გაამარტივებს თუ არა გერმანია უცხოელ კრიმინალთა დეპორტაციის პროცედურებს?

გაამარტივებს თუ არა გერმანია უცხოელ კრიმინალთა დეპორტაციის პროცედურებს?

გერმანია უცხოელ კრიმინალთა დეპორტაციის პროცედურებს გაამარტივებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა. მისივე თქმით, იმ პირებს, ვინც სექსუალური სახის დანაშაულში იქნება მხილებული, ლტოლვილის სტატუსი საერთოდ ჩამოერთმევათ. საემიგრაციო პროცედურების გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ახალი წლის ღამეს კიოლნში ასობით ქალბატონს დაესხნენ თავს. თავდამსხმელთა უმრავლესობა მიგრანტი იყო. მომხდარის გამო კიოლნში, ლაიფციგში, დრეზდენსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: