Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
29-01-2016, 11:25
ნანახია: 755

თინა ხიდაშელის განმარტებით ვისთან უნდა განიხილებოდეს სამხედროებთან დაკავშირებული საკითხები?

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, საერთაშორისო მისიების მუშაობაში რამდენიმე ტექნიკური ცვლილება.

 

თინა ხიდაშელის განმარტებით, საკითხი შეეხება იმ ფუნქციების მოდიფიკაციას, რომელსაც ქართველი სამხედროები ახორციელებენ.

 

მინისტრი მიიჩნევს, რომ ყველა საკითხი, რომელიც სამხედროებს შეეხებათ, პრეზიდენტთან უნდა განიხილებოდეს.

 

,,პატარა ცვლილებები გვინდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეები უფრო უკეთესად გრძნობდნენ იქ თავს. თავად მისიების მანდატი განსაზღვრულია ქვეყნის პარლამენტის მიერ. ყველგან ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ახლა მიმდინარეობს ამ მანდატების გადახედვა. მოგეხსენებათ, თებერვალში არის ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი, სადაც ერთ-ერთი თემა სწორედ RSM იქნება, მისია რომლითაც ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთში და უშიშროების საბჭოს უნდა მოვახსენო ყველა იმ დისკუსიების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს”, - აღნიშნა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს ასევე მოახსენებს ავღანეთში ვიზიტის შესახებ, რომელიც ორი კვირის წინ შედგა და სწორედ მაშინ ჰქონდა ადგილი სამხედროების მხრიდან საუბარს, მათ შორის პრობლემურ თემებზე.