Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
13-11-2015, 11:58
ნანახია: 602

ნინო გვენეტაძე:არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ორიენტირებულია ბავშვთა ინტერესზე

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ორიენტირებულია ბავშვთა საუკეთესო ინტერესზე, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს შვიდი ქვეყნის დელეგაციები ეცნობიან. 

 

ნინო გვენეტაძის განმარტებით, მართლმსაჯულების ინტერესი გარკვეულწილად უკანა პლანზე არის გადასული და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის დაცული, როგორც სისხლის სამართლის წარმოების პროცესში, ასევე ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენის მიმართაც. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნული კანონმდებლობა გაეროს მოდალური კანონმდებლობის მოდელზეა შექმნილი, თუმცა გათვალისწინებულია ქართული სამართლებრივი კულტურისა და იმ ტრადიციების არსებობის საჭიროება, რომელიც ქართულ რეალობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობას ყოველთვის თან ახლდა, თუმცა კანონმდებლობა გაბნეული იყო. ნინო გვენეტაძის განცხადებით, უმთავრესია კანონმდებლობის იმპლემენტაცია. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი როლი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპს უჭირავს. 

 

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციურ კოდექსს შვიდი ქვეყნის დელეგაციები ეცნობიან. 

 

კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ღონისძიებაზე იმყოფებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, UNISEF-ის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი და ევროკავშირის პროექტის "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი. ასევე კოდექსის გასაცნობად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ დელეგაციები უკრაინიდან, სომხეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და ბელარუსიდან.