Iverioni
«    აპრილი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აპრილი 2018 (8)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
23-02-2016, 10:25
ნანახია: 1122

ზვიად ნოდია - მაინტერესებს: ეკლესიას იცავენ ჩემგან ეკუმენისტები, თუ - ეკუმენიზმს ეკლესიაში?!

თქვენ როგორ გგონიათ - რას იცავენ ეკუმენისტები ეკლესიაში? ცხადია ეკუმენიზმს... ე.წ. „საღვთისმეტყველო ცენტრი“ ისეთივე ეკუმენისტური ცენტრია - ეკლესიაში, როგორც ე.წ. „თავისუფლების ინსტიტუტი“ - სახელმწიფოში. 

 

რა სანდოობას გამოელით მათი იმ განცხადებიდან, რომელიც ჩემი მამხილებელი წერილის გასანეიტრალებლად გაავრცელეს? 

 

ეკლესიის ულტრალიბერალურ ცენტრს კი არა, თვით საპატრიარქოს რომ გაეკეთებინა იგივე განცხადება, მსოფლმხედველობრივად ზრდასრულ მკითხველს ისედაც მოეთხოვება თავად გაერკვეს მტყუან-მართალში... 

 

სხვა რა განვაცხადო, ისეთ ვითარებაში, როცა ეკლესია ყოფნა-არყოფნის წინაშეა და ეკუმენისტების გარდა, ხმას არავინ იღებს:  ვისია ეს ეკლესია - მართლმადიდებლების თუ ფსედომართლმადიდებელი ეკუმენისტების, ანუ მწვალებლების?!... 

 

მართლმადიდებლები ხმას არ იღებენ, ალბათ(და წესით) ჩემს წერილს ეთანხმებიან... თუმცა, მათი დუმილი სხვის წისქვილზე ასხამს წყალს და აჰა, ისარგებლეს კიდეც ეკუმენისტებმა(როგორც ყოველთვის)... სწორედ მათ, ვისაც კუდი აეწვათ,  გაილაშქრეს პირადად ჩემზე, თორემ - თუ „მემორანდუმის“ დეზინფორმაციულობას ებრძოდნენ, ჩემი წერილის გარეშე   უნდა მიეთითებინათ მხოლოდ „მემორანდუმი“; 

 

ლოგიკურია, რომ ის საკითხები, რაც მანდ მაქვს თავმოყრილი, დღეს უფრო აქტუალური და გამოსასწორებელია, ვიდრე, ყურადღების გადატანა იმაზე, რა იქნება ხვალ, ანუ - დეზინფორმაციაა თუ სწორი ინფორმაცია „მემორანდუმში“; შესაბამისად, ამას კი არა, იმას უნდა გამოხმაურებოდნენ, რასაც ჩემი წერილი ეხება! 

 

თუმცა, პირდაპირ წინააღმდეგობას  ვეღარ ბედავენ, რადგან, ერეტიული ფაქტები ზედაპირზე ტივტივებს და შემოვლითი გზებით, ანუ „მემორანდუმზე“ ჯოხის გადატეხვით   ჩემი წერილის განეიტრალება სცადეს... 

 

ერთი რამ ცხადია: ასეთი იაფფასიანი ხრიკები, მათ უსუსურობას და ფარისევლობას - ხაზგასმით ააშკარავებს! 

 

ჩემმა წერილმა - „რას მალავს მერვე მსოფლიო კრება“ (http://iverioni.com.ge/15875-zviad-nodia-ras-malavs-merve-msoflio-kreba.html). იმდენად დიდი შეშფოთება გამოიწვია ეკუმენისტურ წრეებში, რომ  მათ განგაშს -„სიცრუეა, არ დაუჯეროთ, ცილისწამებააო“... - რეალურად სწორედ ეს სარჩული უდევს. 

 

მათ ეშინიათ, დროზე ადრე არ გამჟღავნდეს ის, რომ:  თვითონ უწევენ დისკრედიტაციას ეკლესიას, იმით, რომ მართლმადიდებლობას ანაცვლებენ ეკუმენიზმით; რომ - ეკუმენისტებმა, რომის პაპთან უკვე შეათანხმეს - ქრისტიანული სახელწოდების, მაგრამ მწვალებლური ეკლესიების გაერთიანება მართლმადიდებლობასთან და სადავო მხოლოდ „პრიმატის“ პრობლემა დარჩათ;  რომ, თუ ეკუმენიზმის დასაგმობად და შესაჩვენებლად არ იკრიბება ეს კრება, მაშინ ასეთი ეკუმენისტურ - მართლმადიდებლური ერთობის დაფიქსირება ნიშნავს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიისთვის „კანტროლკის“ დასმას და ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა გადასვლას კატაკომბურ მდგომარეობაში და - ა.შ. და - ა.შ... 

