Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
16-10-2015, 17:43
ნანახია: 859

გიორგი კვირიკაშვილი: ინეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთის ევროპაში გადაადგილება უდიდესი შესაძლებლობაა

საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთის ევროპაში გადაადგილება უდიდესი შესაძლებლობაა, რომელიც საქართველომ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ.

 

"ამ გზის წარმატება დამოკიდებულია კოორდინაციის ხარისხზე ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის. ასევე საბაჟო პროცედურების სიმარტივეზე. ამ კუთხით საქართველო ნამდვილად გამოირჩევა. ჩვენ სატესტო მატარებელი უკვე შემოვიყვანეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ 9 დღეში შესაძლებელია ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის შემოტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში შესაძლებელია, ტვირთი იყოს უკვე პირდაპირ ევროპაში. მათ შორის შესაძლებელია, დუნაის გავლით იყოს გერმანიაში. დუნაის გავლით გერმანიაში ჩავიტანოთ ტვირთი ჩინეთიდან. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.