Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
23-11-2015, 10:44
ნანახია: 710

უჭერს თუ არა მხარს მმართველი კოალიცია მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას?

 

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მმართველი კოალიცია მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს. გუშინ, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას არჩევის საკითხი.

 

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა:

 

"საპარლამენტო უმრავლესობის განწყობა მიმართულია იქეთკენ, რომ ირაკლი შოთაძეს მხარი დავუჭიროთ. ყველა პროცედურა გასავლელია. ვეცდებით, ეს მომავალი კვირის განმავლობაში მოვახერხოთ. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტს სამკვირიანი ვადა აქვს“.

 

კოალიციის წევრების თქმით,  საპარლამენტო უმრავლესობის განწყობა მიმართულია იქეთკენ, რომ მას მხარი დაუჭირონ. 

 

კანდიდატურის პარლამენტში წარდგენის შემდეგ განხილვები გაიმართება ფრაქციებში, ასევე უმრავლესობასა და უმცირესობაში.