Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
28-01-2016, 13:54
ნანახია: 1374

ანა მიქელაძე: გარდაბანში უმნიშვნელო პროცედურული ხარვეზები დაფიქსირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე უმნიშვნელო პროცედურული ხარვეზები დაფიქსირდა. 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა მედიას ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ გააცნო და აღნიშნა, რომ მოცემული დროისთვის აქტივობამ 11% შეადგინა.  მისივე თქმით, გარდაბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 71, 847-ია.

 

„მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც დაიწერა რამდენიმე საჩივარი. ამ ეტაპზე ტექნიკური ხარვეზების უმრავლესობა აღმოფხვრილია“, - აღნიშნა  მიქელაძემ.  

 

მისივე თქმით, ცალკეული უბნებიდან შემოვიდა ინფორმაცია, დამკვირვებლების მხრიდან მცდელობაზე, ზეგავლენა მოახდინონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე

 

„მოვუწოდებთ დამკვირვებლებს არ ჩაერიონ კომისიების მუშაობაში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვას“, - განაცხადა მიქელაძემ.

 

გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო "ქართული ოცნებიდან" გოჩა ჯამარაული.