 

სწორედაც, რომ მათ გამოსაფხიზლებლად წერდა 20-ე საუკუნის დასაწყისში ბერი ეპიფანე თეოდორუპულოსი ეკუმენისტ პატრიარქს ათინაგორას: „ნამდვილად გიყვართ კი ერეტიკოსები? არა! რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჩვენ - „ფანატიკოსებს“ და „ჩამორჩენილებს“ უფრო გვიყვარს ისინი, ვიდრე თქვენ და თქვენს თანამზრახველებს... და აი, რატომ: თქვენი სიყვარული არაა ჭეშმარიტი, არამედ ზედაპირული და მოჩვენებითია; ის არ არის ზეგარდამოვლენილი, არამედ  მიწიერი, მშვინვიერი და ეშმაკეულია. გულწრფელად და დანამდვილებით ვის უყვარს სნეულებაში მყოფნი - მას, ვინც ეუბნება- შენ ჯანმრთელი ხარ და რაღა გინდაო?.. რითაც კიდევ უფრო ამძაფრებს ავადმყოფობას და იწვევს ადრეულ სიკვდილს, თუ - მას, ვინც მიუთითებს სნეულებაზე და აუკრძალავს სნეულს მავნე საკვების ჭამას. როდესაც ჩვენ ვეუბნებით ერეტიკოსებს - სახიფათო გზით მიდიხართო - გვაქვს იმედი, რომ გავაღვიძებთ მათში მიძინებულ სინდისს და მისწრაფებას - ეძიონ ჭეშმარიტება.  თქვენნაირები კი აცხადებთ - მართლმადიდებლებსა და ერეტიკოსებს შორის არანაირი სხვაობა არააო, რითაც ადუნებთ და ატყუებთ მათ  და ჭეშმარიტ გზას უკეტავთ“. 

 

გამომდინარე აქედან,  ჩვენ სხვა რაღა ვიღონოთ, თუ არა მხილება, აღთქმისამებრ უფლისა - „თქვენი ენით მე ვილაპარაკებო“...   

 

საიტი - „წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი“ მიიჩნევს, რომ „მემორანდუმი“ დოკუმენტური ფაქტი კი არა - დეზინფორმაციაა. 

 

თუ ასეა,  თავად დაეპირისპირებინათ დოკუმენტური ფაქტები ამ წყაროს ოფიციალური უარყოფის შესახებ. მათ, რომც დაედოთ რაღაც „წყარო“, რომ მსგავსი მემორანდუმი არსად მიუღიათ და ეს მხოლოდ ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია, შეთითხნილი სიცრუე იქნებოდა, ვინაიდან, ყოველივე ის, რაც მასშია აღწერილ-გაწერილი, წინასწარმეტყველებების მიხედვითაცაა მოსალოდნელი და შესაბამისი კონტურებიც კარგა ხანია იკვეთება - საერთაშორისო რელიგიისა და გლობალისტური მსოფლიოს მოწყობისგან. 

 

