ელიზბარ ჯაველიძე: იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი ავაზაკები მოღვაწეობენ, საქართველოში „ბედნიერებას“ არ შექმნის!

ელიზბარ ჯაველიძე: იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი ავაზაკები მოღვაწეობენ, საქართველოში „ბედნიერებას“ არ შექმნის!

„ივერიონს“ უკრაინის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვიცკის,ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე, აკადემიკოსი, ელიზბარ ჯაველიძე  ესაუბრა.

 

-ბატონო ელიზბარ, უკრაინის ყოფილმა მერმა, ლეონიდ ჩერნოვეცკმა საკუთარი პარტიის შექმნა დაანონსა. პარტიას სარკალური სახელიც გამოუძებნა „ბედნიერი საქართველო“

 

თქვენი აზრით, რა თამაშს თამაშობს ბატონი ჩერნოვეცკი, რომელიც თურმე საქართველოში ქველმოქმედებას ეწევა და ამ ალიბით ცდილობს ქართულ პოლიტიკაში შემსვლას?

 

-მე პირადად მისი პარტიის სქემას არ ვიცნობ და არც მისი საქართველოში რომელიმე მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შესახებ მსმენია რამე.

 

იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი ავაზაკები მოღვაწეობენ და განაგებენ, არავითარი სურვილი არ ექნება, რომ საქართველოში „ბედნიერება“ შექმნან! თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავიანთი ნაბიჯებით მთელს ერს შეურაცხყოფდნენ!

 

საერთოდ კი, უკრაინელებმა, ჯობია თავიანთ ქვეყანას მიხედონ, რომელიც დანგრეული და დაქცეულია და სახელმწიფო სახელმწიფოდ აქციონ. ხოლო, უკრაინელ ქველმოქმედებს და მოღვაწეებს ვურჩევდი, რომ მათი სურვილი- დამოუკიდებლობას მიაღწიონ- ეს ამერიკის მონობაში არ გადაერზარდოთ!

 

-ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უკრაინის ყოფილი მერი ივანიშვილის ადრე დაწყებული თამაშის გაგრძელებას აპირებს.

 

თქვენი აზრით, გახდება თუ არა იგი, ქართველი მილიარდერის საპირწონე და საერთოდ საჭიროა თუ არა ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქების შემოსვლა?

 

-ის ივანიშვილის საპირწონე არ იქნება და მის როლს ვერ ითამაშებს, რადგან მან უკრაინის მიმართ თავისი საქმე უკვე გააკეთა

!

სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს საქართველოში, ფულის „სიმაღლე“ გაიზარდა და ის ძალიან ფასდება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ცნობიერი ადამიანისთვის ფასობს მხოლოდ ერთი ღირებულება: სამშობლოს სიყვარული და სამშობლოსადმი თავდადება!

 

დღეს, ქართულ პოლიტიკაში არავითარი საჭოროება, ოლიგარქების შემოსვლისა არ არის!

 

-საზოგადოებაში უკვე საუბრობენ, რომ ჩერნოვეცკი სააკაშვილის დაკვეთის შემსრულებელია და საკუთარი აქტირუობით „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამს წყალს...

 

-როგორც არ უნდა იაქტიუროს ჩერნოვეცკმა, მე ნაკლებად მჯერა იმისა, რომ ის სააკაშვილის დაკვეთას ასრულებს.

 

მაგრამ, რა უფლება აქვს მას, თუნდაც საქართველოს მოქალაქე იყოს, უცხო ქვეყანაში დააფინანსოს ესა თუ ის პოლიტიკური მოძრაობა? 

 

ეს კონსტიტუციით უნდა იყოს აკრძალული და ყველა ის თანხა, რომელიც მოძრაობს ამა თუ იმ პარტიის დასაფინანსებლად უნდა გადამოწმდეს. არავითარი მორალური და სამართლებრივი უფლება, არცერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, აქაური პარტიების დაფინანსების არ აქვთ!

 

ჩერნოვეცკი ვინაა საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში შემოიჭრას და ხარჯოს ის ფული, რომელიც მისი არაა? ეს იქნება ამერიკისა თუ დასავლეთის თანხები.

 

ხოლო, თუ ის ცდილობს, რომ  სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს- ამით საქართველოს ვერანაირ სიკეთეს  ვერ მოუტანს! სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება, ქვეყნის დანგრევა და დაქცევა იქნება!

 

-ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის ვინ იქნებიან ჩერნოვეცკის თანამოაზრეები და რა გუნდის შეკრებას აპირებს იგი. მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს, ბუნებრივია, ასეთი უცხო ელემენტის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა ქვეყანას კარგს არაფერს არ მოუტანს...

 

თქვენი კომენტარი...

 

-ის ქართულ პოლიტიკაში ვერ შემოვა. მის გარშემო, ალბათ ხუთი კაცი თუ შეგროვდება...

 

თუმცა, მეც ძალიან მაინტერესებს, თუ ვინ დაუდგება მას გვერდში.

 

მაგრამ, დღეს „ნაცები“  ისე არიან გაკადნიერებულები, რომ ყველა გზას ნახულობენ, რათა ქვეყანაში არეულობა და შფოთი შემოიტანონ! 

                 

                            ესაუბრა მედეა შელია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: