Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
30-11-2015, 11:53
ნანახია: 553

საქართველოს ვიცე-პრემიერი  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ვიზიტით ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანთან საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის საკითხებში ფილიპ ჰამონდთან, დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან დევიდ ლიდინგტონთან, სახელმწიფო მინისტრთან ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში ფრენსის მოდისთან.

 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ასევე განიხილეს, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. 

 

დღეს, ლონდონში  საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის - „უორდროპის დიალოგი“ გაიმართება.

საქართველოს მხრიდან სტრატეგიულ დიალოგს მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კი ევროპულ საქმეთა მინისტრი დევიდ ლიდინგსტონი გაუძღვებიან.