გიორგი გუგავა: ივანიშვილმა ღარიბაშვილს ჭიტლაყი ამოჰკრა და სახლში გაუშვა

გიორგი გუგავა: ივანიშვილმა ღარიბაშვილს ჭიტლაყი ამოჰკრა და სახლში გაუშვა

„ივერიონს“ ესაუბრება საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა

 

-ბატონო გიორგი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექს-პრემიერი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. შეცვლის თუ  არა ის წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების“ იმიჯს  უკეთესობისკენ?

 

-ღარიბაშვილი “ქართული ოცნების“ იმიჯს ვერ გამოასწორებს,  მოტყუებულ საზოგადოებას კარგად ახსოვს ყოველი მისი გადადგმული ნაბიჯი “ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომელიც უხვი, თუმცა, ფუჭი  დაპირებით გამოირჩეოდა. მეტსაც გეტყვით,  “ქართული ოცნების“ მიერ   პოლიტიკაში მოყვანილ არცერთ ფიგურას საზოგადოებისთვის  სიკეთე არ მოუტანია!

 

- რომელ  პოსტზე შეიძლება ვიხილოთ  ახლად გაპოლიტიკოსებული ირაკლი ღარიბაშვილი?

 

-ღარიბაშვილი  არასდროს წარმოადგენდა პოლიტიკურ ფიგურას, ის ივანიშვილის დავალებების მარიონეტული შემსრულებელი იყო მუდამ, თუმცა, როცა ივანიშვილს მოსწყინდა, რადგან მისი თამაშის წესებში არ “ჩაჯდა“, ამოკრა ჭიტლაყი და გაუშვა სახლში.

 

ან როდის იყო ღარიბაშვილი პოლიტიკაში - მას ფორმალურად ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი და დამოუკიდებელი არასდროს არ ყოფილა და ვერც მომავალში იქნება. როგორც ამბობენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მისი სანათესაო დაკავებული იყო ფულის კეთებით და ბიზნესინტერესები ამოძრავებდათ.

 

-რას აპირებს “ლეიბორისტული პარტია“ წინასაარჩევნოდ?

 

-“ლეიბორისტული პარტია“  გამოვა არჩევნებზე.  ჩვენი ბრძოლის უნარი არასდროს არ ჩამცხრალა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკურ უფსკრულს გავუყენოთ!

 

 

                                 ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: