Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
19-12-2015, 19:08
ნანახია: 937

გაერო: სირიაში, უახლესი 18 თვის განმავლობაში არჩევნები გაიმართება

სირიის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, უახლოესი 18 თვის განმავლობაში, ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

 

არჩევნები გაეროს ეგიდით უნდა ჩატარდეს.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება საშუალებას იძლევა მოხდეს ტერორისტების იზოლირება და სირია პოლიტიკური ცვლილებების გზას დაადგება.  

 

სირიის წარმომადგენელი გაეროში ბაშარ ჯაფარი აცხადებს, რომ ასადის ხელისუფლება მზად არის მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ბედთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.

 

მნიშვნელოვანია, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია სირიის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით.

 

დოკუმენტის მიხედვით, გაერო ვალდებულებას იღებს დამასკოსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს ეს პროცესი.