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

 

მისივე თქმით, საქართველოში არ არის კონტროლი სავალუტო გადარიცხვებზე, არ არის შეზღუდვა კაპიტალის შემოტანაზე და გატანაზე, რაც ძალიან მიმზიდველია ინვესტორებისთვის. 

 

"ის სავაჭრო რეჟიმები და ხელშეკრულებები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, არის რეალური შესაძლებობა იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდეს ჩვენი მოსახლეობა, ჰქონდეთ მათ მაღალი და დამსახურებული ხელფასები", - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

 

მისივე თქმით, დღევანდელ ფორუმზე ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ წარმოაჩინოს ქვეყნის მიმზიდველობა, აჩვენოს ინვესტორებს და დაინტერესებულ პირებს, რომ საქართველოში ფულის ინვესტირება ძალიან მომგებიანია. 

 

"ამის მაგალითია თუნდაც შარშანდელი წელი, როდესაც ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება გვქონდა", - აღნიშნა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ ელოდებიან აღნიშნული ტრენდის გაგრძელებას. 

 

"ჩვენი ქვეყანა თავისუფალია კორუფციისგან, ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არის კრიმინალი და ეს ყველაფერი არის ის ფონი, რომლის დროსაც ინვესტორს სურს ქვეყანაში შემოსვლა და ახალი ბიზნესის დაწყება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.