Iverioni
«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ივნისი 2019 (3)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
6-01-2016, 19:01
ნანახია: 1014

საქართველოს ერთი კვირის პოლიტეკონომია 30.12.2015 – 6.01.2016

 

 

მიხეილ ჯიბუტი,

„ქართული პლატფორმა“

 

30.12.2015- ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაატარა მთავრობის სხდომა.

 

სხდომის ოქმი, ანოტაცია, დღის წესრიგი, მიმოხილვა არ გამოქვეყნებულა.

 

ასეთი პრაქტიკა დაძლეულ იქნა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილთან, მისი პრემიერობის დროს, ერთ-ერთ საჯარო შეკრებაზე ბიზნეს -ცენტრში , მთავრობის სხდომების დახურული ხასიათის შესახებ ავღნიშნე და მან დაავალა საკითხის გადაწყვეტა. ამის შემდეგ დაიწყო მთავრობის სხდომების დღის წესრიგის გამოქვეყნება.  მთავრობის სხდომების ღიაობისათვის ესეც არაა საკმარისი და მისი გაზრდის ნაცვლად მიღწეულზე მაინც არ უნდა ითქვას უარი. 

 

 

31.12.2015 - პრემიერ- მინისტრმა საახალწლო მიმართვაში ქვეყანას დაპირდა, რომ „საქართველო შესაძლებლობების ქვეყანა გახდებაო“. ეს პოზიცია მიუღებელია. საქართველო იყო, არის და იქნება შესაძლებლობების ქვეყანა. მთავარია თუ როგორ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს.

 

31.12.2015 -გათოვდა მთელ საქართველოში  და  თოვლი გახდა მთავარი პრობლემა მთავრობის საქმიანობაში.

 

აქ გამოჩნდა ხელისუფლების - ცენტრალურის, თუ რეგიონულის ეფექტიანობის პრობლემა. რატომ დარბის მთელი მთავრობა თოვლის გასაწმენდად? ამისათვის მოწოდებული სამსახურები რას აკეთებენ? თუ ეს არის თავის გამოჩენის შანსი? სინამდვილეში ეს მიუთითებს იმაზე , რომ სახელმწიფო მანქანა ცუდად მუშაობს. ყველამ თავისი საქმე უნდა იცოდეს და უნდა აკეთოს.

 

რა მოხდა? ზამთარში თოვლი მოვიდა. მაისში რომ მოსულიყო შეიძლება განსაკუთრებული რამ ყოფილიყო. შახ აბასი ხომ არ შემოგვსევია მოულოდნელად, რომ „მხედარმთავრები“ გავარდნენ დასახვედრად? მაგალითის საჩვენებლად? თუ მინისტრი თოვლს წმენდს-ვინ მინისტრობს? და თუ მნიშვნელობა არ აქვს მინისტრი სად იქნება, ეს ხომ არაა ნიშანი იმისათვის, რო ვიკითხოთ: ასეთი მინისტრი/სამინისტრო საჭიროა?

 

სხვა რაიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოლიტეკონომიური აქტივობა არ ყოფილა.

 

ახალი წლის შემდეგ პრემიერ მინისტრს არც ერთი ბრძანება არ გამოუცია. (http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=436:    ნახვა 6.01.2015)

 

არც პრეზიდენტს გამოუცია განკარგულება ამ ხნის მანძილზე.  https://www.president.gov.ge/ge/PressOffice/Documents/LegalActs:  ნახვა 6.01.2015)

 

 

1. 01.2015 - ძალაში შევიდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონებში „მუდმივად მცხოვრებლის სტატუსის“ შემოტანით მაღალმთიანი რეგიონების  რეზერვაციის მსგავს რაღაცას უქადის მთიელებს. ვნახოთ-პრაქტიკა გამოაჩენს ქართველ კანონმდებელთა ამ ნოვაციის პროგრესულ-რეგრესულობას.

6.01.2015-  გიორგი კვირიკაშვილმა აშშ  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან პრემიერის რანგში პირველი შეხვედრა გამართა.