Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
4-11-2015, 15:40
ნანახია: 826

სანდრო ბრეგაძე: მოვითხოვ,დაიცვათ მართლმადიდებელთა ინტერესები!

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს მიმართავს. როგორც ბრეგაძემ "რეპორტიორს" განუცხადა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენილი "მკრეხელური ნახატის" გამო, სახალხო დამცველმა რეაგირება უნდა მოახდინოს:

 

"მივმართავ სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს! ბატონო უჩა, მთელმა მართლმადიდებელმა მრევლმა უდიდეს შეურაცხყოფად მივიღეთ ილიას უნივერსიტეტში გამოფენილი მკრეხელური ნახატი, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორ იკლავს თავს დედა ღვთისმშობელი. საქართველოს პატრიარქმა აბსოლუტურად მართებულად აღნიშნა, რომ მსგავსი შეურაცხყოფა ისტორიის მანძილზე არავის მიუყენებია ჩვენი რწმენისთვის, საერთოდ, ქრისტიანობისთვის. გასაგებია, რომ ყველა ხელოვანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და აქ საუბარი არ მაქვს ამ მკრეხელობის შემქმნელ ე.წ. მხატვარზე. ჩემი და მთელი მართლმადიდებელი მრევლის აღშფოთება მიმართულია ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს (მსგავსი პროვოკაციების გზით), ხელოვნურად გამოიწვიონ დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე და ამითი აღასრულონ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები.

 

ილიას უნივერსიტეტის რექტორატის ეს სამარცხვინო და პროვოკაციული ქმედება ცალსახად განხილულ უნდა იქნას რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და ამ საშინელების ავტორები უნდა მოცილდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

უნივერსიტეტის კედლებში არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც, იმის ნაცვლად, რომ ტოლერანტობას და ჰუმანიზმს ასწავლიდნენ ახალგაზრდებს, ქადაგებენ რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილს და უდიდეს შეურაცხყოფას აყენებენ მთელ საქართველოს მოსახლეობას. დიახ! მათ, ვინც შეურაცხყო დედა ღვთისმშობელი, პასუხი უნდა აგონ, უნდა მოსცილდნენ სტუდენტთა აღზრდას, რადგან ასეთი დეგრადირებული აზროვნების ადამიანები თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით უდიდეს ზიანს აყენებენ ჩვენს ქვეყანას.

 

ბატონო სახალხო დამცველო! თქვენ ფრიად ოპერატიული ბრძანდებით სხვადასხვა უმცირესობების, სექტების და სხვა სახის ჯგუფების დაცვის საქმეში, ამიტომ მოვითხოვ, რომ გამოიჩინოთ ანალოგიური ოპერატიულობა და დაიცვათ მართლმადიდებელთა ინტერესები, დააყენოთ ილიას უნივერსიტეტის რექტორატის პასუხისმგებლობის  საკითხი, რადგან ცალსახად ნათელია, რომ  ყოფილი რექტორის გიგი თევზაძის და "ნაცმოძრაობის" ეს სექტა შეგნებულად აღვივებს და ნერგავს რელიგიურ ექსტრემიზმს", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.