Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (10)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
22-10-2015, 11:53
ნანახია: 2015

სამძიმრის დეპეშა!.. მომავლიდან

პედაგოგთა საკორდინაციო ცენტრის მიმართვა საქართველოს პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს!!!

 

ხელისუფლებისგან დაპირებული „ბედნიერი მეოთხე წლის“  გამო პედაგოგთა საკორდინაციო ცენტრი გიგზავნით  სამძიმრის დეპეშას და ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას იმის გამო, რომ:

 

ა) სანიკიძის მინისტრობის ამ ეტაპზე  პედაგოგების რეალური ხელფასი შემცირდა 31$-ით ანუ 17% -ით.  თუ  საბაზო ხელფასი 2012 წისთვის იყო 305 ლარი ანუ 179$, წელს  გახდა ციფრებში 355 ლარი ანუ 148$.

 

რეალური შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდათ 1000 ლარიან პედაგოგებს. მოცემულ პერიოდში  მათი ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს ანუ 588$ და გახდა 416$. შემცირება შეადგენს 172$-ს  ანუ 33%.

 

ბ)ვიზიარებთ მშობლებისა და მოსწავლეების წუხილს სკოლების ვაუჩერული დაფინანსების რეალური ვარდნის გამო. დაფინანსება თითქოსდა გაიზარდა, დაახლოებით 17% რეალურად კი შემცირებამ შეადგინა 25% ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო! ეს  ნიშნავს, იმას, რომ ბევრი სკოლა დადგება უამრავი პრობლემის წინაშე - დაწყებული ცარცისა და ქაღალდის შეძენიდან დამთავრებული კომუნალური გადასახადებით! 

 

ისინი იძულებულნი გახდებიან, დახმარებისთვის მიმართონ მშობლებს ე.ი. დღის წესრიგში დადგება სასკოლო ფონდების აღდგენა, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ და რაც დაარტყამს გაღარიბებულ მშობელთა ჯიბეებს! 

 

ჩვენ ვიზიარებთ კერძო სკოლების წუხილსაც მათი სიმბოლური დაფინანსების არ გაზრდის გამო! ასევე,  მათი გასაოცარი დუმილის გამო!

 

გ) ვიზიარებთ თქვენს გულისტკივილს, იმის გამო რომ ჩვენ გვყავს ყველა მინისტრთა შორის  ყველაზე გამორჩეულად  ,,მადიანი“ მინისტრი. მის მიერ აღებულმა პრემიებისა და დანამატების ოდენობამ საკუთარი კლანის რამდენიმე წევრთან ერთად შეადგინა მილიონ ნახევარი ლარი ეს მაშინ, როდესაც ჩვენი პედაგოგების  ხელფასები ყველაზე დაბალია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მუშაკთა შორის! ყველაზე დაბალია რეგიონში! ყველაზე დაბალია ევროპაში! 

სოციალური სოლიდარობაც ამას ქვია!

 

დ) ვწუხვართ იმის გამო, რომ განათლების სისტემას ჰყავს ყველაზე დიდ კორუფციულ გარიგებაში მხილებული მინისტრი, ჩვენს მიერ აღმოჩენილმა ,,კონსულტატთა საქმემ’’ აჩვენა, თუ რა მასშტაბებს მიაღწია კორუფციამ სისტემაში! მინისტრის ,,ხარკი’’, რომელიც მან დაადო საჯარო სკოლებს, თვეში შეადგენს თითოეულ სკოლაზე 200-დან-350 ლარს. თვიური ჯამით ნახევარი მილიონ, ხოლო წლიური ჯამით 7 მილიონ ლარს. 

 

განა დასაჯერებელია, რომ მინისტრის მონდომებისა და უშუალო მითითების გარეშე, ვინმე შეძლებდა 66 რესურცენტრის უფროსის და 2270 დირექტორის იძულებას ამ ,,ატკატის’’ მოსაკრებლად?! 

 

ე) ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას იმის გამო, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, მიუხედავად დემოკრატიის ერთგულებისა და სამართლიანობის დამყარების დაპირებებისა, განათლების სამინისტროში კვლავ მოქმედებს ზონდერ ჯგუფი, რომელმაც განათლების სამინისტროს სისტემაში დანერგა ,,დასმენების ინსტიტუტი’’,  კორუფციული სქემები, პოლიტიკური ნიშნით დევნა და რეპრესიები, ნეპოტიზმი! 

 

სამინისტროში კორიუფციამ იმ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რომ გაჩნდა არაფორმალური თანამდებობა - „სამინისტროს კასირი“  და ვინ არის ,,ახალი ხაბეიშვილი’’?! ვინ და მინისტრის „პირველი ვეზირი?!“

 

სამართლიანობა აღდგენილია, თამარის სამართლიანობით ვიამაყოთ!!

 

ვ) ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თქვენი დუმილის, თქვენი პასიური პოზიციის გამო (თუმცა, ისიც აღსანიშნავია, თქვენგან უამრავ სალამსა და მოკითხვას რომ ვიღებთ!) ვწუხვართ იმ დამღუპველი ქართული მენტალობის გამო, რომელიც „სხვისი ხელით ნარის გლეჯვას“ ქადაგებს; იმ მენტალობის გამო, რომელიც პესიმიმისტურ „მაინც არაფერი გამოვა’’-ს გვიკიჟინებს, იმ არასწორი პარადიგმის გამო, უმოქმედოდ ღმერთისგან შველას და  მესიას რომ ველოდებით მუდამ! 

 

მოქმედების დროა! და არა წუხილი! გამოდით ისტორიის ავანსცენაზე -დაიბრუნეთ ღირსება, მივაღწიოთ ღირსეuლ ანაზღაურებას! 

 

გვახსოვდეს, რომ უფლებებს არ იძლევიან,  უფლებებს მოიპოვებენ!

 

პედაგოგთა საკორდინაციო ცენტრი