როგორც „ცენტრისტები“ თვლიან დეზინფორმაციად ამ საკითხს, ასევე მე ვთვლი, რომ - სარწმუნოა, მაგრამ მათგან განსხვავებით,  მე არ ვამტკიცებ ინფორმაციის მტყუან-მართლობას, ამას არ ეძღვნება ჩემი წერილი, არამედ - საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გუშინდელისგან ერთობ წარმოუდგენელი და დღევანდელობაში რეალიზებული (სხეულში ჩიპიზაცია, ანუ - დამატებითი, ელექტრონული „ბუნების“ ჩამონტაჟება და რობოტივით მართვა კაცობრიობისა!   ყურით მოთრეული - სოციალური სქესის, ანუ გენდერული სქესის ჩამატება - ბიოლოგიურ სქესში, ისევე როგორც, ყურითმოთრეული - „ელექტრონული ადამიანისა“; გეების სამოქალაქო პარტნიორობის და რელიგიური ქორწინების აღიარება და ბავშვთა უფლებების ხელყოფა მათზე მიშვილებით; არანორმალური სექსუალური აღზრდა მცირეწლოვანთათვის; ქალების მღვდლად ხელდასხმა და მისთანები...) მიუღებელი ფაქტებისდა კვალდაკვალ ვვარაუდობ, რომ მსოფლიო კრების მერე მოსალოდნელია თავს დაგვატყდეს „მემორანდუმის“ სცენარის განხორციელება. „დროის ნიშნებით“ გამოცნობა თუ ვარაუდი, სულ სხვა რამაა და ხსენებული „ცენტრის“ ჩემი წერილისადმი „ქრისტემტყუვრობის“ დარქმევა - სულ სხვა! ქრისტემტყუვრები თავად ეკუმენისტები არიან, რამეთუ მართლმადიდებლობას ანაცვლებენ ფსევდომართლმადიდებლობით და ფაქტობრივად ერთ ეკლესიაში ორი სხვადასხვა ეკლესიაა: ისინი ეკუმენისტური ეკლესიის აშენებას ცდილობენ ამ ეკლესიის ნანგრევებზე, რის გამოც გახლავან ციხის შიგნიდან გამტეხი სქიზმატები, მართლმადიდებლობის დამანგრევლები და და მის მაგივრად ეკუმენისტურ-ნეოწარმართული ბომონის აღმმართველნი; ესენი არიან „ორი ბატონის“, ანუ - შეუთავსებლის შემთავსებელი მოძალადეები, მსგავსად ორი ქალისა, რომელთაგან ერთი ნამდვილი დედაა, ხოლო მეორე - დედინაცვალი და მხოლოდ იმიტომ ეპატრონება ბავშვს, რომ დედამ ხელი გაუშვა, რათა შუაზე არ გაეგლიჯათ ბავშვი...  

 

მართლმადიდებელი ეკლესიის მართლმემკვიდრენი ეკლესიას ვექაჩებით ქრისტესთან ერთობისკენ, მაშინ, როცა მოდერნისტ-რეფორმისტები ანტიქრისტესკენ ექაჩებიან და ამას მძლავრობად კი არ თვლიან, არამედ, არქმევენ:  ეკლესიის ონტოლოგიურ ბუნებას - სიყვარულს, რომელსაც, ცხადია, არასწორად იყენებენ  მოუნანიებელ-გამოუსწორებელი მწვალებლებთან გასაერთიანებლად და ხელისშემშლელ მართლმამხილებელთა განსაკვეთად(სიყვარულის სახელით); რეალურად ესაა - უქრისტეოდ გაერთიანება პლანეტარულ რელიგიაში. 

 

ეკუმენისტურ ეკლესიას არ ჰყავს არც - წინაპარი - პავლე მოციქულისა და წმიდა მამების სახით, ანუ ზეციური მოზეიმე ეკლესია და არც ქრისტეა ეკუმენისტების თავი, რადგან, არ წარმოადგენენ მის მისტიურ სხეულს. 

 

მათი „ნაყოფი“ კი, ჭეშმარიტად უსჯულოების შეთქმულების საიდუმლოს ნაყოფია („ხე ნაყოფით შეიცნობა“) და რა არის სამარჩიელო, რომ სწორედ ეკუმენიზმია - მხეცის ნიშანი, ანუ ანტიქრისტეს ბეჭედი - სიმბოლო ცრუ ეკლესიისა, ქრისტემტყუვრობისა. აი, სადამდე მიიყვანა საქმე  იერარქთა მღვდელმოქმედებითმა ერეტიკოსობამ და მათი საქმეების გამპრავებელმა ვირტუალურმა „ანტიეკუმენისტებმა“, რომლებიც „იკონომიურ პედაგოგიკას“ არქმევენ ეშმაკთან კომპრომისს. 

 

და მაინც:  მთავარი დამნაშავენი სწორედ მოდერნისტი „ღვთისმეტყველები“ ბრძანდებიან, რომლებმაც მწვალებლური „ახალი მართლმადიდებლობის“ ქადაგებით გააბედინეს იერარქებს დიდისჯულისკანონის დამრღვევი მღვდელმოქმედება. 

 

„ცენტრი“ დიდწილად განაპირობებს და წაახალისებს იმას, რომ უმაღლესი ხარისხის მპყრობელი იერარქები ერეტიკოსებთან თანამლოცველობისთვის ფეხქვეშ თელავენ - წმიდა გადმოცემებისგან და წერილისგან, დიდი სჯულისკანონისა და სულიწმიდით განბრძნობილი მამებისგან აკრძალულ ტრადიციას, რის გამოც ისევე არიან განკვეთილნი ქრისტესგან, როგორც ადამ და ევა სამოთხისგან; სწორედ ამის გამოა მათი თავგამოდება აფერისტული: აქაოდა „მემორანდუმი“ არის ფეიკი და სრული დეზინფორმაცია და მისი გამავრცელებლები ამით ცილს წამებენ და ლაფში სვრიან სასულიერო პირებსო... 

 

მთელი ჩემი სტატია (და საერთოდ ჩემი ანტიეკუმენისტური მართლმამხილებლობა!) სწორედაც ეძღვნება ეკუმენისტებისგან ეკლესიის ლაფში თხვრის შეწყვეტის მოთხოვნას; წერილში ზუსტად ისაა ასახული, რასაც საფუძველი ჩაუყარეს ერესიარქებმა თავიანთი თანამშრომლობით მწვალებლებთან. სწორედ მათ, თავიანთი ხანგრძლივი ურთიერთობებით და დიალოგებით მოამზადეს პირობები საიმისოდ, რაც „მემორანდუმში“ დირექტივებადაა ასახული და დროში გაწერილ ვადებში რეალიზდება;  

 

„მემორანდუმმა“ მხოლოდ დააფიქსირა ეს აპოკალიფტური პანორამა და საკითხავი ისაა - „ცენტრს“ გული გაუსკდა ამ შემზარავი რეალობის გამო, თუ იმის გამო, რომ მათი წილიც დევს ამ რეალობაში და ეშინიათ დროზე ადრე არ იხუვლოს ხალხმა...  

 

ასეთ - ამდენი სამხილები და „დროის ნიშნები“ რომ ჰქონოდათ ნოეს თანამედროვეებს, ამათნაირად არ მოიქცეოდნენ: „ვაი, შენ, კაპერნაუმ, ვაი, შენ, ქორაზანო, და ვაი, შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში და სოდომში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ და ამ დღემდე მოაღწევდნენ. მაგრამ, გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და სიდონს და გომორს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.“ (მათე 11; 21,22,23);  

 

ხოლო, თუკი ასე ეშინიათ ანტიქრისტესი და შორს სურთ გადასწიონ ანტიქრისტული პერიოდი, მაშინ, რაზედ გადმოიწვიეს იგი, რად მოხადეს ხუფი „პანდორას ყუთს“?!... 

 

ეს იმის ბრალია, რომ არ ესმით და შესაბამისად, არასწორად აქვთ მორგებული მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა უწინარესად გახლავთ მართალი ღმერთის და მისი წესების მართლმემკვიდრეობა. ამათ კი, მართალ მამათა ქრისტეანობაზე დიდი „ქრისტიანობა“ მოინდომეს და მწვალებელ „ქრისტიანთა გაერთიანებას“, ანუ ანტიქრისტეს რელიგიას ჩაუყარეს საფუძველი. მათი მამხილებლებია თანამედროვე მამები: ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ისევე როგორც სერაფიმ როუზი) ამტკიცებდა, რომ ეკუმენიზმში ერთადაა თავმოყრილი ყველა ძველი ერესი და რაღაა მათთან სადიალოგო: „ სიცრუის დიალოგიც არსებობს, როცა შეუგნებლად ან გაუთვითცნობიერებლად ურთიერთცილისმწამებლობენ; ასეთი დიალოგი „სიცრუის მამას“ ახასიათებს (ინ. 8, 44) და ასევე მის ნებსით თუ უნებლიედ თანამოსაქმეებს, მსურველებს, ბოროტის შემწეობით ეწიონ თავიანთ კეთილდღეობას და სიცრუის დახმარებით მივიდნენ თავიანთ „ჭეშმარიტებამდე“...“; 

 

ნეტარხსენებული მამა სპირიდონი (ბილალიჩი) ამბობდა - „ეკუმენიზმი 20-ე საუკუნის ყველაზე დიდი მწვალებლობაა, რომელიც ქადაგებს დოგმატურ, რელიგიურ სინკრეტიზმს და მიილტვის ქრისტიანული და სხვა აღმსარებლობების პანრელიგიური გათანაბრებისკენ, რაც მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს მართლმადიდებლობისთვის“. 

 

მონაზონი არსენი (ვლიანკოფტი), თეოლოგიის დოქტორი: „ქრისტიანთაშორისი და რელიგიათაშორისი სინკრეტიზმი სრულიად საწინააღმდეგო და შეუთავსებელია ეკლესიის თვითშეგნებასთან და ცვლის (ანაცვლებს) მის ხასიათს „რელიგიათშორისი სულით“, რადგან, რეალურად შლის მართლმადიდებლობასა და  მწვალებლობებს შორის არსებულ საზღვრებს. 

 

ეკუმენიზმი სინკრეტიზმის გზით ჯიუტად ამტკიცებს, რომ ეკლესიის საზღვრები უცნობია და რომ მართლმადიდებელი ეკლესია - ერთის მხრივ და სხვა ქრისტიანული აღმსარებლობები - მეორე მხრივ, შეადგენენ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, რაც რაღათქმაუნდა, ეკლესიოლოგიური მწვალებლობაა და ჩვენი მართლმადიდებლური თვითშეგნების წინაღმდეგაა მიმართული.

 

სინკრეტიზმი, რომლის ფარგლებშიც „ეკუმენური დელიკატურობით“ იხვეწება ქრისტიანთაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგები, რათა „ეკუმენიზმის სულმა“ იმძლავროს, ფაქტობრივად იკარგება მწვალებლობის არსი, იცვლება ადამიანთა ნამდვილი ერთობის საფუძველი ჭეშმარიტებაში, ანუ ქრისტეში და, დოგმატური განსხვავების მიუხედავად, ერთობის სხვა მოდელს, ანუ - არაჭეშმარიტებას ირჩევენ. 

 

„ერთობლივი საქმიანობის“ ერთად წარმართვის მოდელი ეს არის ანტროპოცენტრიზმის მოდელი, რადგან ერთობის ცენტრს წარმოადგენს არა ღმერთკაცი ქრისტე, არამედ საჭმლისმომნელებელი ადამიანი.“  და, განა სხვა რამაა დაფიქსირებული „მემორანდუმში“? 

 

თუ, სწორედ ისაა დირექტირებული, რასაც „ცენტრი“ ემსახურება, რაც საკუთარი ხელებით მოამზადეს! 

 

ამიტომაც არიან ეს „ღთისმეტყველები“ და ერესიარქები ეკლესიის შიგნითა მტრები, ანუ, სქიზმატები - ქრისტესა და მორწმუნეებს შორის, ზუსტად მათ შემოაქვთ შფოთი და განხეთქილება ეკლესიაში, თანახმად სახარებისა - „შეგაგონებთ ძმანო, მოერიდეთ და ზურგი აქციეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, ვინაიდან, ისინი ემსახურებიან არა ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, არამედ, თავიანთ სტომაქს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს“ (რომ. 16: 17-18). 

 

ასეთების გამოისობით - მართლმადიდებლობაში და მისი მტრის - მოდერნიზმის მაქინაციებში გაურკვეველ ხალხს ეკუმენიზმი ჰგონია ჭეშმარიტ ქრისტიანთა ერთობა, სინამდვილეში კი ესაა, ღმერთის სიტყვისა და სჯულის ისეთივე პაგანიზაცია, როგორიცაა: უცხო რელიგიები, სქიზმები, სექტები, ერესები... და ამ ყველაფრის, თავიანთი ცოდვა-ცდომილებებიანად გაერთიანებას მართლმადიდებლობასთან მოითხოვს - პლანეტარული რელიგია, რასაც ამზადებენ ესენი - ეკუმენიზმით და რაზედაც საუბარია “მემორანდუმში“...  

 

„კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ“ - დარწმუნებული ბრძანდებოდნენ, რომ ყოველი საღად მოაზროვნე მართლმადიდებელი უმალვე განემიჯნება მათ საიტს, ხოლო, სიმართლე და მართალი კაცი კი, რაც არ უნდა ჩქმალონ და ებრძოლონ მას-- მაინც გაიკვლევს გზას ქრისტე-ღმერთის დაპირების მიხედვით - „თქვენს უძლურებაში გამოვავლენ ჩემს ძლიერებას...“ მე არ მეამპარტავნება და ვგანგაშებ მხოლოდ იმისთვის, რათა მართლმადიდებლებს არ დაეკარგოთ ღმერთთან კონტაქტი; ჩემი ზნეობრივი პასუხისმგებლობა მაიძულებს არაკომფორტულ რისკზე სვლას - ანტიეკუმენისტურ თვითკრიტიკას ეკლესიის შიგნიდან, ანუ ჩვენი ეკლესიის ეკუმენისტურ კურსში ხალხის გაცნობიერებას და სამაგიეროდ, კერპთაყვანისმცემლებისგან თავსდატეხილი რისხვის გამკლავებას... 

 

რატომ უნდა იყოს ყველა ერთ ჭკუაზე, სადმე ხომ უნდა შენარჩუნდეს ჭეშმარიტება, ხომ არ შეიძლება ყველაფერი გადაადნო და რასაც მიიღებ, იმას დაარქვა ჭეშმარიტება?!  

 

ეჭვიც არ მეპარება, რომ წმინდა ანტონი დიდმა ცხვრის ტყავში გახვეული მგელ-ეკუმენისტები იხილა: „...სულგანაბული და მიყურადებული ბერი დიდხანს ვერ მოწყდა ჩვენებას, რომელსაც შეშფოთებული ძმები ვერ ხედავდნენ და როცა შემობრუნდა, მუხლი მოიყარა, შეძრწუნებული თრთოლვით ლოცვას შეუდგა და განუწყვეტლივ ტიროდა. ძალიან შეწუხდნენ გარშემომყოფი ძმები , შეუდგნენ მის დაწყნარებას და თხოვნას, ეამბნა თუ რა იხილა წმიდანმა. ბერი მოუბრუნდა მათ და კვლავინდებური სულთქმით შეუდგა მოყოლას - „ეჰა, შვილნო ჩემნო, სიკვდილი მიჯობდა ამის ნახვას; ეკლესიას ელოდება დიდი რისხვა და ისეთი კაცების ხელში გადაცემა, რომლებიც არიან პირუტყვთა მაგვარნი, რომლებიც საუფლო ტაბლას ჯორებივით შემოჯარვოდნენ და პირუტყვების უზნეო წესისამებრ მიდგომოდნენ და წიხლავდნენ წმინდა საკურთხეველს და ამ დროს მომესმა ხმა ზეციდან - საძაგელ იქმნეს საკურთხეველნი ჩემნი!“

 

აწ კი, ეს ყოველივე შეადარეთ მღვდელსქიმმონაზონ კუკშას წინასწარხედვას: „დადგება უკანასკნელი ჟამი, მალე იქნება ეკუმენური კრება, სახელწოდებით „წმინდა“, მაგრამ ეს ის მერვეა, რომელიც იქნება უღმერთოთა შეკრება. მასზე ყველა სარწმუნოება გაერთიანდება, გააუქმებენ მარხვებს, ბერმონაზვნობა მთლიანად განადგურდება, ეპისკოპოსები დაცოლშვილდებიან, გაერთიანებულ ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარს შემოიღებენ. 

 

მღვიძარენი იყავით, ეცადეთ იაროთ ღვთის ტაძრებში, სანამ ისინი ჯერ კიდევ ჩვენია, მალე იქ ვეღარ ვივლით და ყველაფერი შეიცვლება. მხოლოდ რჩეულნი დაინახავენ ამას. ადამიანებს აიძულებენ ეკლესიებში სიარულს, მაგრამ ჩვენ იქ უკვე არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა ვიაროთ. გევედრებით, სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად იდექით მართლმადიდებლურ რწმენაში და იხსენით სულნი თქვენნი“...

 

მაგრამ საშიში არაფერია, როგორც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი გვასწავლის: „სრულდება წმინდა წერილის წინასწარმეტყველება, წარმართობიდან მოქცეული ერების ქრისტიანობისაგან განდგომის შესახებ. განდგომილება მთელი სიცხადითაა ნაწინასწარმეტყველები წმინდა წერილში, რაც ამტკიცებს იმას, რომ ჭეშმარიტი და უტყუარია ყველაფერი, რასაც წმინდა წერილი გვაუწყებს! აი, რატომაა, რომ ჭეშმარიტ მორწმუნე ქრისტიანს არ შეიძლება დაეუფლოს არავითარი პანიკა განდგომილების ამ მწუხარე სურათის განჭვრეტისას, ისიც, რატომღაც მეტად გულუბრყვილოდ და არაგონივრულად ეშინიათ ზოგიერთებს, რის გამოც ამჯობინებენ ვერ შეამჩნიონ განდგომილება და გაჩუმდნენ მის შესახებ; ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ხომ ეს ყველაფერი თავად ქრისტეს სიტყვებიდან იცის, რომ ეს ყოველივე მოსახდენია (მარკ. 13,7; ლუკ. 21,9), ამაზე არ უნდა დახუჭოს თვალი და მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოს მიმდინარე პროცესს, სწორად შეაფასოს და აწონოს ყველა მოვლენა“.