ხიდაშელის მიხედვით, საქართველოს რუსეთის კი არა “ჩუტყვავილასი” უნდა ეშინოდეს

ხიდაშელის მიხედვით, საქართველოს რუსეთის კი არა “ჩუტყვავილასი” უნდა ეშინოდეს

“სახალხო პარტიას” მრავალჯერ გაუმახვილებია რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა (ზაქარეიშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები) მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო ქმედებებსა და გამონათქვამებზე.

ამ ბოლო დღეებში კი საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მორიგი უპასუხისმგებლო და პროვოკაციული განცხადებების კასკადის მოწმენი გავხდით.


კერძოდ, ქ-ნმა თავდაცის მინისტრმა ჯერ ვაშინგტონში კვლევითი ცენტრის - „ატლანტიკური საბჭოს" ორგანიზებულ შეხვედრაზე დაამუნათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები და რუსეთისგან შეშინებულები უწოდა, შემდეგ, პოლონეთში ნატოს უდიდეს სწავლებაზე არ გააგზავნა ჩვენი სამხედრო შენაერთი დაუჯერებელი, კომიკური მიზეზით. (აქვე შეგახსენებთ, რომ კიდევ უფრო ადრე, ამ ქალბატონის მიერ შეგნებულად კეთდებოდა ისეთი განცხადებები, რომელიც ჩვენში აჩენდა ნატოში მიღების ცრუ მოლოდინებს და უსაფუძვლო პრეტენზიებით ძაბავდა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას).

ის, რომ ერთ-ერთ შენაერთში ორ ჯარისკაცს აღმოაჩნდა ,,ჩუტყვავილა" და ეს მიზეზი ხდება ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე წარმომადგენლობით და მასშტაბურ ღონისძიებაში არმონაწილეობაზე, აჩენს კითხვებს.

- ,,ჩუტყვავილა" საკმარისი მიზეზია სამხედრო შენაერთის პარალიზებისთვის?!


- სხვა მომზადებული შენაერთის პოლონეთში, თუნდაც 24 საათში გაგზავნის ორგანიზება რატომ ვერ მოხერხდა - არ შეიძლებოდა?

ე.ი. თავდაცვის სამინისტრო თავის მოვალეობას ვერ ასრულებს!

- ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხდება, ორი ჯარისკაცის ,,ჩუტყვავილა" თავდაცვის სისტემის პარალიზებას იწვევს?

- თუ ეს ასეა, რეალურ საომარ სიტუაციაში რისი იმედი უნდა გვქონდეს?!


- ეს ქმედება ხომ არ არის ჩვენი პარტნიორებისთვის ჩვენზე ხელის ჩაქნევაზე წაქეზება!

მით უმეტეს, ერთ თვეში გასამართ ვარშავის სამიტზე, მაპის გარეშე ნატოში მიღებაზე აცხადებ პრეტენზიას?!

- დემარშის მსგავსი ეს ქმედება ხომ არ არის მინიშნება რუსეთისთვის, რომლისთვისაც პოლონეთის სამხედრო სწავლება დღეს ნატო-რუსეთის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ჩვენი მხრიდან სანერვიულო არ აქვს და რუსულ ინტერესებს საქართველოდან საფრთხე არ ემუქრება?!

ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს და რაც შეიძლება სწრაფად.

„სახალხო პარტია“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: