Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
5-11-2015, 15:35
ნანახია: 752

ნიკოლოზ მჟავანაძე: ეს ფირები შეიძლება უკრაინული სამართალდამცავების ჩაწერილიც იყოს!

საინფორმაციო სააგენტო PIA-პირველის“ პრესკლუბში „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ ბრიფინგი ჩაატარა. ბრიფინგზე, მჟავანაძე ბოლო დროს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ბოლო დროს ყველა არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“, საუბრობენ იმაზე, რომ ეს ფირები არ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს ცნობილ საქმეში,  რაც სრული სისულელა.

 

„იმის თქმა, რომ ეს ფირები არ შეიძლება მტკიცებულებად მივიჩნიოთ, ეს არის სრული სისულელე. ვინაიდან ჯერ-ჯერობით არ არის გარკვეული აღნიშნული მასალების წარმომავლობა და მისი მოპოვების იურიდიული მხარე.“

 

მჟავანაძე არ გამორიცხავს იმას, რომ ეს ფირები ჩაწერილია უკრაინული სამართალდამცავების მიერ, რადგან მიხეილ სააკაშვილს აქვს გარკვეული დაპირისპირებები სახელმწიფო სტრუქტურებთან:

 

„ჩვენ არ ვიცით არის თუ არა უკრაინაში  სააკაშვილზე საქმე აღძრული. ხომ შეიძლება მასზეც იყოს უკრაინაში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საქმე აღძრული? ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის პრემიერ-მინისტრ, იეცენიკის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ სააკაშვილს კარგი რეფორმები რომ ჰქონოდა, ის საქართველოდან არ წამოვიდოდა, ანუ მას აქვს გარკვეული დაპირისპირებები სახელმწიფო სტრუქტურებთან. აქედან გამომდინარე გასარკვევია ის, რომ შეიძლება ეს მოსმენები უკრაინული სამართალდამცავების გაკეთებული იყოს“.

 

მჟავანაძეს უკვირს სახალხო დამცველის,  უჩა ნანუაშვილის პოზიცია, მისი თქმით: „ვერ ვხვდები ასე რატომ „აპრავებს“ „ნაციონალური მოძრაობის“  განცხადებებს სახალხო დამცველი და რა უფლებით აცხადებს, რომ ეს უკრაინული სააგენტო უნდა დაიბლოკოს? როგორ შეიძლება სახალხო დამცველი რომელიმე საინფორმაციო სააგენტოს დახურვას  ითხოვედეს?! ეს იყო სიტყვისა და თავისუფლების შეზღუდვა და პრესაზე შეტევა!“- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

მედეა შელია