ცესკო პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს ერთ საათში გამოაცხადებს

ცესკო პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს ერთ საათში გამოაცხადებს

"საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია სავარაუდოდ ერთ საათში გამოაცხადებს.

 

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, ღამის 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

 

ცესკოში ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე, მადლობა გადაუხადეს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საარჩევნო პროცესის ხელშეწყობისთვის.

 

პარლამენტის შუალედური არჩევნები ორი ოქლში გაიმათა- საგარეოჯოსა და მარტვილში. საგარეჯოში კონკურენტები არიან - "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელი და "პატრიოტთა ალიანსიდან" - ირმა ინაშვილი; მარტვილში - "ქართული ოცნებიდან" სოსო დანელია, "პატრიოტთა ალიანსიდან" - ეთერ მეძველია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: