რა მიზნით იმყოფებიან საქართველოში ევროკავშირის ექსპერტები?

რა მიზნით იმყოფებიან საქართველოში ევროკავშირის ექსპერტები?

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის ექსპერტები   იმყოფებიან. ვიზიტის ფარგელბში ექსპერტები საქართველოში კატასტროფების რისკების მართვის კუთხით არსებულ სიტუაციას შეისწავლიან, რის შემდეგაც შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. ასევე მოხდება რისკების შეფასების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, ანთროპოგენური და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შეფასება.

 

ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტები გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადრეული შეტყობინების სისტემებთან დაკავშირებულ ლაბორატორიულ კვლევებს გაეცნენ.

 

ევროკავშირის ექპსერტები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის - 112 მუშაობას ადგილზე გაეცნობიან.

შესაბამის რეკომენდაციებს ევროკავშირის ექსპერტები მომავალი წლის აპრილის თვეში წარმოადგენენ.

 

დელეგაციის წევრებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია შეხვდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: